>BarCamp Caucasus Announcement

>
მაშ ასე…

საიდან დავიწყო და როგორ მოგიყვეთ…

ბარკემპი – ესაა ე.წ. არაკონფერენცია – ფორმატი, რომელიც ჩამოყალიბდა 2005 წელს სილიკონის დაბლობში და ფართოდ გავრცელდა მთელს მსოფლიოში. არაკონფერენციის ქვეშ იგულისხმება შეხვედრის არაფორმალური და არაოფიციალური მხარე, რომელიც ხელს უწყობს ღია დისკუსიას და აზრთა თავისუფალ გაცვლა-გამოცვლას.

ბარკემპის მთავარი დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ იგი ღიაა ყველასათვის, თუმცა მოხსენებებით და პრეზენტაციებით მხოლოდ წინასწარ ჩაწერილი მონაწილეები გამოდიან.

ასეთი ღონისძიებები ანუ არაკონფერენციები მთელს მსოფლიოში ტარდება, სხვადასხვა თემაზე (ძირითადად, საინფორმაციო ტექნოლოგიების გარშემო). 2007 წელს კიევში და 2008 წელს რიგაში ჩატარებულ ორ ბარკემპს ათასამდე კაცი დაესწრო როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან, ასევე ევროპიდან და აშშ-დანაც კი.

ძირითადი თემებია:

  • ახალი მედია-საშუალებები
  • ჟურნალისტიკა
  • ინტერნეტის განვითარება
  • სოციალური ქსელები
  • open Source და სხვა

უკრაინული და ბალტიისპირეთის ბარკემპის ორგანიზატორებმა მომმართეს იდეით, ასეთივე რამ თბილისშიც ჩაგვეტარებინა – ამიერკავკასიის რეგიონისათვის. ასე რომ, გაიცანით: BarCamp Caucasus!

კავკასიური ბარკემპის თემა იქნება – ბლოგები და ვებ 2.0 – სოციალური ქსელები, ახალი მედია, აგრეთვე ყველაფერი, რაც ამ სიტყვებში იგულისხმება.

მონაწილეები – ნებისმიერი მსურველი.

პრეზენტაციის / სადისკუსიო თემის შინაარსი – ყველაფერი ბლოგებისა და ახალი მედიას გარშემო. იდეები, კონცეფციები – რაც კი რამ მოგესურვებათ…

ამ ყველაფრის დასაქოქად გვესაჭიროება ახალგაზრდა, ენთუზიაზმით აღსავსე ხალხი. პირველ რიგში, საჭიროა 4-5 კაციანი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაგეგმავს და უხელმძღვანელებს ორგანიზაციას. მხარს დაგვიჭერენ გამოცდილი მეგობრები მოძმე რესპუბლიკებიდან.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვ, დამიკავშირდნენ მეილის საშუალებით – მისამართი წერია აქვე, ზემოთ მარჯვნივ.

ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი საიტები:

ბლოგკემპი კიევში

ბარკემპი რიგაში

იდეების გაცვლა-გამოცვლა და მოლაპარაკება შეგვიძლია აქ:
BarCamp Caucasus-ის Google-ჯგუფი

დაბოლოს,
საერთაშორისო (საერთო) საიტი-ვიკი

Update
ესეც ჩვენი ლოგო…

Feci, quod potui, faciant meliora potentes

ყველას გთხოვთ, თქვენს ბლოგებზე, საიტებზე თუ ფორუმებზე გაავრცელოთ ინფორმაცია, ასევე განათავსოთ ლოგო.
დამატებითი ინფორმაცია წამოვა შემდეგ კვირას.

32 thoughts on “>BarCamp Caucasus Announcement

  1. >кокой barcamp давай winecamp бухло блин ;)))მაგარიაა, დავქოქოთ და ჩავატაროთ

  2. >ვაააა, საინტერესოა. და აქტუალური – ახალი მედია საშუალებები.

  3. >ვაა, პაატა, ყველაზე გამოცდილი და ენერგიული ადამიანი!:)

  4. >ერთი თხოვნა მექნება ვინმესთან, ვინც ინგლისური იცის კარგად – ეს პოსტი მითარგმნეთ რა, და მეილზე გამომიგზავნეთ🙂

  5. >Design-ით პირველი ჯობია – ია ტაკ დუმაიუ :)მაგრამ მეორეს ლოგო მომწონს! რომ გააერთიანო არ შეიძლება? ანუ design იყოს პირველის(მწვანე)ხოლო ლოგო ყურძნიანი (რა თქმა უნდა ესეც მწვანე)?

  6. >ესე იგი რას ნიშნავს მთელი დღე რომ არ მივკარებივარ კომპს : )))ეს ლოგო მაგრად მომწონს : )

  7. >დიდი ენთუზიაზმით გამოვაჭენე ჩემს მოკრძალებულ ბლოგზე და კიდე უფრო მოკრძალებულ სპეისზე, ბოს🙂

  8. >ეკატერინე, ამოვწიე პოსტი, მანამდე იყო დაწერილი, მაგრამ რედაქტირების დროს ეცვლება თარიღი :)ფიქრო, ჩვეულებრივად დაასეივე ეს ლოგო შენს კომპიუტერში და მერე ატვირთე.

  9. >პაიჭ, სად გაქრი??რა ხდება? არსაიდან ხმა, არსით ძახილი…:)ყველაფერი რიგზეა?

  10. >ლევან, დიდი მადლობა მზადყოფნისთვის!მოკლედ, დღეს გავხსნით საიტს და დავდებ ბლოგზე ლინკს, დანარჩენი განხილვა იქ გაგრძელდება🙂

  11. >პოსტი კი წავიკითხე, მაგრამ ვერაფრით ვერ მივხვდი რაზე კონკრეტულად ლაპარაკი … ჰმმმ ძაან გაუგებარი ვინმე ვარ ეტყობა🙂

  12. >Dv0rskyსაინტერესო იდეაა, თუმცა აქამდე რა გაკეთდა და რა არის გასაკეთებელი, გეგმა ან რამე მასეთი გაქვთ?სად უნდა ჩატარდეს ეს “არაკონფერენცია”, ონლაინ–რეჟიმში?რამე გეგმა არსებობს? თუ უბრალოდ შევიდე საიტზე და დავაკომენტო? :Dkid

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s