>გასკდა თავი

>
პახმელია. ამ შაბათ-კვირას.
წინა შაბათ-კვირას – მოვიწამლე.
იმის წინ – კიდე სხვა რაღაც…

და ასე. სულ მტკივა უკვე.
და ყველაზე ცუდი რაც არის – არ მტკივა მხოლოდ ერთ შემთხვევაში. და ისიც მალე დამთავრდება და ისევ სულ მეტკინება.

ბევრი ფიქრები. რაღა აზრი აქვს?
ტკივილი ფიქრებისგან თუ ფიქრები ტკივილზე.
მოიჭერი და გადააგდე, რაღად გინდა.

მახსოვს, ბავშვობაში მტკიოდა ხშირად. თავი.
ალბათ თავის ქალის შიდა წნევა გაქვსო, ამბობდნენ. ექიმები ვერ იგებდნენ, რა მჭირდა, წნევაც თითქოს არ მქონია.

ალბათ იმიტომ მტკიოდა, რომ ერთი წლის როცა ვიყავი, დედას გავუვარდი ხელიდან – ზამთარი იყო, ფეხი დაუცურდა, წაიქცა, ხელი მოიტეხა, და მე კი სახით დავასკდი კანალიზაციის სახურავს.

დაახლოებით 14 წლამდე მტკიოდა.

მერე იაპონიაში ჩავედი. ტოკიოში მოვინახულე ერთ-ერთ მთავარი ბუდისტური ტაძარი. არ მახსოვს, რა ერქვა, მაგრამ ძალიან საინტერესო ”განწმენდის” პროცედურა გამატარეს:
სანამ ტაძარში შეხვალ, უნდა განგწმინდონ ”ბოლით”. ანუ დგეხარ სპეციალურ საკურთხეველთან, სადაც ნაკვერჩხლები გიზგიზებს და ამ ნაკვერჩხლებზე ყრი ნაძვისა და სხვადასხვა სურნელოვანი მასალისაგან შეზავებულ ფიჩხებს, რომლებსაც ძალიან სასიამოვნო, მაგრამ ამავე დროს ძალიან სქელი ბოლი ასდის.

და თავიდან ბოლომდე ამ ბოლში რომ გაეხვევი და კარგად შეისუნთქავ, აი ეგ ყოფილა განწმენდის პროცედურა.

მერე დიდხანს მცემდა ის სუნი, და ღამ-ღამობით, ძილში, იდუმალი მელოდია მესმოდა – თითქოს ფლეიტაზე უკრავენო სადღაც…

ამის მერე აღარ მტკიებია უმიზეზოდ თავი.

Advertisements

8 thoughts on “>გასკდა თავი

  1. >ალბათ იმიტომ მტკიოდა, რომ ერთი წლის როცა ვიყავი, დედას გავუვარდი ხელიდან – ზამთარი იყო, ფეხი დაუცურდა, წაიქცა, ხელი მოიტეხა, და მე კი სახით დავასკდი კანალიზაციის სახურავს.დაახლოებით 14 წლამდე მტკიოდა. kide kargad gadarCenilxar megobaro 🙂

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.