>Revenge of the mouse pointer

>

Advertisements

>Dear me…

>დოდკასთან წავაწყდი რაღაცას წიპა წერილი ჩემს ეეე, რა ქვია, ჩემს ”მეს”, ოღონდ უმცროსს.

ნუ კაროჩე რაცაა.

ანუ მე, დვორსკი (დანარჩენ კლიჩკებს არ დავასახელებ), ეხლა, 29 წლის რო ვარ, წიპა მე რო 19 წლის ვიყავი, იმ ლაწირაკს მივწერო წერილი.

წიპა, ბლა-ბლა-ბლა, კარგადაა ყველაფერი, ასე მოხდა ისა, ესე კიდე – ესა…

კაი იდეაა და ვაბშემც კარგად შეიძლება ამის ჩამოყალიბება, ორი პააატარა დეტალი რომ არ იყოს.

ჯერ ერთი, მე რას მივწერ ჩემ თავს, თანაც, მაშინდელს, არავისი საქმე არაა. ასე რომ, ამ წერილს თქვენ ვერ წაიკითხავთ – სტროგად ჩვენს შორის (ახლანდელ ”მესა” და მაშინდელ ”მეს”) შორის დარჩება ყველაფერი.

ყველაფერი – შეცდომები, წარმატებები, ფრაზები უთქმელი და აზრები გამოთქმული… ყლეობები და სირობები, გმირობები და თავზეხელაღებულობები… თქვენი საქმე არაა ეგ.
ვოტ.

და მეორე – რა უნდა მივწერო? რამდენი? რატო? მე ხომ ისევ ის ვარ? პროსტა, წონა მაქვს მეტი, და თმაც – ნაკლები… თორემ სინამდვილეში ისა ვარ, ისევ ის…

>სტეფანო დე ლუიჯი – ”პორნოლენდი”

>
ძალიან საინტერესო პორტფოლიო.

ყურადღება! 18 წლამდე აკრძალულია!

🙂

>Campolina – გოგი ძოძუაშვილი

>კარგია.
მომწონს.
კიდე უნდა ვნახო.
მოვუსმინო.
მერე ხმა გამოვრთო და ისე ვნახო.
მერე თვალები დავხუჭო და ისე მოვუსმინო.