>ტურიზმის

>
ხანდახან რა ცოტა უნდა ადამიანს, კარგ ხასიათზე რომ დადგეს…

გუშინ თბილისისკენ რომ მოვდიოდი, მცხეთაში, ბებრის ციხესთან, ორი დაღლილი უცხოელი ტურისტი შემხვდა. გაოფლიანებულები, უზარმაზარი რუკზაკებით, დაზაგრულები…

– Need a lift? – ვეკითხები საერთაშორისო ენაზე.
კიო, მარა ფული არა გვაქვსო.

ე, მეთქი, რა ფული, შიგ ხო არა გაქვთ, ეს საქართველოა – და კარი გავუღე.

დღეს ჩამოვედითო მეტეოდანო, აზზე ხართ? და მარშუტკა დაგვპირდაო სვეტიცხოველამდე მიყვანასო, მაგრამ გადაგვაგდოო და ტრასაზე ჩამოგვყარაო.

რა ქვეყნიდან იყვნენ, არ ვიცი, მაგრამ ცოტა ვიჭორავეთ და ჩამოვსვი სვეტიცხოველთან.
იმდენი მადლობა გადამიხადეს, მეთქი დაჯექით, უკან წაგიყვანთ, თქვენი დედაც მეთქი…

ხოდა კაი ხასიათზე დავდექი. კაი საქმეს რომ გააკეთებ, კაი ხასიათზე დგები. კაია, ესეთი წვრილმანები ნეტა ხშირად გვახარებდეს…

Advertisements

6 thoughts on “>ტურიზმის

  1. >აუ რა მაგარია, დვორსკ:)ძაან დიდხანს რო გაგყვება პაწაწუნა სიკეთის გაკეთებით გამოწვეული მშვენიერი განწყობა, ძალიან კარგია :)და წვრილმანები? ჩემი საყვარელი ტიპები:)

  2. >ეგრე მოვდიოდით ფეხით, არავინ არ გაგვიჩერა და ბოლოს უკვე თბილისთან ახლოს ესე 10 კილომეტრში ვიღაც უცხოელმა გააჩერა და წამოგვიყვანა და დღემდე მახსოვს იმიტო რომ ვითომ ხო არაფერი, არადა იმ მომენტში 40 გრადუსი სიცხე,20 კილომეტრი ფეხით გაქ გამოვლილი (პახმელიაზე!) და უცბათ კონდინციონერიანი ჯიპი, ლუი არმსტრონგის ხმა და ……მოკლედ კარგია როცა უჩერებ და როცა გიჩერებენ :)გაუჩეროთ ერთმანეთს!!..:))

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.