>იცით როდის გავს თბილისი ევროპას?

>
აი შუაღამისას, შუქნიშანზე რომ დგეხარ, ნორმალურ ხმაზე რომ გაქვს მუსიკა ჩართული, და სხვა მანქანებიც რომ დგანან, ზოგს ”პავაროტნიკები” ჩართული, ახალი ნაწვიმარია და თეთრად გადახაზული ასფალტი შუქნიშნის ფერებს ირეკლავს, აუღელვებლად და მშვიდად რომ ჩაივლის მწვანეზე სხვა მანქანა, და ყველა ერთმანეთს რო ელოდება და მშვიდად და წყნარად რომ ჩაივლის რამოდენიმე მთვრალი ახალგაზრდა, და რომ დაინახავენ რომ მათი შუქნიშანი უკვე ჩაქრა, და გაჩერდებიან, წითელზე აღარ გადავლენ, და რომ დაძრავ მანქანას და აუჩქარებლად, მშვიდად მიდიხარ, პეტრუჩიანი რო ხევს როიალს და შენ კიდე იღიმები – უმიზეზოდ, რა, არ შეიძლება?

P.S. კომენტარებში გაჩაღდა დისკუსია.
ამოვწიე პოსტი, წავალ, ვიმუშავებ, და პერიოდულად ვიხმალაოთ 😉

Advertisements

73 thoughts on “>იცით როდის გავს თბილისი ევროპას?

  1. >რატო ვითომ, ევროპაში ავარიები არ ხდება, ან მთვრალები არ ჯდებიან საჭესთან?ეგრე თუ გგონია, ძალიან ცდები…

  2. >”არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი” ქართული ანდაზაა და ზუსტად ესადაგება საქართველოს ევროპად გასაღების მცდელობას.

  3. >რას ერჩით ამ საწყალ საქართველოს?ნიკა, შენ არა ხარ, გაქცევაზე რომ ხარ აქედან?ევროპა რომ მოგწონს?ხოდა რო იძახებ, აქაურობა ევროპა არააო, შენ გგონია რამე კარგს აკეთებ?აბა გაქცევის მაგივრად მოინდომე, აქ, საქართველოში შექმნა ევროპა. აქ იცხოვრე ისე, ევროპულად, აი რაც მოგწონს იმ ფინეთში და შვეიცარიაში.აქ მოიქეცი ევროპელივით, და ყველა რომ ეგრე იქცეოდეს, გადაიქცევა ევროპად, აბა რას იზამს

  4. >გიგა,ამას წინათ სამსახურშიც გვქონდა მაგ თემაზე საუბარი და აი შედეგი:1. ევროპელი კანონმორჩილია და თვლის რომ პოლიცია მას იცავს. ასეთ მიდგომას საქართველოში ბოზობას ეძახიან.(ვერავის ვერ ვათქმევინე, რომ ქუჩაში მკვლელობას თუ დაინახავენ ან მის საკუთარ სადარბაზოში ნარკომანები გაჩხერას თუ დაიწყებენ რომ ამის შესახებ პოლიციას შეატყობინებენ. ვერც კაცს და ვერც ქალს)2. სახელმწიფოს ვპარავ, გადასახადს არ ვიხდი ე.ი. კაი ტიპი ვარ.3. მრგვალ ბაღთან ყოველ საღამოს ნახევარი საათი დადექი და დაინახავ რამდენი გვიკლია ევროპამდე. (მოძრაობას და მანქანების გაჩერებას ვგულისხმობ).4.რესტორნებში და დაწესებულებებში მომსახურების ხარისხი უდავოდ კიდევ ერთი ნაბიჯით გვაშორებს ევროპას და 5. საკუთრების უფლების ხელყოფა ყოველ ნაბიჯზე და ა.შ.მოკლედ ჩემი აზრით საქართველო ევროპა არ არის და ვერც ვერასდროს გახდება და არც არის საჭირო. რაც უფრო ვეცდებით მით უფრო დაგვენძრევა (ბოდიში ასეთი გამოთქმისთვის). არც აზიაა საქართველო. ამიტომ ევროპის მიბაძვას და გაევროპელებისკენ ლტოლვას ჯობია ჩვენი ძველი ტრადიციები გავიხსენოთ, შევუხამოთ თანამედროვე ცხოვრებას და ისე გავაგრძელოთ განვითარება. ამაში არაფერი არ არის ცუდი და მაშინ ევროპელიც დაგვაფასებს და ამერიკელიც.summary: ევროპელობა ჩვენი სტილი არ არის. 🙂

  5. >კაცო შენ სხვების მაგივრად რატომ აკეთებ დასკვნებს?ძალიან ბევრი კანონმორჩილი ადამიანია საქართველოში უკვეძალიან ბევრი თანამშრომლობს პოლიციასთანძალიან ხშირად ვხედავ, როგორ უთმობენ გზას მანქანები ფეხით მოსიარულეებსდა სხვა რაღაცეები, რაც შენ დაასახელე, ჩვენზეა დამოკიდბული, ჩვენ თვითონ – თუ გვინდა, შევიცვლებით ნელ-ნელა და გამოვა.

  6. >6. სასამართლო7. გიგგვლიანი-რობაქიძე8. პოლიტპატიმრები 21-ე საუკუნეშიყველაფერი გამოვა (coca-cola):)და ყველზე მთავარი ოღონდ არა ამ თემის შესახებ: ჩემი ძმაკაცი ესწრებოდა GIPA-ში შეხვედრას განათლების მინისტრთან ალექსანდრე კახა ლომაიასთან. მინისტრის აზრით ლიტერატურიდან უნდა ამოვიღოთ (როგორ უნდა მოხდეს არ ვიცი სასწავლო პროგრამებში არ არის და საიდან უნდა ამოვიღოთ? ხმარებიდან?) კრიმინალური მენტალიტეტის დამნერგავი მწერლები როგორიც არის ნოდარ დუმბაძე და… ჭაბუა ამირეჯიბი.კითხვაზე თუ ვინ უნდა იყვნენ ის ახალი იდეალები, რომლებზედაც თაობები უნდა გაიზარდოს მინისტრმა უპასუხა – მაგალითად კახი კალაძე.

  7. >ეგ პუნქტები, შენ რაც დაასახელე, არაფერ შუაშია ევროპასთან. ეგ მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რამდენად სუსტია ჩვენი საზოგადოება და ვისაც როგორ უნდა (მთავრობა ანუ), ისე იქცევა.მთავარი ჩვენთვის დღეს ისაა, რომ საზოგადოება გაძლიერდეს, შეიქმნას საზოგადოებრივი აზრი, თანაც ისეთი, რომელსაც გაუწევს ანგარიშს ყველა – მათხოვარიც და მინისტრიც!აი ეგაა ევროპა – ეგეთი ყლეობები არ ხდება იქ, სადაც ყველამ იცის, რომ საზოგადოება მის არასწორ და არასამართლიან, თუნდაც დაუფიქრებელ საქციელზე რეაგირებას მოახდენს, და პასუხსაც მოითხოვს, საკმაოდ მკაცრად.აი ეგაა ევროპა

  8. >9. არანორმირებული სამუშაო საათები(სამსახურში ყოფნა ღამის 10-მდე ხანდახან უფრო გვიანობამდეც)ნორმირებული ანაზღაურებით.10. რამდენიმე ათასს ვიხდით სწავლაში და არ ვსწავლობთ. (ნუ მშობლები ხომ იხდიან )

  9. >ხო, ეგაა ევროპა, და არა საქართველო.და ხო, ეგეთი რაღაცეები ხდება საქართველოში!და იმის მაგივრად, რომ სხვაგან გაიქცე, მოგიწოდებ შენ – აი ადექი და ევროპულად იცხოვრე, აქ!და ისე მოიქეცი, რომ შენს გარშემო ეგეთი რამე არ მოხდეს, და ადექი და დაელაპარაკე არანორმირებულად ვინც გამუშავებს და შეაგნებინედა გადაიხადე და ისწავლედა მოიქეცი სწორად!გაიგე, რას ვამბობ?

  10. >მე მგონი მე და შენ სხვადასხვა რაღაცაზე ვლაპარაკობთ. არც არანორმირებულად ვმუშაობ, კიდეც ვისწავლე და ვსწავლობ და სწორადაც ვიქცევი, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ რომ მოვიქცე. მაგრამ წასვლას რაც შეეხება, იმიტომ მინდა, რომ ჩემს გვერდზე მყოფი ხალხიც ისე მოიქცეს როგორც მე. გაიგე? ევროპულად მოქცევა ევროპაში ჯობია, ყოველ შემთხვევაში დროებით მაინც.

  11. >შენს გვერდზე ხალხი რომ შენნაირად მოიქცეს, უნდა დაანახო მაგალითი, მოუწოდო, ასწავლო – ხო, გარკვეულწილად განმანათლებელი უნდა იყო!თავისით არ მოვა ეგ არასოდეს, გესმის?

  12. >გეთანხმები დვორ, ნიკასთან დისკუსიაში, ისე მაინტერესებს ეს არაკანონმორჩილი ქართველები როგორ იქცევინ ევროპაში, მერე ხდებიან ” ბოზები” და “ჩამშვებები”, თუ ისევ ” კაი ტიპი ქართველები” რჩებიან იქ? თუმცა რავი აბა, ნიკასაც ვეთანხმები, ძალაინაც მიყვარს საქართველო და ძალიან მინდა ჩემ კარგ ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ გადის წლები და რომ აღარ დაადგა საშველი. რატომ, რატომ უნდა გავხდეთ ან ევროპა, ან აზია? ჩვენ საოცარ ადგილზე ვართ და ჩვენ დიდი ცივილიზაციის და ტრადიციების ხალხი უნდა ვიყოთ (წესით), ხოდა რაც უნდა ვიყოთ, ის ვიყოთ რა ?!

  13. >მართალია ნიკა და ნუ ედავები დვორსკ.ის, რომ შენ სახეს გახევენ და 8 კი არა 14 საათს გამუშავებენ დღეში, შაბათ-კვირასაც არ გასვენებენ და ევროპულად მარტო დაგვიანებაზე გაჭრიან ფულს. და არ თქვა ეხლა, რომ თუ არ გინდა ნუ იმუშავებო. ადექი და წამოდიო. სადაც მიხვალ ყველგან იგივე დაგხვდება. სისულელეა საქართველოს ევროპად ქცევა. რა ევროპა, ნაყინს ჭამენ და ქაღალდს ძირს აგდებენ. და ის ქაღალდი მანამდე შეიძლება ეგდოს იქ, სანამ ნეშომპალად არ იქცევა. უკულტურობის ზეიმია პროსტა ყოველ ნაბიჯზე. და უგემოვნობის. მთავრობის სახლთან ხო ჩაგივლია ღამე? დამტკბარხარ ქურთულ-ტაჯიკური ფერების გარდამავლობით? მასე ალბათ ყირგიზეთში ცირკს არ გაანათებენ. კაი რაააა, ევროპელობა ისაა, ქუჩაში ჩაკუზული და ფურთხებაში გაწაფული ბიჭების ფონზე პიდარასტების პარადის მოწყობას რომ გეგმავ? თუ ისაა ევროპელობა ჯონდი ბაღათურიას მოწყობილ მიტინგზე რომ ხალხი მივა და ათასგავრ სისულელეს იტყვის.თუ ისაა ევროპელობა, ტრანსპორტში ცხვირი რომ მოგძვრება იქ დატრიალებული სუნისგან?და მტრისას თუ გაწვიმდა და ეს დასაბანი ხალხი აბოლდა. თუ ის, ქვეყნის პირველი კანონდამცველი ნომერ პირველი დამნაშავე როა? თუ ის, რომ ჯარში რადგან ჯარისკაცებს ჩუსტები აღარ აცვიათ და ბატინკებზე გადავიდნენ, უკვე საკმარისია. მერე რა 200 კაცს ერთ ოთახში რომ ძინავს და აყოლებულ სუპებს რომ აჭმევენ დღეში სამჯერ. კაი რააა. ევროპა არა ის. ხოო, ისიც ძაან ევროპულია, გაცხარებული საფეხბურთო მატჩის დროს შუქი რომ ჩაქრება სტადიონზე. და ისიც, არჩეულ ფედერაციის თავმჯდომარეს არჩევნების მეორე დღეს რომ გამოუცხადებ – იცი რა გენაცვალე? მერე რა რომ კენჭისყრაში გაიმარჯვე? შენ არ იქნები თავმჯდომარე. აუ, ნერვები მეშლება ეს ყველაფერი რომ მახსენდება.ის ვერ ვისწავლეთ, რომ ეკლესიის კედელზე საკუთარი სახელი არ მივაწეროთ ჩვენი იქ ყოფნის უკვდავყოფის მიზნით. ვსო. მორჩა.

  14. >არაფერი არ მორჩა, კაკ რაზ ეგ ყველაფერი, ნინ, რაც არ მოგვწონს, უნდა შევცვალოთ მეთქი.და კი არ უნდა ვამბობდეთ – არაფერი ეშველება აქაურობასო, არამედ უნდა ყველამ ერთად შევცვალოთ!

  15. >ვინ ყველამ? ვისი წინამძღოლობით? იმის ვინც ჩვენ ყველამ ერთად მოვათრიეთ? იმასთან ერთად უნდა გადავლახოთ ეს ყველაფერი, რომელიც მინისტრებად სტერილურ ტიპებს გინიშნავს? ვინ უნდა შეცვალოს? აი ვიიინ? იმან, ვინც ელემენტარულად სამარცხვონო ქართველი გააგზავნა იურმალაში, იმიტომ, რომ იმას ფული ქონდა. და იმ ფულიანმა უნიჭომ სამარცხვონო სამი დღე მიუძღვნა საქართველოს? და ამ ყველაფრის ფონზე პარლამენტის თანამოქალაქე თავმჯდომარემ დაურეკა და გაამხნევა? რა პონტში? და რა პონტში ითხოვდნენ ჟიურის თავმჯდომარესთან რომელიმე საპრიზო ადგილი მიაკუთვნეთო, არ გვაინტერესებსო. ვინ უნდა სეცვალოს ეს ყველაფერი, იმან ვინც ამას ამკვიდრებს?შადრევნებია ევროპა? თუ მასეა ჩვენ ყველაზე მაგარი ევროპელები ვყოფილვართ

  16. >რატომ ბრაზობ სოსო?უმეტესობა ამ ქვეყანაში გოიმები და სირები რო არიან, ეხლა ხო მიხვდი?ხოდა ნორმალურები თუ წავლენ აქედან, ვაბშე ჩაიძირება მეთქი, მაგის თქმა მინდა.და მოდი რა, ჩვენ მოვიქცეთ და ვიცხოვროთ ნორმალურად, და ამითი სხვებს მაგალითი მივცეთ, და კი არსად არ გავიქცეთ, აი ეგ ყველაფერი, შენ რაც ეხლა დაწერე – ავდგეთ და სხვებსაც ვუთხრათ და ავუსხნათ.მაგას ვამბობ მე

  17. >გიგა, შენ რასაც ამბობ ძალიან იდეალისტურია და არა მგონია შენ თვითონ რომ აკეთებდე იმას რასაც წერ ან გჯეროდეს რომ მაგის გაკეთება შესაძლებელია.შენი ან რამდენიმე ადამიანის მაგალითი არაფერს არ შეცვლის; ”პარფიუმერის” დროინდელი საფრანგეთი ისევე ყარდა, როგორც დღევანდელი საფრანგეთი და სანამ სახელმწიფო მიდგომა არ შეიცვალა იმასაც არაფერი არ ეშველა. ნინოს ვეთანხმები, სანამ სახელმწიფოს სათავეში არ მოვა ნორმალური ხალხი მანამდე არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას. მე კიდევ არც პოლიტიკოსი ვარ და არც ნიჭი მაქვს პოლიტიკოსობის. ასე რომ ერთხელ როცა ცხოვრობ ქვეყანაზე მემგონი ჯობია ისე იცხოვრო როგორც გინდა, თორემ ქართველებს ხომ ხედავ წუწუნი გენში გადაგვივიდა. სულ წარსულ დროს მივტირით. კომუნისტების დროს იძახდნენ ძველი დრო ჯობდაო,შევარდნაძის დროს -კომუნისტების დროს უფრო კარგად ვცხოვრობდითო, ახლა – შევარდნაძე მოგვანატრა მიშამო. ხომ ხედავ ”სადაც არა სჯობს გაცლა სჯობსო” როგორც ძველი ბრძენი ხალხი იტყოდა ისე დგას საქმე 🙂

  18. >…მინისტრის აზრით ლიტერატურიდან უნდა ამოვიღოთ (როგორ უნდა მოხდეს არ ვიცი სასწავლო პროგრამებში არ არის და საიდან უნდა ამოვიღოთ? ხმარებიდან?) კრიმინალური მენტალიტეტის დამნერგავი მწერლები როგორიც არის ნოდარ დუმბაძე და… ჭაბუა ამირეჯიბი.კითხვაზე თუ ვინ უნდა იყვნენ ის ახალი იდეალები, რომლებზედაც თაობები უნდა გაიზარდოს მინისტრმა უპასუხა – მაგალითად კახი კალაძე…ეს რა წაიკითხა ჩემმა თვალებმა?? ღმერთო, რა სიბნელეა, რა ბოროტებაა, აღარ შემიძლია, გასკდა გული…აი ეს არი მთავარი უბედურება, ადამიანის შეგნება არ შეიძლება იყოს მინუსებში. ვერავითარი ძალისხმევით ვერ ჩადებ გლუვ ტვინში ევროპას, არარსებული ამბავია.არ შეიძლება ბნელ ადამიანს აჩუქო ძალაუფლება, იმიტომ რომ ეს გახდება კლასიკური ბოროტების წყარო. ჩვენ კიდე გლუვტვინიანობამ და ბოროტებამ გვიყო ეს საშინელება, სისხლში გამჯდარი სიბანძე!როგორი აღშფოთებული ვარ არ იცით, მაპატიეთ ასეთი მრისხანებამარა იცი რა, მე მაინც მგონია რო ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებმა, ოღონდაც თუ ისინი თავიანთ თავში არაადამიანურ ძალას და თავდადებას იპოვიან, იქნებ ცოტათი უფრო კულტურული ერი გახადონ ქართველობა, სანამ იმავე ქართველობის სამარცხვინო წარმომადგენლები არ მოკლავენ რაღათქმაუნდა.იმის თქმაც მინდა, რო თავისთავად დვორსკის პოსტში ისეთი ადამიანური განწყობა დევს, იმწამიერი, როცა ის შუქნიშანთან იდგა წვიმაში, რო მე გულითადად გამეღიმა და გამომყვა ის მშვენიერი განწყობა:)თემას შეეხო უბრალოდ მტკივნეულს და ამან წარმოშვა საინტერესო დისკუსიაკარგი ბიჭი ხარ შენ, პაჭო, გამოუსწორებელი რომატიკი:)

  19. >ნიკა, არ გეთანხმები, სადაც არა სჯობს, გაცლა არ სჯობს!ეგრე რომ ეფიქრათ ჩვენს წინაპრებს, ამდენ ომს და უბედურებას ვერ გაუძლებდნენ, გაეცლებოდნენ და ჩვენ დღეს აქ არ ვიქნებოდით…არც მე ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ მეც და შენც საზოგადოების წევრები ვართ, და საკმაოდ მნიშვნელოვანი წევრები – ბევრ ხალხს ვიცნობთ, ბევრი რამე ვიცით, განათლებაც არ გვაკლია და ჭკუაც.ამიტომ ჩვენს ხელშია ამის შეცვლა, თუნდაც, შვილის სწორი აღზრდა შეგიძლია შენ. და ასწავლო ის ღირებულებები და ფასეულობები, რაც შენ თვითონ მოგწონს და გინდა რომ აქ იყოს.

  20. >budu, იმიტომ უნდა გავხდეთ ერთი, ან მეორე, რომ სხვანაირად არ შეიძლება – ჩვენ აუცილებლად უნდა ამოვირჩიოთ ან ერთი, ან მეორე.პრინციპში, ევროპული (დასავლური) მიმართულება, ან აზიური (აღმოსავლური)სულ ორად-ორია მთელს მსოფლიოში და რომელიმე უნდა ამოვირჩიოთ.ხოდა მთელ საქართველოს ევროპა უნდა, ავტობუსის მძღოლებს, პუტანკებს, მინისტრებს, ჩემს ნაცნობ-მეგობრებს…ოღონდ იმენნა უნდათ – იქ უნდათ წასვლა, იქ უნდათ ცხოვრება… და ვერ ხვდებიან, რომ აქ უფრო ჯობია ცხოვრება, და ოღონდ ისე – იქაურად. იქ კარგიც ბევრია და ცუდიც, ხოდა მოდი იქაური კარგი აქ ჩამოვიტანოთ და მერე ამ ქვეყანაზე მაგარი მართლა არაფერი არ იქნება!!!გეიგეთ, რას ვამბობ?

  21. >გაგებით კი გავიგეთ დვორ მაგრამ შეუძლებელია. არ გვაქვს ჩვენ ის მენტალიტეტი არა. ვერ გახდი ქართველებს ევროპელებს. ეს ფაქტია. რამდენი საუკუნეა საქართველო არსებობს და ყველა საუკუნე ამის დასტურია. ვიძახოთ – აქ ჩამოვიტანოთ კარგი და მაგრები ვიქნებით… ამით რა გამოვა- არაფერი. ისევ ჯობია ჩვენში არსებული განვავითაროთ. ვერასდროს ვერ გააგებინებ ქართულ საზოგადოებას რატომ არ უნდა დაყარონ ნაგავი ძირს და რატომ არ უნდა ისროლონ ბიჩოკები კორპუსების ფანჯრებიდან. სამაგიეროთ თოქ-შოუებს აწყობენ ”playboy”-ს ირგვლივ და ვითომ მაღალი ზნეობის მქონე ერი ვართ და ჩვენთვის შეურაცყოფაა ასეთი რაღაცეები და როგორ დავეცით რომ ქართველი ქალები ფოტოკამერების წინ შიშვლდებიან და კაროჩე რა ამის მოსმენა და ყურება უფრო და უფრო რთული ხდება. ”playboy” სირცხვილია და სალაპარაკო თემაა ყველასთვის. ხევსურეთს რომ ყიდიან ის არაა სირცხვილი და ამიტომაც არავინ არ ლაპარაკობს. ტყეში რომ გახვალ და შეშაზე მეტი პლასტმასი ყრია ის არაფერი. და ეს ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი ჰმ?!p.s. ისე პირველმა ვინც სცადა საუკუნეების წინ ევროპასთან კავშირის დამყარება გაიხსენეთ, წვერით ათრიეს…

  22. >მე წვერი არა მაქვს, ნიკა :)ჯერ ერთი.მერე მეორეც – ნაგავზე თუა ლაპარაკი, შენ რას ქვია ვერ ასწავლი ვერავის?რას ლაპარაკობ, დაუფიქრდი – შენ გგონია, ევროპა ყოველთვის ასეთი სუფთა იყო?ძალიან სწორია, ნაგვის დაყრაზე რომ არის დღეს ჯარიმა შემოღებული – აი ასე ისწავლიან, ჯარიმით და სასჯელით!შუა საუკუნეებში ევროპა შუა ქუჩაში ჯვამდა და ფსამდა, არ გახსოვს?

  23. >შუა საუკუნეების მერე რამდენი დრო გავიდა ხედავ? შუა საუკუნეებში ევროპაც ქუჩაში ჯვამდა, საქართველოც და მთელი მსოფლიო. ახლა? ახლა ვინ ჯვამს ქუჩაში?ოღონდ კომუნიზმს ნუ დააბრალებ, რუსეთი საბჭოთა კავშირის დროსაც სუფთად ცხოვრობდა ჩვენთან შედარებით.და კიდევ ერთხელ საქართველო არ არის ევროპა არა. აბა რომელი სახელმწიფოს მეშვეობით გესაზღვრება ევროპა? (რუსეთი გამორიცხე იმიტომ, რომ რუსეთამდე ჩეჩნეთი და მთელი მუსულმანური ჩრდ. კავკასიაა)

  24. >რა შუაშია მუსულმანური კავკასია, ნიკა?თურქები არიან მუსულმანები, და ამავე დროს, ჩვენზე ბევრად უფრო ევროპელები არიან.და გეოგრაფიულ ევროპაზეც არაა ლაპარაკი აქ საერთოდ, სულაც არაა ამერიკა ევროპაში, მაგრამ ევროპული ცივილიზაციაა, ხო?შეგნებით, კულტურით და ყველაფრით.

  25. >ეგ ყველაფერი რასაც შენ ამბობ დვორსკ, ისეთივე ფანტასტიკის სფეროა, როგორც თომას მორის უტოპია. ლაპარაკი ძალიან ადვილია. მეც მინდა ეგ ყველაფერი რასაც შენ წერ, მაგრამ ფაქტია, რომ შეუძლებელია ეგ ყველაფერი ასეთი ხალხის ხელში. პოლიტპატიმარი რომ გყავს საერთოდ უნდა შეეშვა დემოკრატიაზე და სიტყვის თავისუფლებაზე ლაპარაკს. ეგეთი რაღაცეები ირანში ხდება რააა. და ისე, შენა დაა, რეზერვისტად წასვლა როდის გიწევს? მაინტერესებს როგორ იშაგავებ კოჯრიდან კრწანისამდე ავტომატგადაკიდებული.ისე, 3 კვირიანი და ქუსლებგადაგლეჯილი რეზერვისტების იმედზე რომელი ევროპული სახელმწიფოა იქნებ ვინმემ მომაწოდოს ინფორმაცია:-)

  26. >რეზერვისტად არ მიწევს წასვლა. ჯერ. და იმედია დიდი ხანია კიდე არ მომიწევს.ჯარში ნამყოფი ვარ და ავტომატგადაკიდებულსაც მიშაგავია, რა შუაშია ეგ ჩვენ კამათთან ეხლა?არავინ არაა ქუსლებგადაყვლეფილი, მშვენიერი ფორმები აცვიათ სხვათა შორის, ჩემი მეგობრები იყვნენ რეზერვში და ჩასულიც ვიყავი და ვნახე

  27. >აუ რეზერვისტებზე მაგარი ამბავი გამახსენდა: ერთი ჩემი უბნელი მუშაობს კომპანიაში, რომელიც რეზერვისტებს საკვებით უზრუნველყოფს. ცოტა ხნის წინ კეზერაშვილმა გადაწყვიტა ”ნატოს” სტანდარტებზე კვების გადაყვანა და რეზერვისტებს (თუ რეგურალურ ჯარს კარგად აღარ მახსოვს) კვება ე.წ. ”შვედსკი სტოლი” მოუწყო რამდენიმე დღით. მოკლედ ყველაფერი იდო და რაც გინდოდა უნდა აგეღო. ერთმა ჯარისკაცმა ნიკორას შვიდი სარდელი აიღო. სამხდრო პოლიციამ შეამჩნია თავზე დაადგა და თუ ბოლომდე არ შეჭამ დაგიჭერთო. ისე კი იყო ღირის რომ დაეჭირათ ა ? 🙂

  28. >პოლიტპატიმრებს რაც შეეხება, მართალი ხარ და ხო, სწორედ ეგ უნდა შეიცვალოს, და ეგ უნდა გამოსწორდეს – ადამიანს არ უნდა ეშინოდეს, რომ ხმამაღლა გამოთქვას თავისი აზრი, თუნდაც ოპოზიციური და კრიტიკული.და სწორედ ამის წინააღმდეგ უნდა დადგეს საზოგადოება – რომ პოლიტპატიმრები არ არსებობდნენ და ადამიანებს თავიანთი მოსაზრებების გამო არ სდევდეს მთავრობა.და სანამ მთავრობა არ შეიგნებს, რომ საზოგადოებას და ხალხს ემსახურება (და არა პირიქით, როგორც ეხლა გონიათ და იქცევიან), მანამდე რა თქმა უნდა, ვერანაირ ევროპაზე ვერ იქნება ლაპარაკი.მაგრამ მე მინდა რომ ეგრე იყოს, მინდა, რომ ჩემ ქვეყანაში ერთხელაც ყველაფერი დალაგდეს. და არსად არ გავრბივარ და არც გავიქცევი – მე მარტო არ ვარ, ჩემს გარშემო ჩემი ხალხია და მაგიტომ. რატომ უნდა ვცხოვრობდე სხვა ქვეყანაში და ვემსახურებოდე სხვებს, და სხვებისთვის ვმუშაობდე, რატომ? როცა აქაც შეიძლება იგივეს გაკეთება და მიღწევა?!

  29. >თურქეთი ევროპაა? ამერიკა ევროპაა? ოო ეს რაღაც ახალია. ისე, არც თურქეთში მინდა ცხოვრება და არც ამერიკაში. ევროპაში ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი ის არის, რომ ყველა მართლა თანაბარია. არ არის არც რასიზმი და არც ანტი რასიზმი რაც ამერიკაში უკვე საკმაო პრობლემაა. ზანგები ატრაკებეეეეენ… :)მოკლედ მე არც ამერიკა მიმაჩნია ევროპულ ცივილიზაციად და არც თურქეთ საკმაო მიზეზების გამო.ისე, აქ ვინც ვმსჯელობთ ერთი თოქშოუ ამ თემაზე ინგასთან ჩვენი მონაწილებით ა? როგორია?

  30. >თურქეთი გეოგრაფიული ევროპაა, ამერიკა – კულტურული.რა თქმა უნდა, ცენტრალური ევროპა მაინც სულ სხვაა და მესმის რასაც შენ ამბობ, მაგრამ რასიზმი და უთანასწორობა იქაც არსებობს

  31. >აქაც ვიმუშავებო რომ ამბობ. კი ბატონო გადამიხადონ სათანადო ანაზღაურება და შევეცდები დავრჩე (ისე ჯერ ვინ მეპატიჟება იქით ნეტა ვიცოდე?)

  32. >auf, ra ambavia turme ak:)))ai ra ver gavige icit, es evropa rato gaaidealuret ese? mec zaan mikvars, mec momcons, magram araa batono es evropac idealuri. rom gadaekidet shveicarias da finets, portugaliashi ra xdeba icit? da saberzneti? ilalielebi kidev ra, didi xania “mafiozuri dvijeniebisgan” gatavisupldnen? aris ragac, rac kulturashi grmad devs, magram amis gamo dagupva gardauvaliao,rom ambobt, ara mgonia scori ikos.imas rac sheexeba, exla rac xdeba(sasamartlos ar arseboba, magalitad, kvelaze did problemad mimachnia) mec guli mereva da zalian ar momcons. magram ratom ggniat, rom eseti mokle periodis manzilze sheizleba amxela naxtomis gaketeba da kvela problemis ertbashad mocesrigeba? nebismieri kvekana, romelic vitardeba ragac procesebs gadis. tavisit zecidan ver mogvevlineboda magari mtavroba. rac vart, egaa chveni mtavrobac. da chven unda ganvvitardet, titoeuli adamiani, da uketesad ikneba kvelaperi. bazari araa, es zalian bevr dros caigebs, magram aris cheshmariteba imashi, rasac pacho ambos. cota idealisturad gamoxatavs da cota lozungivit jgers, magram aris magashi cheshmariteba. sakme imashia, ra urchevnia titoeul chvetagans: erti variantia gaikce da mshvidi cxovrebit icxovro sxvebis mier ukve ashenebul da dalageul kvekanashi an ak darche da icvalo, gaatrako, gabrazde, inerviulo. principshi, pirveli jobia, ra tkma unda, ogond, sxvebistvis ar vici rogor, magram me zustad vici, rom rac ar unda kargi cxovreba mkondes sxvagan, bednieri ik verasodes viknebi. chemi akauri cxovreba, miuxedavad uamravi sirobisa rac irgvliv xdeba, zalian bervi patar-patara sixarulebisgan shedgeba. zalian bevri rame momcons, da saocrad minda, kvelaperi kartuli rac me mikvars, koveltvis arsebobdes.ar minda, rac cheshmariteba mgonia, daikargos da agar arsebobdes. da tu cavedi da gadavixvece, sakartvelo amit ar daikceva, magram kvela tu ese moikca, mashin agaraperi darcheba:( da saertod, eseni cavidnen, kaco, tu kaia, me rato gavikce?:))xoda, diadi cheshmariteba imashia, rom sakartvelo arc evropaa da arc asia, ragac shuashi gamokvexebuli tipia, da ra vkna, mikvars saocrad. minda rom uketesad vikot. shoria kargad kopnamde, magram “araperi ar gamova”-s zaxili arascorad mimachnia. da am diskusiashic igrznoba kartuli damokidebuleba “isini cudebi arian, imati bralia kvelaperi”. araa mtlad cori damokidebuleba mgoni.ar vici ramdena vtkvi is, risi tkmac mindoda, an ramdenad corad gamovxate. zalian bevri ragacis tkma minda kidev, magram agar shemizlia amdeni cera:)p.s. nika, shens 1 punqts rac sheexeba, me davrekav, da proshu ne virojatsa:) gadasaxadebsze kidev, kai ra, shen ggonia, sxvagan imitom ixidan, rom gulit undat?:)p.s.s. kalandia, gaachume ena shen!:)

  33. >დვორსკ, შენ ჯარში ნამყოფი ხაარ?:-):-):-) რატომ გამოგვაპარე ეგ ღირშესანიშნავი ამბავი?:-):-) არა, ეგ იმიტომ გკითხე, ომზე და ბრძოლაზე რომ დაიწყე ლაპარაკი. აქ ხომ ხედავ ომსაც კი არ აქვს აზრი. წინასწარ გადაწყვეტილი დასასრულის ომში ბრძოლას აზრი რომ არ აქვს აფხაზეთის ომის დროს არ დარწმუნდი? მოკვდე და ისიც უაზრო ომში? იმ ომში, რომელსაც შენი ქვეყანა წააგებს? აუცილებლად რომ წააგებს? ოღონდ იმიტომ არა რომ მართლა მოგერივნენ. არა, პროსტა ასეთი მოლაპარაკებაა იქ, იმ ავადსახსენებელ ზედა ეშელონებში. ეს ყველაფერი ერთიანობაში ქმნის სურათს. ჩვენი ქვეყნის სურათს, რომელსაც მართლა არაფერი არ ეშველება თუ ევროპული მენტალიტეტის ადამიანი არ მოვა და მართლა (მართლა ოღონდ და არა ვიღაცეების თვალის ასახვევად) გაატარებს სწორად გათვლილ რეფორმებს. ევროპელობა ბარბერისის საროჩკით სიარულს და ინგლისურად ლაპარაკს არ ნიშნავს რააა.

  34. >ქეთის ვეთანხმები 100%.დაჟე იმაში, მე რომ ცოტა იდეალისტურად გამოვხატავ და ლოზუნგივით ჟღერს ჩემი სიტყვები.კალანდია, მე რომ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და მერე ჯარში წავედი, შენ მაშინ ვაბშე არ მიცნობდი, და აი ის ჯარი მართლაც გამოხეული, ფეხშიშველი და მშიერი იყო, იცი?და ომს რაც შეეხება, რომელი ომი მოგვიგია ქართველებს, ერთი მითხარი?ჩვენ მარტო ბრძოლები მოგვიგია, ომებს ყოველთვის ვაგებდით, გაიხსენე ისტორია.მაგრამ არ ვმარცხდებოდით!ეგეც გაიხსენე.

  35. >უუფ, გააჩუმე ენა ერთი პაჭაძე. ნუ ხარ ინტრიგანი. რა ომები არ მოგვიგია. მარა იცი რაშია საქმე? მაშინ იდეალები არსებობდა. თორემ იმათ არც ბატინკები ქონდათ და არც ავტომატები. ეხლა ჩემი აზრით ეხლა აქ ყველაზე ცუდი ის ხდება, რომ ბავშვები იდეალების გარეშე იზრდებიან. ან კიდე უფრო უარესი, იდეალებად უსახურ და უსიამოვნო ადამიანებს უსახავენ. ამახინჯებენ ტაობებს, გაგიგე?და ქეთი, არც მე არ მინდა სხვაგან ცხოვრება. მეც მიყვარს ჩემი ქვეყანა და ჩემი ქალაქი, და მაგიტომაც ვწუხვარ ასეთ დღეში როა. ზუსტად მაგიტომ მინდა სათავეში აზრიანი და დალაგებული ადამიანი. აბა რომ მეკიდოს ყველაფერი ამდენს ვილაყბებდი?და ისე ემიგრაციაში წასული ქართველების 90 პროცენტი უბედურია იქ, იმ კომფორტში და უპრობლემობაში. პროსტა დააკვირდი, ემიგრანტი ქართველების რამდენი პროცენტი გამრავლდა საქართველოს გარეთ? ძალიან ცოტა.

  36. >nino, mesias elodebi?:)))) ra kaci unda movides, gogo, erti kaci ushvelis am kvekanas? egaa mteli problema, mteli sakartvelo egre pikrobs, rom ert mshvenier dges erti kaci mova da gadagvarchens. da tvton tavisi saxlis cin nagavi rom ar dakaros, da es sakme mainc gaaketos, xom sheuzlia? magram ara, “im kacs” elodeba. amazea laparaki ‘imas” ar unda daelodo. shen sheni unda aketo, da isic mova, adre tu gvian. tu ar mova, ragac patara sakme mainc xom darcheba gaketebuli.p.s. me agitatoris kursebze davdiodi:))

  37. >აუ რამდენი გიწერიათ ხალხნო!!!!იქნება არანორმირებული სამუშაო დღე აბა რა, ასე თუ გააგრძელეთ!ისე ნიკას პუნქტებს კიდევ ერთს დავუმატებდი: – საზოგადოებრივი ტუალეტების მდგომარეობა (უჟოს!)

  38. >ინტრიგანი არაფერ შუაშია, ომი არასოდეს არ მოგვიგია მეთქი – ეს ფაქტია.და რაც შეეხება ბავშვებისათვის იდეალების დასახვას – პირველ რიგში ბავშვები უნდა გვყავდეს აქ ზოგ-ზოგიერთებს.ხოლო ვისაც ყავს – ის ევროპისკენ კი ნუ იყურება, არამედ შვილის აღზრდას მიხედოს.

  39. >ქეთი, ეტყობა სწორად ვერ გაიგე რაც მინდოდა მეთქვა. ჯერ ერთი ჩემ პირველ პუნქტთან დაკავშირებით რომ დარეკავ ეგ ძალიან კარგია. მეც მაგ აზრზე ვარ.რაც შეეხება სხვის აშენებულ ქვეყანაში მშვიდად ცხოვრებას არც მთლად მასეა საქმე. როდესაც სადმე ჩადიხარ და მუშაობ შენც იღებ იმ ქვეყნი აშენებას მონაწილეობას (ამერიკა სულ ჩასულებმა ააშენეს). ამასთან ემიგრაციასა და გარკვეული პერიოდით წასვლას შორის დიდი სხვაობაა, მით უმეტეს თუ ისე წახვალ, რომ იქიდანაც საქართველოს საქმეს გააკეთებ. მე სწორედ ასე ვაპირებ წასვლას.და კიდევ გეთანხმები, რომ საქართველო არც აზიაა და არც ევროპა. მეც მაგას ვამბობ და არავის არაფერს არ ვაბრალებ. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფო ვერ გახდება და ჯობია, რომ რაც ჩვენი გვაქვს კარგი ის განვავითაროთ და არ შევეცადოთ, რომ გავხდეთ ევროპელები, იმიტომ რომ მაინც არაფერი არ გამოვა.

  40. >ოოო, ქეთ. მესიას არა ის. ეგ არ დავწერე მეეც? მაგიტომაც რა ევროპა რის ევროპა თქო. მარა აბა ვის დაველოდო კაცო. დე გოლი ერთი კაცი არ იყო? გიორგი ბრწყინვალე ერტი კაცი არ იყო დაქცეულ ქვეყანაში რომ გამეფდა? იმ ერთმა კაცმა უნდა დანიშნოს მერე ბევრი ჭკვიანი. უნდა არცევდეს ჭკვიანს და სულელს, ვაააა. რა არის ამაში გაუგებარი?

  41. >ერთია რიგიანი მმართველი და მეორე ადამიანის კულტურული ბუნება, ორივეს საშინელი დეფიციტია ამ ქვეყანაში…

  42. >ხოდა მაგის კლასიკური მაგალითია პეტრე პირველი და ველური რუსები. შესაძლებელია ველურის გამოსწორება თუ მოინდომე

  43. >ai me kidev, es evropelebi chkuidan gadamikvanen dges!!! ar gegonot, marto chven vmushaobdet dge da game!me imitom vzivar exlac office-shi, rom magat shekitxvebs vupasuxo:( axla ar mitxrat droshi gansxvavebao, mec vici eg sxvaoba, magram mainc egrea, overtimeze mushaoben da ar uxdian zedmets. xo ikac xdeba egre.xoda, ai ese, kartulad vikideb da mivdivar saxlshi!:)gtxovt mombazot, vinc samsaxurebshi xar jer kidev:)

  44. >ე ბიჭო გახდება მეთქი ვამბობ!შეიძლება ამ ქვეყანაშიც ნორმალურად ცხოვრება, შეიძლება!და იქნება!

  45. >ნორმალურად ცხოვრება შეიძლება მაგრამ ევროპა ვერასოდეს ვერ გახდება. შეიძლება ევროპაზე კარგი ცხოვრება იყოს საქართველოში მაგრამ საქარველო ევროპა ვერასოდეს ვერ გახდება ვეერა.გიგა, შენ ბლოგზე ყველაზე მეტი რამდენი კომენტარი იყო ერთ პოსტზე? საინტერესოა 100-დე თუ ავალთ? ოღონდ სხვებიც უნდა დაგვეხმარონ თორემ მარტოებს გაგვიჭირდება 🙂

  46. >ნიკა, ნუ ბუკვაედობ რა!:)თუ არ ვცები, 50 კომენტარი ქონდა ”თბილისს” და ეგ იყო მაქსიმუმი.ასე რომ, ეს პოსტი ლიდერობს კომენტარების რაოდენობით 🙂

  47. >წავიდა წავიდააა… 100-დე უნდა ავიდეთ.ოღონდ უაზროდ არა მხოლოდ თემაზე ვიკამათოთ.ე.ი. ვაგრძელებ ჩამონათვალს რატომ ვერ გახდება საქართველო ევროპა. 10 მიზეზი უკვე დაწერილია giosulak-მა დაამატა მე-11: საზოგადოებრივი ტუალეტები.ვაგრძელებ:12. ჩაცმულობა (შავი ფერის სიჭარბე და ა.შ.)13. არაპროფესიონალიზმი ყოველ ფეხის ნაბიჯზე.14. უპასუხისმგებლობა (აი რასაც ქეთი ამბობდა. ყველაფერს სხვას რომ ვაბრალებრ. ”ჩვენ რა შუაში ვართ მთავრობა გვყავს ცუდი და ა.შ.”)

  48. >15. მინიმუმ ორ უმაღლესდამთავრებული ტაქსისტები და უდიპლომო პარლამენტის წევრები (კალანდაძე, ასანიძე და ა.შ.)16. სოციალური მდგომარეობისთვის აშკარად შეუსაბამო მანქანები მობილურები და ა.შ. (ვგულისხმობ საკმაოდ დიდ ნაწილს მოსახლეობისას რომლებსაც 1000 დოლარიანი ტელეფონები აქვთ და თვეში 15-20 დღე ან მარტო ზარის გასაშვები აქვთ ანგარიშზე ან საერთოდ ცალმხრივად აქვთ გათიშული, ჯიპები რომ ყავთ და გაზზეა გადაკეთებული და ა.შ.)

  49. >ცალმხრივად გათიშულ მობილურებზე და გაზზე გადაყვანილ ჯიპებზე ისტერიულად ვიცინე:-):-):-)ისე დვორსკი თავის ერთ პასუხს ა-ქოფიპეისტებს მემგონი და მაგის ხარჯზე ავალთ ალბათ 100-მდე:-):-):-)

  50. >ცალმხრივად გათიშული მობილურები და გაზზე ჯიპები – ეგ არი გოიმობა, და პიჟონობა, და მეტი არაფერი.მარტო ქართული მოვლენა ეგ არაა.ყლეები ყველა ქვეყანაში ცხოვრობენ 🙂

  51. >imas rac sheexeba, exla rac xdeba(sasamartlos ar arseboba, magalitad, kvelaze did problemad mimachnia) mec guli mereva da zalian ar momcons. magram ratom ggniat, rom eseti mokle periodis manzilze sheizleba amxela naxtomis gaketeba da kvela problemis ertbashad mocesrigeba? nebismieri kvekana, romelic vitardeba ragac procesebs gadis. tavisit zecidan ver mogvevlineboda magari mtavroba. rac vart, egaa chveni mtavrobac ეს კაი იყო ქეთი, საღოლ!დალშე:მაგარი ამბავი აგიწევიათ სანამ მე აქ შემსოახედად ნაკლებად მეცალა, გავეცანი ზემორე კომენტარებს, არადა დამოუკიდებელი პოსტია ყველა.ნიკა, შენ გაქვს კამათის უაზროდ გამძაფრებული მანაი და არ შემეკამათო ახლა ამაში, დაგვიხოცია ხშირად ერთმანეთი და ისეთ რამეზე რაზეც მერე დამთანხმებულხარ ან შენ მე ან მე შენ, ან ყოფილა იმევე წუთას ვეთანხმებოდით ერთმანეთს მაგრამ მაინც კამათის ფორმით ვლაპარაკობდით,ხოდა 1. საზოგაოებრივი ტუალეტები… მართალია ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ხოლმე სულ.. საერთოდ ტუალეტის კულტურა ნაკლებად განვითარებული გვაქსვ, მე ასე მგონია, და ეს სუგუბა ქართული არააა, ჩვენი დიდი გეოგრაფიული რეგიონისათვისაა დამახასიათებელი ჩემის აზრით, არ მგონია ერევანში, ბაქოში ურრიუპინსკში, მახაჩკალაში, ან თუნდაც მააგდანში არაჩვეულებრივი ტუალეტები იყოს.გერმანიაში არის, და ამ მხრივ მართლა კომფორტს განვიცდიდი… ანუ სადაც გინდა შედი არ გზიზღს.2. გადასახადები. აქაც საკმაოდ დაიტვირთა ეს თემა და ხალხმა (ძირითადად ბიზნესზე მაქვს ლაპარაკი) დაიწყო გადახდა და მე სამსახურიდან გამომდინარე ამ პროცესს ვაკვირდები ყოველდღე და არ მეკამათო ნიკოლოზ!!!! და აქაც ისევე როგორც სხვაგან ყველგან ხალხმა დაიწყო შიშის ქვეშ გადახდა, ჯერ იხდიან ისინი ვისაც მეტი აქვს დასაკარგი.ცხადია. თუმცა ხმამაღლა ამბობენ რო აი ვხედავთ რო ბოლე მენეე მეტად ხმარდება საქმეს ეს გადახდილი ფულიო.. ჯარიო, პატრულიო… და არ მეკაამთოთ რო ბიუჯეტიდან მეტი იხარჯება კეთილმოწყობაზე ვიდრე ადრე, თუმცა იასნია უაზროდაც ბევრი იხარჯება… შეიძელაბ უფრო ებვრიც… მარა ადრე თითქმის არც იქიქთ იხარჯებოდა არც აქეთ, ანუ პროგრესი თუნდაც მინიმალური სახეზეა.. და მე არ ვამბობ რო მაინცა და მაინც ამ მთავრობის კაიტიპობისბრალია (ადრეც არ ვამობდი ამას ნიკოლოზ!!!) უბრალოდ დრომაც მოიტანა, მომწიფდა რა… მსოფლიო ისე სწრაფად ვიტარდება და ტემს ისე კრიფავს ცოოოტათი მაინც თუ არ მიყევი უბრალოდ გაქრები, და შესაბამისად ამ ძღინკიანის აქართველოს ძღინკიანი კეთილმოწყობსი სამსახურის უფროსიც ხო ევრ იქნები არა? ხოდა ცოტას მაინც ხო ცდილობენ. მერე რა რო ბევრი რამე უგემოვნოდ გამოსდით. უფრო ცუდია ალბათ ადამიანი მარტო რო უყურებს და გაიძახის ეს არ გამოგივიდათ და ის არ გამოგივიდათო… მე მგონი მაგას ჯობია ან ადგე მიხვიდე და მიეხმარო ან ჩუმად იჯდე.არ ავრ მე ნაციონალი, მე რეალისტი ავრ.და ძააააააააააააააააალიან ბევრი რამეა ცუდად. ეს იმათთვის ვისაც მოეჩვენა რო ნამეტანი ნათელ ფერებში ვხატავ. ძაააალიან ბევრი, მაგრამ ადრე ცოტა უფრო მაინც მეტი იყო ცუდად.ახლა რაც შეეხება ლომაიას ნათქვამს. მე ადრე მაგ კაცს სხბვა მის კოლეგებზე ცოტა უფრო ემტად ვაფასებდი, კო იყო მასე ნიკოლოზ?მითქვამს ბოლე მენეე საღად აზროვნებსთქვა… ეს ადრე, მერე ბოლო 1 წელია საერთოდ ტელევიზორს არარ ვუყურებ და პოლიტიკას და ყოველდღიურ ამბებს გამოვეთიშე…ხოდა ეგ თუ თქვა მართლა ამაგნ ჯიპაში დუმბაძე და ამირეჯიბი კრიმინალები არიან და თავბურთელი კრასავჩიკი კალაძეა იდეალიო..დასახვრეტია! ლომაია.იმიტო რომ კრიმინალი დუმბაძე ალბათ ყველაზე უფრო კაცთმოყვარე მწერალი იყო დედამიწაზე.. და მაგაზე უფრო კეთილი არავის არაფერი დაუწერია. ამირეჯიბი კიდე სუროვი ლაგერების შვილია ალბათ ცოტა დადის თბილისში ადამინი მაგაზე მეტი ენახოს და გამოეაროს, და არავის ცხოვრებაზე მაგდენი სიმართლე არ დაუწერია, ტანაც ასე კარგად, მართლა ძალაინ მაგარია.. და 2 ყველაზე კრუტოი რომოანი აქვს დაწერილი გორა მბორგალი და თუთაშხია და ბევრი ჭკუისსასწავლია მად, და ერთი თუ ციხიდან მორბოდა და მეორე აბრაგი იყო მე მგონი არ ნიშნავს რო ეს კრიმინალური მენტალიტეტის მქადაგებელია, და ალბათ არცერთი რომანია მ–3 კლასში წასაკითხი… ორივე ზრდასრულმა ადამიანმა უნდა წაიკითხოს რო იქიდან დედააზრი გამოიტანოს და არა ზედაპირული სურათი…აუ რას ვწერ ტოოო… ელემენტარულია. 2ჯერ ორი 4 ია ხო რო სად კალაძე და სად ამირეჯიბი დუმბაძე…იმ ხალხმა ქრესთომატიული რომანები დატოვა, რაზეც იმედი მაქვს კიდე ბევრი ტაობა გაიზრდება, და ამან პლაკატები, და გოლები, ნუ თუნდაც ძაან კაი პლაკატები და გოლები… მარა მაინც…. სად ერეკლე სად …. და კახა ლომაია… ეეეეჰ…

  52. >ჭუკი, კომენტარების კითხვა დაგეზარა თვალი გადაავლე და იფიქრე, რომ მთავრობას ვლანძღავთ? უბრალოდ ვმსჯელობთ საქართველო გახდება თუ არა ევროპული სახელმწიფო და ქართველები გახდებიან თუ არა ევროპული მენტალიტეტის მქონე ხალხი. რა შუაშია მთავრობა კარგს აკეთებს თუ ცუდს. ეგ ცალკე საკითხია და გიგა თუ გახსნის ეგეთ თემას მოდი ვიკამათოთ რას კარგს აკეთებს და რას ცუდს და დამერწმუნე, ერთი ძველი ანეკდოტის არ იყოს მიხვალ მიშას კარებთან და მიაძახე ტკაკში შეიტენე ეგ შენი ”კარგი რაც გაგიკეთებიაო”, მაგრამ ეს სხვა თემაა.მე ვფიქრობ, რომ ქართველები ევროპული მენტალიტეტის მქონე ხალხი არ ვართ და იმათ მიბაძვას ჯობია ჩვენში არსებული დადებითი მხარეები განვავითაროთ და საკუთარ კულტურაზე დაყრდნობით განვვითარდეთ გაიგე? და ის მიზეზები მთავრობის მინუსები კი არ არის რაც ზემოთ არის ჩამოთვლილი არამედ ის ფაქტორებია რის გამოც ჩვენ ევროპისაგან ძალიან შორს ვართ.

  53. >p.p.s. და ძალიან გთხოვ კახა ლომაიას ისე ნუ გლოვობ როგორც დოჩანაშვილი დიდ კანუდოსელებს 🙂 ”მანუელო კოსტა ეეეჰ”17. საზოგადოებრივ აზრს ჯერ კიდევ მომღერლებს, მსახიობებს და მხატვრებს ეკითხებიან.

  54. >ევროპელები ვართ თუ არა?და ეს ევროპელობაც არა მგონია მთლად ასე ჩამოყალიბებული ცნება იყოს, იმიტომ რომ გერმანელები, ინგლისელები, ფინელები, ესპანელები თუ სლოვაკები სულ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.ხოდა პოლიციაშიდ არეკვა არ დარეკვააც არაა ევროპეილობის ნიშანი, არც გადასახადების ხდა…წესრიგი? კი აბტონო ამრა იტალია და სხვა დანარჩენები თუნდაც ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან რო…პროსტა ჩვენ უნდა მოვიგონოთ წესრიგი, რომელსაც დავემორჩილებით…და მერე ჩვენ მოგონილ წესრიგს უნდა დავემორჩილოთ, ეგაა რა…და ჩვენ უნდა მოვიგონოთ, ყველა ქართველი უნდა მონაწილებდეს ამ წესრიგის მოგონებაშიდ ა ჩვენ უნდა გვაწყობდეს, საჩვენო წესრიგი უნდა იყოს…და არა, ამერიკელის მოგონილი ან ჰოლანდიელის, ან კიდე იაპონელის.თუმცა ევროპასთან რო უფრო ახლოს ვართ მენტალურად ვიდე აზიასთან ეს ცხადზე უცხადესია, მაინც მაგათი წესრიგი ვფიქრობ უფრო ახლოსაა ხოლმე, ცხოვრების წესი ევროპული ვიდრე იაპონური ან კორეული…გინდაც ინდური, ჩინური, ან მონღოლური.ვინც არ მეთანხმება ხელი აწიოს და ვიხმალაოთ

  55. >პოლიციაში დარეკვა, გადასახადების გადახდა და ამდაგვარი ქცევები კანონმორჩილების ნიშანია. მთელი ევროპული საზოგადოების საერთო ნიშანი ის არის, რომ კანონის უზენაესობის სჯერათ და ემორჩილებიან მას. ყველა აბსოლუტურად.ეს ქმნის დემოკრატიას და ევროპული ღირებულებების საფუძველს წარმოადგენს. ამდენად საქართველო ევროპისაგან ძალიან შორს არის ძალიაააან. ისტორიას რომ გადახედო ქართული საზოგადოება არასდროს არ იყო კანონმორჩილი.

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.