>წყალი, დღე, ღამე, წყალი

>
შხაპი
ცხელი, მერე ცივი

გარეთ ჰაერი კარაქივითაა, ისე ცხელა.
გამოსვლა არ გინდა

იხსენებ და გეღიმება
კაი იყო, კაი არის კიდევაც, ეხლა, ამ წუთას.

This is the only thing we have left.

მანქანაში ზის და სახეზე ხელები აუფარებია.
გამოდიხარ მაღაზიიდან და უყურებ.
დარდობს.
ტკივა.
ნერვიულობს.

შენც ხომ ეგრე ხარ?
ხო, მაგრამ მაინც გეღიმება, იმიტომ რომ მაინც კარგია.
სხვა რაღა დაგრჩენია, არა?

წყალი.
ცივი.
ბევრი.

ხალხნო, ვერ ვიტან ბონაქვას, გული მერევა, ერთადერთხელ დავლიე ცხოვრებაში – 1995 წელს, მატარებელში, ბერლინიდან მივქროდი ბერნში, და სხვა არაფრის ფული არ მქონდა – მარტო წყლის.
და ეს საზიზღარი ბონაქვა. არ დალიოთ, არა, ყველგან უარს ვეუბნები, მით უმეტეს, საქართველოში, ბორჯომისა და ბახმაროს წყლების პატრონებმა, კოკა-კოლის შხამიანი წყალი ვსვათ?
არამც და არამც! მოგიწოდებთ, დალიოთ მარტო ქართული წყალი, ჭამოთ მარტო ქართული პროდუქტები, და აგრეთვე მარტო ქართველი გოგოები მოტყ… ხო, ნუ ეს უკვე გემოვნების საკითხია 😉

ჩაჯექი მანქანაში. ქოქავ. იცი რო უნდა დაქოქო, არ გინდა, მაგრამ უნდა.
მიდიხარ. იცი, რომ უნდა წახვიდე, მაგრამ არ გინდა…

დღეს ორი კლასელი შემხვდა, 10 წლის უნახავი, და ერთიც – კლასის დამრიგებლის შვილი. სკოლის ამბები გამახსენდა.

საქმეები გღლის მაგრად. ემოციური ფონი დასდევს ყველაფერს, უცნაური შეფერილობის – აქაა, მაგრამ არაა. შენია, მაგრამ შენი არაა. უგემურია და გემრიელი. სურნელოვანი და უსუნო. გახსოვს და ვერ იხსენებ.

გაჭედილი ხარ? არა, არა ხარ.
This is the only thing we have left.

ხოდა მიდი, ბოლომდე, გაწურე, გაიწურე, ოფლში და ემოციებში – სანამ აქ ხარ, მიაწექი ბოლომდე.

აი მერე… მერესი მერე ვნახოთ, ბლიად!
არა? 🙂

Advertisements

6 thoughts on “>წყალი, დღე, ღამე, წყალი

  1. >ტყუილად არ დამიწერია წინა პოსტის კომენტარში აღსდგა ფენიქსი ცეცხლიდან მეთქი. ას ეს უკვე მესმის. ამდენი ხნის პაუზის შემდეგ სასიამოვნოა ისევ ფორმაში რომ ხარ. 🙂

  2. >შემოვედი რომ ის დამეწერა რაც ნიკას დაუწერია, დიახ, მომწონხარ დვ0რ რა, და მეტსაც გეტყვი, მიყვარხარ 🙂

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.