>Melange

>ეს პოსტი საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. აი საერთოდ. აი ნუ ვაბშე-ვაბშე.
უბრალოდ დავყარე სურათები, დაათვალიერეთ და მოიფიქრეთ, რომელი რას ნიშნავს, რა ხდება საერთოდ, რას დაარქმევდით…

რამდენიმე დღით ვშორდები ქალაქს და ჩვეულ ტემპს/რიტმს, რისთვისაც წინასწარ ბოდიშს ვიხდი.

წავალ, დავისვენებ. გავნიავდები, გავიგულავებ… მერე რა, რომ ერთი თვე პაეზდკებში ვიყავი, ეს კვირა იცით რა დაძაბული იყო?🙂

შორს არ მივდივარ, აქვე ვიქნები, ახლოს. ისე კი წავიდოდი შორს, ძალიან შორს – მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას ვნახავდი… ან თუნდაც, მართლა წავიდოდი აფრიკაში სამუშაოდ…

ამას წინად ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი (სულ კოლეგები) გავიცანი.
უგანდიდან, ბენინიდან, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან, მალაიზიიდან, მონღოლეთიდან, კამბოჯიდან, ეკვადორიდან, ჩილედან … რავი რამდენი იყვნენ, მაგათი…

ხოდა დავინტერესდი ძალიან. ადრეც მაინტერესებდა კაცო, უბრალოდ, ეხლა ძალიან დავინტერესდი.

სამუშაო მიმაქვს თან. ლეპტოპიც. რვეულები და ბევრი კალმები/ფანქრები (აი ტოშიბას საკაიფო პენალი რომ მაქვს). და მოლესკინის ძალიან მაგარი ბლოკნოტი, ჩანახატების ჩასაწერად.

რა მაგარი ენა გვაქვს… ჩანა-ხატის ჩასა-წერად. ჰმ. პენსიაზე რომ გავალ, ბევრ წიგნებს დავწერ, მარკესივით.
მანამდე დასკვნებს და სტატიებს ვწერ.
პერიოდულად ალბათ ფოტოებსაც გადავიღებ. მერე დავხატავ – სიბერეში.

მუსიკასაც წავიღებ, ბევრი მაქვს. მაგრამ მომბეზრდა, უკვე ყველაფერი მოსმენილი მაქვს, აიპოდიდან დივიდიზე უნდა გადავწერო და დავაარქივო ძველები, და ახლებს უნდა ჩავუჯდე. ამას წინათ გადმოვწერე კაი რაღაც-რუღაცეები, კაკ რაზ ეხლა მოვუსმენ მანქანაში.

კარგი იყო, 8 წლის წინანდელი მეგობარი, რომელიც ბოლოს 6 წლის ვნახე, ეხლა რომ ჩამოსული იყო და ცოტა ვიკონტაქტეთ. კი დავპირდი, ჩამოვალ მაგ შენს პატარა ევროპულ, მაგრამ სლავური და სოციალისტური წარმოშობის რესპუბლიკაში მეთქი, და რავი, ვნახოთ.














5 thoughts on “>Melange

  1. >1.”შენღა გვაკლდი!!!”2.”ავერსი” და “psp” (ერთ ღამეში)3.დვორსკის “ტაპჩანი” ნუდისტების პლიაჟზე4.შენც გიყვააარს! ყავის სმა და კაცობრიობაზე ფიქრი!!!5.აკვიატებული აზრი ვიზუალურად6.სენტიმენტალური ბრაკონიერი-მეთევზის მობილურში7.ხარჩოს დასასრული!სავარაუდოდ მეგრულьის (ეგენი ხმარობენ ნესტის გამო ჭილოფს)8.”სოც.სტრანზე” იაფი ერთადერთი მუშახელი(მაგრამ ნაპირზე გამოტანა ვერ ასწავლეს!)9.ანტინარკოლოგიური სამსახური10.დასასრული იხ.ქვემოთ(2 სურათით)11.აიეტის შემდეგ, მხოლოდ ნატურში ყურებაა!!!12.უგულავას (შეღებილი) ერთოთახიანები13.დაწყება იხ.ზემოთ(2 სურათით)14.სტუმრად თბილისში, კოწიას ძეგლთან!

  2. >კ! დაგლიჯე!მართლა!ყველაზე მაგარი იყო დასაწყისი და დასასრული, აგრეთვე ანტინარკოლოგიური სამსახური :)მადლობთ

  3. >-კომენტარებს/გამოჩენებს იმიტომ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის, რომ მადლიერება გამოვხატო…

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s