>ადამიანი

>
აი, რა შეუძლია ადამიანს!

ძალიან დიდი ხნის წინ ვნახე ერთხელ უცნაური ადამიანი. მას ერთ ხელზე ცერა თითი არ ქონდა… არ ვიცი, დაკარგა თუ უბრალოდ, დაბადებიდან არ ქონდა, მაგას არა აქვს მნიშვნელობა.

მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ცერა თითის უქონლობა სულაც არ უშლიდა ამ კაცს ხელს არაფერში – მისი (იგივე ხელის) საჩვენებელი თითი ეტყობა წლების განმავლობაში, საჭიროებიდან გამომდინარე, მოიღუნა, დეფორმირდა და თითქმის ცერა თითის ფორმა და ადგილი დაიკავა…

დაიხედეთ მარჯვენა ხელზე და წარმოიდგინეთ…

აი, რა შეუძლია ადამიანს?
არა, ეს ბუნებაა. ვისაც ეს შეუძლია. და ადამიანი ბუნების ნაწილია, მისი კარგი თუ ცუდი, მაგრამ შვილია.

გენეტიკა და მუტაცია და რაც გინდათ ის ახსენეთ – ცერა თითი რომ არ გაჩენოდაო მაიმუნსო, ასე ამბობენ, ადამიანად არ გადაიქცეოდაო…
ანუ ცერა თითის განლაგება სხვა თითებთან მიმართებაში გვაძლევს იმის საშუალებას, რაც პრიმატების გარდა არცერთ არსებას არ აქვს – ხელში ავიღოთ და დავიჭიროთ საგნები.

პოპულარულ ენაზე ვხსნი, ვიცი.
უფრო პოპულარულად – ცერა თითი რომ არ ქონოდა ჩვენს პირველ წინაპარს, ის შუბსაც ვერ გამოიგონებდა, მერე ვერ ისროდა, და იმავე შუბზე აცმულ ნანადირევს ვერ შეწვავდა…

Advertisements

2 thoughts on “>ადამიანი

  1. >- ნიუტონს აქვს ამოთქმული:ცერა თითის არსებობა, ღმერთის არსებობაში მარწმუნებსო(იმდენად სრულყოფილია ფუნქციურად ცერი) და …ლიტერატურაში ფსიქიური ავადმყოფების ამოსაცნობი(არ დავაზუსტებ…) ცერა თითია!

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.