>ნერვები

>
ხო, რა მოხდა, ყველას გვაქვს ხოლმე ეგეთი დღეები, ნერვებდაგლეჯილი რო დადიხარ და აქეთ-იქით რო იბღვირები და ილანძღები და ვეღარავის ვერ იტან, ოღონდ თავი დაგანებონ და არაფერი რო არ გინდა და ვინც შეგხვდება, ყველას რო თავზე ახურავ ყველაფერს და საკუთარ მეგობრებსაც კი რო ნერვებს უშლი, სპეციალურად – ხო, მეც მქონია, მეც – აი მე თუ ვარ ცუდ ხასიათზე, ისინიც ცუდზე მინდა დავაყენო და ჩავუჯვა და გავაბრაზო და გავამწარო და დავაგლიჯო ნერვები და…

და მერე რა?

მშველის? არა, არ მშველის, ვაბშე არ მშველის და არავის არ შველის…

მაგრამ ეგრეა – ადამიანები ვართ და არ გვაინტერესებს, ვის რა შველის და როდის – მე აი ეხლა ესე მინდა, ხოდა ვსიო!

მთავარია, გვერდში ერთი ისეთი გყავდეს, ჯადოსნური, რომ გაწყნარებს და გამშვიდებს და ვისი ღიმილიც ეგრევე გიხსნის მძღნერს ხასიათიდან…

აი მე მყავს ეგეთი ადამიანი… 🙂

Advertisements

>WC საგადასახადოში

>
WC საგადასახადოში
Originally uploaded by Gorod – SKY.

გლიჯავს!

უსიტყვოდ.

>ყველაზე დიდი კუნძული ტბაში კუნძულზე ტბაში კუნძულზე

>

უფფ…
სწორად ვთარგმნე მგონი.

ეს არის ფილიპინები, ლუზონის კუნძულზე ტაალის ტბაში კუნძულ ვულკანის კრატერის ტბაში მდებარე ვულკანური წერტილი – მაგრამ მაინც კუნძულია… 😉