>რეზერვისტის ისტორიები

>

დიდი ხნის წინ, როცა სამხედრო კათედრაზე ვსწავლობდი, და იმის მაგივრად, რომ მხედრულ საქმეს დავუფლებოდი, პრეფერანსს ვუბერავდი 24 საათის განმავლობაში, ერთხელ გვეწვია კომისია…

ოთხნი ვიყავით: სამი ათმეთაური და ერთი ძმაკაციც – ხელმძღვანელი იდეოლოგიურ დარგში.

კომისიის წევრმა – პოლკოვნიკმა გადახედა აუდიტორიას. ყველანი ძირითადად უსაქმურობით იყვნენ დაკავებულები.
ლექტორს – ვიცე-პოლკოვნიკს ნუ რო დაენძრა, მაგას ლაპარაკი არ უნდა.

დახედა პულკას. ჩვენ გაშეშებულები, კარტით ხელში.
– ვისი სვლაა?
– ჩემი, ბატონო პოლკოვნიკო.
– Ну так, давай, блять, ходи.
ნათქვამია კაცო: Хода нет — ходи с бубей – ხოდა წკენტას (აგურს) ჩამოვედი.
გაჭრეს, ყვავის პრარეზკა გამიკეთეს.
– Интересно… Разыгрываем до конца! – ჩაერთო პოლკოვნიკი.

მთელი აუდიტორია ამ დროს გაშეშებული დგას, ლექტორიც და კომისიის სხვა წევრებიც. ყველას გაუპტვახტი ელანდებოდა უკვე.

გავათამაშეთ, ბეზ დვუხ ვჯდებოდი მაგრამ თავი დავიძვრინე და პრი სვაიხ დავრჩით.

– Нет блять, я этих парней сдать не могу… Это ведь благородная, офицерская игра!

ქუსლებზე დატრიალდა და გავიდა.
გადაგვარჩინა პრეფერანსმა ჩვენც, ჩვენი ასეულიც, და ლექტორიც…

ხოდა რატო მოვყევი ეს ამბავი.
გუშინწინ ორი ძმაკაცი გავაცილე რეზერვში. ძმები. აი, ერთ-ერთი სწორედ ის იყო – ხელმძღვანელი იდეოლოგიურ დარგში.

სასარგებლოა. თქვენც წახვალთ. ყველანი წავალთ.

Advertisements