>AvB – ASOT

>
Armin van Buuren – A State of Trance

მხოლოდ მუსიკა, რიტმი, ბიტი, ტრანსი…
ყურებში, თავში, გულში, ხელებში, ფეხებში, მუცელში…

დახუჭე, ხო.
ხელები გაშალე…
აყევი მთელი ტანით…

It feels so fuckin’ great…

Why not? Why the hell not?

მე მაძლევს რაღაცას, დამმუხტავს. განტვირთვაა რაღაც ემოციებისგან, და დატვირთვა სხვა ემოციით.

Sometimes the only thing we have left, is the music…

This is music in me…
This is music in you…
Music…
M-m-m-usic…

გაფხიზლებს. გფანტავს. გძირავს. გატივტივებს. გათაყვანებს. გახელებს. გაცამტვერებს. გითრევს. გგუდავს. გევლება გარს. გადის-გამოდის შენში. მელოდიურია, ხო. გავსებს. გიტოვებს, გტოვებს, შეგატოვებს.

სადაც არ უნდა იყო – მუსიკა.
ხან ჯაზი, ხან კლასიკა, ხან ელექტრონიკა. ოღონდ ყველა არა. როგორც ყველანაირი ჯაზი და ყველანაირი კლასიკა არ მოგწონთ, ისე არ მომწონს მეც ყველა მიმდინარეობა ელექტრონული მუსიკის.

21 საუკუნის ხილი.
21 საუკუნის მუსიკა.
21 საუკუნის ხალხი.

სანამ უკრავს არმინ ვან ბურენი, კარგად ხარ.
აი რო გაჩერდება, მერე ნახე…

უძილობა, წრიალი, ნერვიულობა. ადექი, წყალი დალიე, შუქი აანთე/ჩააქრე, დაწექი.
აანთე, გადაწვდი მობილურს, საათს დახედე. გადადე, ჩააქრე, გადატრიალდი. თავზე გადაიფარე. გადაიძრე – ცხელა. ყველაფერი უკვე გაიხადე – ცხელა. ვენტილიატორი ჩართე. მიატრიალე, დაუმიზნე. დაწექი. მოუკიდე. თვალები მოიფშვნიტე, ნახევრამდე არ მისული ბიჩოკი ჩააქრე.

მაგრამ ეს ყველაფერი მერე…
მანამდე უკრავს და თვალდახუჭული უსმინე…

Advertisements