>ალბათ… კი არა, ნაღდად!

>

წავიდა…
გზა, ღამე, ვარსკვლავები, სიჩუმე და სიმშვიდე…

No network coverage – ვა, დაჟე?

რამდენი ხანია აქ აღარ ვყოფილვარ…
სადაც სიჩუმეა, და არავინაა, და სადაც მე და ღამე ვართ მარტო, და შორეული ცივილიზაციის ხმები დამახინჯებულად მოდის – ვერ გაიგებ, მანქანა ასიგნალებს თუ ქალი კივის…

ბუხარი და ღვინო. ისევ. ერთი განსხვავებაა – გარეთ დათბა და ბუხარი ისე ანთია, ლაითად, არა-გასათბობად.

კარი ღიაა და რაღაცა უცნაური ჩიტის ჭიკჭიკი გესმის. ღამის 2 საათზე? ამ ჩიტს არ ქვია Nachtigall (გერმ.)? ქართული სახელი არ მახსენდება… ღამეულს ნიშნავს. ოღონდ არა ღამურას 🙂

ისევ ამ ფიქრებთან ერთად ხარ მარტო.
და გაწვება ყველა მხრიდან. მილიონი.

პრობლემებს რა გამოლევს, აი მიდი და თუ ბიჭი ხარ, კარგი და პოზიტიური გამოარჩიე…
ჭირს, ხო?
რა გაქვს კარგი ცხოვრებაში, რითი ხარ ბედნიერი?

თითქოს არაფერია, ხო?

არადა, რამდენია…
თვალები გაქვს, ბრმა არა ხარ.
ენა გაქვს, მუნჯი არა ხარ.
ცხვირი გაქვს, სუნთქავ.
ყურები გაქვს – გესმის.
ხელები გაქვს – ორივე!!!
ფეხებიც ორივე.
ფეხებშუაც გაქვს რაღაც, და საკაიფოდ მუშაობს…
სამსახურიც გაქვს, და სახლიც.
და ოჯახი გყავს, და მანქანა გყავს (კახურად – გაქვს), და ფული გიდევს ჯიბეში, და თავში კიდე – ტვინი გიდევს.

და რაღაცეებს ეძებ, ვიღაცეებს იცნობ, რაღაცა შეგიძლია, ბევრი რამ – უბრალოდ იცი, კიდევ ბევრი რამე გაქვს, ძალიან მარტივი და შეუმჩნეველი, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ესაა, ბედნიერს რაც გხდის…

ადამიანი ხარ, და ცოცხლობ!
ამითი უნდა იყო პირველ რიგში კმაყოფილი, და არ დაგავიწყდეს – დანარჩენი იქნება.

გაანძრიე ეგ ხელ-ფეხი, და იქნება…

ამას წინათ მითხრა მეგობარმა, შენ ყველაზე პესიმისტური ოპტიმისტი ხარო…

მოდი და ნუ იქნები, წარმოიდგინე, მტკვრის პირას მოსეირნობ, აი ბარათაშვილი რო ლექსებს წერდა, სადღაც იმ მიდამოებში, და ქვევიდან შეჰყურებ განათებულ მეტეხს, ვახტანგ გორგასალს, ამ აკვანს შენი დასაბამისა და დასასრულის, ამ ძველ, დანგრეულ და დაკოჩებულ სახლებს და აივნებს და გიხარია, რო შენია, შენიანისაა, შენნაირის გაკეთებულია…
და უცბად ხედავ: ერთ-ერთი უმშვენიერესი ხის რიკულებიანი აივნის გვერდით რომ ფერადი ვიტრაჟებიანი ფანჯარაა, იღება, და უცხო ქალის ლამაზი მკლავი, სპილოსძვლისფერი როა ამ გიჟი მთვარის შუქზე, ძლიერი მოქნევით პირდაპირ მტკვარში გადაუძახებს ლამაზად, ფერად ცელოფანში გახვეულ და საგულდაგულოდ შეკრულ, მთელი დღის დაგროვებულ საყოფაცხოვრებო ნაგავს…

დედა მოვტყან.

Advertisements

36 thoughts on “>ალბათ… კი არა, ნაღდად!

  1. >როგორც კი იგინები, ანგელოზები რომ გტოვებენ იცოდი?მოძღვარმა მითხრა ცოტა ხნის წინ 🙂

  2. >და ის სულ არ იგინებოდა, ნაგავს როცა ისროდა ფანჯრიდან, მერე რა?ანგელოზები ეხვია გარს?:)

  3. >პრინციპში, როცა იგინება ადამიანი იგივეს აკეთებს რასაც ის ქალი. ორივე ნაგავს ისვრის. ერთი პირიდან სხეულში დაგროვილს, მეორე – ფანჯრიდან სახლში დაგროვილს. ხოდა ადამიანის სხეულიც ხომ სახლია ერთგვარი… ამიტომ უნდა დავუკვირდეთ ხოლმე, სად ვისვრით ნაგავს :)P.S. ცოტა უცნაურია ხო, მე რომ ვამბობ ამას?.. 🙂

  4. >ნიკა!უცნაური? ბიჭო შენ რო ნაგავს ისვრი პირიდან იმას ალბათ ერთი გლდანის ნაგავსაყრელიც არ ეყოფა..და ისა, მასეც არაა რა. ნაგავს რატო ისვრი, ხანდახან გინებით ხო ეფერები კიდეც, ისე ჯიგრულძმაკაცურად..და მოკლედ გინება გამოხატვაა და ნაგვის გადაყრა გამოხატვა კი არაა *&ეობაა.და განსხვავება უნდა დაამუღამო, პ.ს.რაღაც მოძღვარივით ალაპარაკდი. რა იყო რამე გარდატეხა ხო არ მოხდა შენში?დვორ, ჯიგრული იყო…და გეთანხმებიდედამოვტყან!!მეც ზუსტად ასე გამოვხატავდი.

  5. >ok, აგიხსნიმეც ამიხსნეს. მეც ბევრი მივედ-მოვედე და ბილწსიტყვაობის ლეგალიზებას ვცდილობდი აღსარების ბოლოს ;)ჰოდა…. გინების დროს როდესაც “დედა”-ს ახსენებ, აქ პირველ და უპირველეს რიგში ღვთისმშობელი იგულისხმებანუ კარგი, მაშინ “მამა”-მეთქი. “აპ აპ აპ აპ… თავი არ წაიწყმიდოო” :)მაშინ ძმა, და, ბიძა… მოკლედ,ყველა ეს რანგი რომელიმე წმინდანის სახებასთან კავშირშია. ბოლოს ერთადერთი აღმოვაჩინე – მამიდა, რომელზეც პასუხი არ მიმიღია შეიძლება თუ არა რომ მოვიხსენიოთ ძნელბედობის ჟამს ;Dოღონდ, არ ვიცი პასუხი რატომ არ იყო. შეიძლება მოძღვარს მობეზრდა ან იფიქრა, შვილო ჩემო, დებილი ხარ შენ, აზრი მითხარი შენთან ლაპარაკისო ;)მოკლედ, შონ, პროტესტი ჯანსაღი გრძნობაა, მაგრამ მაინცდამაინც ისეთ საქმეზე თუ გამოხვალ სახლიდან ანგელოზების მხარდაჭერა რომ გჭირდება, თავი მოაჩვენე ხალხს რომ პროტესტის ხასიათზე არ ხარ ;Dარადა, ვერ მოვიშალე ბოლომდე ეს გინება… განსაკუთრებით ქალები რომ ჩადგებიან მარცხენა ხაზში და გაზის პედალს ვერ პოულობენ ფეხქვეშ..მთავარია – ვცდილობ. ოღონდ გულწრფელად :))

  6. >არ მევასება ესეთი ვითომ დოგმები და რაღაცეები. დედას როცა ვიგინები არავინ არ იგულიხმება. ძალიან კარგად ვიცი ვის დედაზეც ვსაუბრობ ხოლმე. წვიმაში, ტროტუარზე რომ დგახარ და ვიღაც მანქანით გუბეში ისე რომ გაივლის რომ თავიდან ბოლომდე გაგწუწავს, რა შუაშია ღვთისმშობელი. ძალიან კარგად ვიცით ასეთ შემთხვევაში ვის დედასაც… და საერთოდ ეგეთი ზღაპრების ჩემ შვილსაც აღარ ჯერა. მთელი ქრისტიანული რელიგიის არსი ის არის, რომ ადამიანს თავისი სურვილებისათვის და განზრახ ჩადენილი საქციელისათვის მოეკითხება. სახარებაში წამიკითხავს, რომ ვინც არ იცის ქრისტიანობის (ჭეშმარიტი ღმერთის) არსებობის შესახებ მაგრამ კეთილად ცხოვრობს მას ნაკლები მოეკითხება და შეიძლება სამოთხეშიც მოხვდეს. მღვდლებს კი, რადგანაც ბევრი იციან ამ მხრვი უფრო მკაცრად მოეკითხებათ. ანუ შეუცნობელი ცოდვა უფრო მძიმეა ვიდრე შეცნობილი. ხოდა როცა იგინები, ჩემი აზრით შეუცნობელი არაფერი არ არის, პირიქით, ძალიან კარად იცი ვისი შეცნობისკენაც იწევ. ასე, რომ ღვთისმშობელი და სხვა წმინდანების გულისხმობა, ჩემი აზრით რაღაც ისეთ ზღაპარს გავს, ბავშვს რომ ვეუბნები ხოლმე ხელი პირში არ ჩაიდო, თორემ მატლები შეგიძვრებიან თქო.P.S. გამოვხატე ვითომ რაც მინდოდა? რა ვიცი, რა ვიცი…P.P.S ჭუკი, გლდანის ნაგავსაყრელს რაც შეეხება, ხანდახან, როცა ნერვები გეშლება შენც არ აკლებ ხოლმე (დღევანდელი ჩვენი მიმოწერა გაიხსენე). უბრალოდ მე უფრო ხშირად მეშლება ნერვები ”ტემპერამენტ” თუ რაღაც მაგდაგვარი….:)P.P.P.S ამ სიგრძე კომენტარი არასდროს არ გამიკეთებია

  7. >შესწორება მე19 და მე-20 ხაზში: წერია: ”შეუცნობელი ცოდვა უფრო მძიმეა ვიდრე შეცნობილი. უნდა ეწეროს: შეცნობილი ცოდვა უფრო მძიმეა ვიდრე შეუცნობელი

  8. >ეს რა დღეში ჩამიგდიხარ, ვაიმ! არ მინდოდა.. :))მოდუნდი, ღრმად ჩაისუნთქე და გაიხსენე რომ აქ ყველა მეგობრები ვართ და თანაც კეთილად განწყობილი ;)იმის იმედზე ყოფნა კიდევ რომ თუ არ იცი და არც მოგეკითხება.. ჰმმ რამდენი ხანი აპირებ მაგ მიზეზით “არცოდნას”? lolსირაქლემას პოზას მაგონებს ;)))_____დვორ, მგონი პოსტებზე დიდი კომენტები წავიდა ;D

  9. >ასწორებს დიდი კომენტები და გრძელი კომენტები :)ვაბშე დიდი და გრძელი კაია :)ხოდა მე არ ვიგინები ნიკასავით ყოველწამს, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

  10. >მე არ ვამბობ რომ გინება ცოდვა არ არის მეთქი. გინება ცოდვაა, ოღონდ მე სხვა რამის გამო მგონია ცოდვა. აი უკვალოდ არცერთი სიტყვა არ იკარგება ადამიანი პირიდან ამოსული და ა.შ. მაგრამ ჩემი აზრით დედის გინებისასა ღვთისმშობელი იგულისხმება მაგარი ”დიშოვი” ახსნაა. ეგეთი კიდევ მაქვს მოსმენილი სიგარეტს რომ ეწევი ეშმაკს უნთებ სანთელსო. მარხვაში ღვინის დალევა შეიძლება – არყის არა ეშმაკისეულიაო (ნეტა კონიაკი, ვისკი, ლუდი ან პორვტვეინი ვისეულია?)და ა. შ.მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ასეთი ახსნები, მე პირადად, უფრო ცუდად განმაწყობს ხოლმე. შთაბეჭდილება მიჩნდება, რომ ვიღაცა დებილ ბავშვად მთვლის და ჭეშმარიტებას თავისთვის ინახავს, მე კიდე თავისი ჭკუით მარტივ ენაზე მიხსნის.და ვაბშე ”წყაროდან ჭიქას ნუ წამოირებ” გახსოვთ, ალექსანდროს და დუილიოს დუეტი აი სუფთა ეგ ვარიანტია. გინებას რომ ასეთ ინტერპრეტაციას უკეთებენ ეგეთი მღვდლები დუილიოს მახსენებენ. რაც უფრო ბუნდოვანია მით უფრო ხატოვანია და რამე..

  11. >ლოლ მგონი არ უნდა ცდებოდე იმას რომ გრძნობ რომ ვიღაც დებილ ბავშვად გთვლის და ეგ უფალია.. (კარგია უფრო უარესი წარმოდგენა თუ არ აქვს შენზე. აი მე მგონი მასეთ საყვარელ კომპლიმენტებს უფლისგან ვერ დავიმსახურებ)ჰოდა რომ თვლის რომ ბევრი არც მოგეკითხება, ამიტომაც უბრალოდ შპარგელკებს გაძლევს (ოღონდ, არ გტენის. ეს – ადამიანები გტენიან და გაიძულებენ) როგორ მოიქცე რომ დებილი ბავშვიდან იდიოტი ზრდასრული არ გაიზარდო 😉 (როგორსაც ყველაზე ცოტა, 80%-ს ვხედავ გარშემო)იცი რას გეტყვი? არასოდეს მივლია ვინმეს ჭკუაზე და არც სამოქმედო ინსტრუქციების ძებნაში ვყოფილვარუბრალოდ “what if” პრინციპია.what if i put peace instead of anger?მოდი, აღარ მოვაჭრი თავს და აღარ დავკლავ, უბრალოდ.. აი ისე.. იაროს.. ჰოდა აი ასეთი უფრო მომწონს საკუთარი თავიასეთი უფრო სუფთა ვარ და თავისუფალიდამოუკიდებელი საკუთარი და სხვისი უაზრო ადამიანური სიბინძურისგანდა აქ ბრმა დოგმები, ანგარების გამო, სასუფეველში ბილეთის მოლოდინით მორჩილება არაფერ შუაშია. ჯერ იქამდეც ვერ მივსულვარ რომ სასუფეველი ისე მომინდეს ამის გამო რამე დავთმო ;)(ბლაჰ.. არც ვიცი ასეთი გულწრფელობა ბლოგზე რა საჭიროა.. იყოს. მე არ მეუხერხულება:))ის კიდევ, რომ დედა ამქვეყნიურ ცხოვრებაში ღვთისმშობლის ხატის ადამიანური მოცემულობაა მგონი ეს აქსიომაა და არ მესმის კამათის აზრიისევე როგორც მამა – უფლისგინდა – არ გინდა – ასეა.ეს არ არის ვიღაცეების მიერ სამომხმარებლოდ მორგებული, მეშჩანურად ადაპტირებული ინფორმაცია. ამას პირველწყაროა. წაიკითხე.

  12. >lol sandro said… :))))) 13 May, 2007 14:58Dv0rsky said… ვა, რა მოკლე და ლაკონური კომენტარია 🙂 13 May, 2007 21:47 _________არადა რა კარგად იწყებოდა ეს ყველაფერი?! ;DD

  13. >ჩემი აზრით, უფალი დებილ ბავშვად არავის არ თვლის. ბავშვი როცა ხარ ღმერთისთვის უცოდველი ხარ და როცა იზრდები, დებილად რომ გთვლიდეს არც არაფერს მოგკითხავდა. გიჟი თავისუფალია და რამე…ხო, და პირველწყაროს რაც შეეხება, ღვთისმშობელი უფროა ადამიანური დედის გამოხატულება. ქრისტე ადამიანისგან იშვა, ღვთის შვილი, იმიტომ, რომ მასში ღვთიურის გარდა ადამიანური საწყისიც ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში იმ პირველწყაროებში, რასაც მე ვკითხულობ, ასე წერია.P.S. არ ვიცი ზრდასრულს რას ეძახი, მაგრამ თუ საქართველოს კანონმდებლობით საზღვრავ, ბავშობის ასაკს დიდი ხანია გავცდი. ასე, რომ…

  14. >blah.. ეს არ დამთავრდება ნიკა, მომბეზრდა..ამ შაბათ-კვირას დვორსკის ნახვას ვაპირებ. წამო შენც. ეგებ ერთი შეხედვა ათას სიტყვაზე მეტი აღმოჩნდეს და ორივე მივხვდეთ რომ საკამათოც არაფერია :))

  15. >შენა, მატკუბი, (ლოლ დვორ, ირინა გამახსენდა იმ დღეს, დუქანში…)შენ მე არ იცი რა ბიჭი ვარ თორემ ნიკა სად გაგახსენდებოდა! ________ოკ, ნიკა, (შენ ფანებს გავეპრანჭე ცოტა, ხომ არ გაგიტყდა;p)გინებას რაც შეეხება .. მე მაკადრე ეგ, ბრატკა ??? ;D ჰმმ..და ვაბშე გავმაზოთ თუ გინდა:1 შეგინება – 50 ლარი (გეცოტავა, ვიცი;))1 “ბოზიშვილი” – 10 ლარიetc…თან საქმე ;))

  16. >ო–ლა–ლა,გვარიანად გიკამათიათ, ბიჭებო:))პრინციპში ვეთანხმები სანდროს, თუმცა მისი მოსაზრებაც საკამათოა სადღაც რაღაცაში:)))

  17. >ჰოკი, კადრება და მაზიანები რა შუაშია, უბრალოდ ანგელოზები რომ არ დაგვეფრთხო შეხვედრისას იმიტომ შემოგთავაზე არ შევიგინოთ მეთქი 🙂

  18. >შენ, მატკუბს არ ცალია, საჯარო რეესტრშია წასული და ასე მთხოვა ეს მესიჯი გამომიქვეყნეო:”maktub17 said…NIKA KARGI BICHIA!!!:)))”

  19. >იტოგსჰი რა გავაიასნე მე პირადად და ის რომ შენ ხარ მომთმინების და ამტანობის მაგალითიამხელა პოსტი დაწერე თან რა თემაზე და რეები გვითხარი საიდუმლოდ და ჩვენ წიპა დავიკიდეთ და დავხოცეთ ერთმანეთი 30 კომენტში ვაბშე სახვა თემაზე.. და შენ ხმაც არ ამოგიღია ისე მოგვითმინე ;))საღოლ..ჰოდა იცი რას გეტყვი? აი ეგენი რომ არ გეფიქრებოდეს რაც აქ დაპოსტე, მაშინ იქნები ცოდო და მაშინ იქნები ერთი მორიგი “ფუტლიარი გრუზინი” ;))ჰოდა მოკლედ, ეჭიდავე მაგ ჩორტებს და არკვიე ვინ ხარ და რატომ ხარ..ჩვენც ხომ მაგ ომში ვართ ..და ვინც მაგ ბრძოლაში დეზერტირია – მეცოდება წრფელი გულით!მოკლედ, ჯიგარი ხარ და ყველაფერი მაგრად თუ არ არის – უეჭველი იქნება!!!

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.