>კამათში დაბადებული ჭეშმარიტება

>ნიკასთან დისკუსია დამღლელია, მაგრამ ყოველთვის შედეგიანი:

პრესტიჟი: dgiuri.com – წარმატების საწინდარია

პატრიოტიზმი: dgiuri.ge – წარუმატებლობის

Advertisements

23 thoughts on “>კამათში დაბადებული ჭეშმარიტება

  1. >ნიკასთან კამათიოოო?!…. გიგა შენ მინდა გითხრა ფანტასტიური ჯანმრთელობა გქონია, კოლიასთან კამათის ნერვები თუ გაქვს….

  2. >გაიგე ნიკა? 🙂 ნერვები ღარ მეყოფაოოოო, და ესეც ჩემსავით კი არ არის ჯანიანი და მძიმეწონოსანია 🙂 🙂 🙂 შენ დაიხარე დვორსკ, გეხვეწები ერთი მეც მაყურებინე რა… აი იმაზე ნერვები რო აღარ გეყოფა ნიკასთან კამათის დროს 🙂

  3. >tatsson said… ნიკასთან კამათიოოო?!…. გიგა შენ მინდა გითხრა ფანტასტიური ჯანმრთელობა გქონია, კოლიასთან კამათის ნერვები თუ გაქვს….25 February, 2008 14:28მახო, შენი ჯანმრთელობის გაუარესებას ჩემთან კამათს ნუ დააბრალებ. ეგ კამათის კი არა სხვა რამის ბრალია და იცი შენც რისი. Sean Penn said… Отныне и присно и во веки веков вы продавец смеха.მგონი მისამართი შეგეშალა შონ. Dv0rsky said… ეჰ, ტატო, დროსთან ერთად მეც აღარ მეყოფა ნერვები და ხშირად უკვე ვეღარც ვეკამათები ხოლმე… :)კარგია რომ შენ თვითონ აღიარე “ვეღარ” და არა “აღარ”. marika said… 🙂 dzaaan vicine; nervebs ufrtxilditoooooooooooooooooo;jer isev gaqvt shekamatebis survili ?? :)p.s. nikush, dzalian miyvarxar, xo ici, magram ra vqna ,xalxi brzenia :)შენ სახლში დაგელაპარაკები :)პ.ს. აჰა ეხლა სამს ერთად გეკამათებით თუ გინდათ 🙂

  4. >რა მოყვება ჩემთან კამათს? დეპრესია? არ მეკამათები იმიტომ რომ უნარი აღარ შეგწევს ალბათ, თორემ კამათს ისეთი არაფერი არ მოყვება რადიკულიტის გამო რომ ერიდებოდეს ადამიანი…

  5. >ნიკა, რა სიტყვებზე ეკიდები ხალხს, ჰა?ვეღარ და აღარ – ამითი რას გულისხმობ?არის თემები, რომლებზე ლაპარაკიც სასიამოვნოა – ხოდა ვილაპარაკოთ.რელიგიას, პოლიტიკას და სპორტს ხო იცი, არ ვეკარები 😉

  6. >დარჩა ლიტერატურა და ქალები 🙂 ქალებს ნიკა არ ეკარება და ლიტერატურაში კიდე რითიც არ უნდა დაიწყოს უკვე ყველამ ვიცით, რომ სამოსელი პირველით დაამთავრებს დაუმეტესობა დავეთანხმებით, რომ სამოსელი პირველი მართლაც ერთ ერთი საუკეთესოა…. დვორსკ რაც შეეხება ნიკას მიერ სიტყვებზე გამოკიდებას ხომ იცი “ბუკვაიედია” და დაანებე თავი…. მაპატიეთ ბარბარიზმისათვის, ქართულად ეგ ფრაზა ცოტა უხერხულად ჟღერს და თავი შევიკავე…

  7. >რა მოყვება ჩემთან კამათს? დეპრესია? არ მეკამათები იმიტომ რომ უნარი აღარ შეგწევს ალბათ, თორემ კამათს ისეთი არაფერი არ მოყვება რადიკულიტის გამო რომ ერიდებოდეს ადამიანი…26 February, 2008 14:16ნიკოლოზ, თუ აქამდე მაინც ვერ გაიგე რა შუაშია ჯანმრთელობა შენთან კამათთან განგიმარტავ: შენთან კამათის დროს ადამიანს ან რკინის ნერვები უნდა ჰქონდეს ან მაგარი ჯანი… კამათისას ნერვები რომ მოეშლება მაგრად რომ გჟეჟოს, მე კიდე ჩემი რადიკულიტის გამო შენი ჟეჟვა მეზარება და სიმართლე გითხრა თავიც არ მაქვს, რაც შეეხება ნერვებს არც ისეთი ნერვები მაქვს რომ ბოლომდე მეყოს… დაუკვირდი აბა რამდენი ხანია მე შენთან არ მიკამათია და თუ თვლი რომ ეს შენი რკინის ლოგიკის დამსახურებაა ცდები მეგობარო, ეს მხოლოდდამხოლოდ იმის გამო ხდება რომ მეზარება, და საერთოდ ბოლო დროს ბექას გარდა ვინმე რამეზე გეკამათება?….

  8. >Dv0rsky said… რელიგიას, პოლიტიკას და სპორტს ხო იცი, არ ვეკარები ;):))))))))))))))))))))არც ნარკოტიკებს, როგორც ვიცი…ეჰ, მახო, მახო, “სადაც ვშობილვარ გავზრდილვარ” ყოველთვის ამართლებს. აბა ცივილიზებურ და ცოტა აქეთ (იცი შენ საიდან აქეთაც ვგულისხმობ) გაზრდილ ადამიანს თავში აზრად მოუვა კამათისას მოპაექრის ჟეჟვა? არა და არა. მაგრამ ეს შენი ბრალი არ არის, გარემო პირობებმა გაგხადა ასეთი. იქ საიდანაც შენ ხარ, ხომ ძალიან ცოტას ლაპარაკობენ და ძირითადად ჟესტების და ფიზ. ძალის ენაზე ურთიერთობს ხალხი. იქ, ხომ ის გუნდი იმარჯვებს ვინც უტევს დაღმართში, მათი ენა ხომ მათი ბუნებასავით მკაცრი და დამთრგუნველია, მათ ხომ ბავშვობაში ისეთ ზღაპრებს უყვებიან, რომ ღამ–ღამობით კოშმარები ესიზმრებათ, თუმცა არ ეშინიათ კოშმარების (თივა, ნაკვერჩხალი და ბუშტი გაიხსენე). ისინი ხომ მზეს ადიდებენ, იმიტომ რომ არ იციან ღამე რომელი მესისხლე წამოაგებთ ჟანგიან მახვილზე.თან მართალი ვყოფილვარ რომ გითხარი ჩემთან კამათს დეპრესია მოყვება მეთქი. ადამიანს, რომ საკუთარი მოსაზრების დაცვა გეზარება, ე.ი. ფეხებზე გკიდია შენი აზრი გარკვეულ საკითხებზე. ეს კიდევ დეპრესიის დასაწყისია მეგობარო. ფრთხილად იყავი, ემანდ შვიდი ტყვია არ აღმოაჩინონ შენ თავში :)პ.ს. იმედია ხუმრობაში გაატარებ :))

  9. >ნიკოლოზ, კაი ვთქვათ მე სვანური სისხლი მაქვს, ნერვები არ მყოფნის და ჟეჟვაზე გადავდივარ, მაგრამ ერთ ეპიზოდს გაგხსენებ, ჟუკისთან ერთ–ერთ კამათს.. თუ არ ვცდები ჯერ კიდევ ხილიანზე ვცხოვრობდი და შენ და ჭუკი რაღაცაზე შეკამათდით, იკამათეთ, იკამათეთ, იკამათეთ და იქვე ტუმბოზე ჯაყვა იდო, აი ლისიჩკას რომ ეძახდნენ ის…. ჰააა აგეწვა ბაყვი? 🙂 🙂 🙂 რაც შეეხება აზრის დაცვას, ჩემი აზრის დაცვა არ მეზარება, უბრალოდ ნერვებს ვუფრთხილდები და ჩუმად ვარ ჩემს აზრზე, შენ კიდე ეკამათები ფიფიას ეკამათები ეკამათები და ბოლოს მაინც იმ აზრამდე მიდიხარ ხოლმე რასდაც მე ვფიქრობ და ეგ ბექას კამათის წარმოების “ფანტასტიური ხერხების” 🙂 🙂 🙂 წყალობით…….საშინელი ტიპი ხარ მაინც ამოყოლიე კამათში…რაც შეეხება ნემსს, ბუშტს და ნაკვერჩხალს.. მაგ ზღაპრის არსებობა პირველად შენგან გავიგე, სვანეთში მანამდე მსგავსი არაფერი გამეგო, ამავდროულად შეგახსენებ, რომ რაჭა და სვანეთი ძალინ ახლოსაა ერთმანეთთან და როგორც მახსოვს მარილის საბადოებით არც რაჭა გამოირჩევა….

  10. >ნიკა said:…ადამიანს, რომ საკუთარი მოსაზრების დაცვა გეზარება, ე.ი. ფეხებზე გკიდია შენი აზრი გარკვეულ საკითხებზე. ეს კიდევ დეპრესიის დასაწყისია მეგობარო..არა მერე ჩემს სვანობას დააბრალებენ ყველაფერს და არ არის ეს პროვოკაცია? არ ხარ ღირსი ამოვიდე შენთან ამ საღამოს 3კოლოფი სიგარეტით, ჩინური ბურთებით და ერთი შოლტით?… (ყოველი შემთხვევისთვი) ვინც ნიკას იცნობთ ამოიღეთ ხმა, არ არის ღირსი?

  11. >1. რადგანაც კამათში აგიყოლიე ე.ი. დეპრესიიდან გამოგიყვანე და მადლობა უნდა მითხრა.2. ჭუკისთან არ ვკამათობდი მაშინ. წიხლებს ვურტყამდი და იმას მოყვა მერე ყველაფერი.3. მე სვანეთი არ მიხსენებია. იქნებ კახეთზე ვლაპარაკობდი. რატომ მიიღე სვანეთზე? ე.ი. რაც დავწერე მართალია.4. იოდის ნაკლებობა კიდე არაფერ შუაში არ არის და თან, რაჭა იოდიზირებული წყლებით განთქმულია.5. რომელ ნერვებს უფრთხილდები, რომ არ გაქვს?6. და საერთოდ დროა კამათი და საუბრისას აზრთა სხვადასხვაობა გაარჩიო ერთმანეთისგან. ამას სჯა–ბაასი ქვია ქართულად.ესეც ასე, ხომ გითხარით ყველას ერთად მეთქი… მოდით, მოდით 🙂

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.