>ფეხბურთი: ღმერთი – ეშმაკი ანუ სიკეთე – ბოროტება…

>

აი ასეთი ლამაზი და საინტერესო სამაგიდო ფეხბურთის გუნდები შეიკრა – ერთის მხრივ, ”სიკეთე” (თეთრ კუთხეში, ტრენერი – უფალი ჩვენი – ღმერთი), ხოლო მეორეს მხრივ – ”ბოროტება” (შავ კუთხეში, ტრენერი – ეშმაკი).

გუნდების შემადგენლობა:

სიკეთის ნაკრები (ფორმაცია 2-5-3)
მეკარე – სანტა კლაუსი
მცველები – სერ თომას მური და ბობი მური (ცნობილი ფეხბურთელი და მეცენატი)
ნახევარმცველები – დოქტორ ჯეკილი, კრისტოფერ რობინი (ვინი პუჰი ყველას გახსოვთ ალბათ), ფრანცისკ ასიზელი, ფლეშ გორდონი, დედა ტერეზა
თავდამსხმელები – მერი პოპინსი, მაჰათმა განდი
და, რაღა თქმა უნდა, ცენტრალური თავდამსხმელი და ”იგრაიუში” ტრენერი – ღმერთი!!!

ბოროტების ნაკრები (ფორმაცია იგივე)
მეკარე – ბავშვების გამტაცებელი (ზღაპრიდან Child Catcher)
მცველები – ლედი მაკბეტი და როზა კლები (ჯეიმს ბონდის მოწინააღმდეგე, ”სმერშ”-ის აგენტი)
ნახევარმცველები – მისტერ ჰაიდი, პოლ პოტი, ადოლფ ჰიტლერი, ამინი (ალბათ ყოფილი ავღანელი პრეზიდენტი ჰაფიზულა) და ჯეკ მფატრავი
თავდამსხმელები – კალიგულა, ვლად III მკვლელი (დრაკულა)
და, ცენტრალური თავდამსხმელი – ლუციფერი, ეშმაკი.


კომენტარებში საინტერესო დისკუსია მიმდინარეობს🙂

24 thoughts on “>ფეხბურთი: ღმერთი – ეშმაკი ანუ სიკეთე – ბოროტება…

  1. >შენ მატჩი როდის შედგება. ან თუ უკვე შედგა რა ანგარიშით დამთავრდა?

  2. >ნიკა, მატჩი რომ დამთავრდება, აი მერე დაგვენძრევა ან გავიმარჯვებთ😉

  3. >ნიკა…ბილეთი არის ორი ადამიანის სიამოვნება და მერე ერთ-ერთის 9-თვიანი წვალება, მერე პირველი ჩასუნთქვა ან წამორტყმა და ტკივილი და ტირილი…და მთელი ცხოვრება ვიხდით კიდე ამ ბილეთის ფულს…და მხარეც არჩეული გვაქვს – ან ერთი, ან მეორე…და მსაჯი… მსაჯი ალბათ, პიერლუიჯი კოლინა😉

  4. >ჰააა, კოლინა მაგარია. მაგრად იმსაჯებს. თან ობიექტური იქნება ალბათ. ბილეთს რაც შეეხება მე მგონი მე უკვე ნაყიდი მაქვს. ასე რომ ისღა დამრჩენია მშვიდად დაველოდო მატჩის დასაწყისს. ისე, შეიძლება ეს მატჩი (თუნდაც ჩემთვის)იმაზე ადრე დაიწყო ვიდრე ბილეთს ვიყიდდი. ვინ იცის…

  5. >ქეთქეთას ნელ-ნელა შევაპარებთ, ასე პირდაპირ ვერ ვეტყვით, თორემ ინერვიულებს ;)და ნუ რაც შეეხება თამაშის დაწყებას, შენთვის კი არა, ყველასათვის უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ბილეთს ვიყიდიდით…ეს ისეთი თამაშია, რომელიც სულ მიდის, და რომლის მოთამაშეებიც საუკუნეებისა და ეპოქების განმავლობაში იცვლებიან ხოლმე. მაყურებლებიც იცვლებიან…ის ორი ძალა არ იცვლება, რომელიც თამაშობს.და ვისაც მეტი გულშემატკივარი ეყოლება, ის უფრო ძლიერდება. და აგრეთვე, ვისაც უფრო ძლიერი გუნდი შეეკვრება – ის ძლიერდება…და გარდატეხას რა მოიტანს იცი? როცა ყველა მაყურებელი ერთ მხარეს გადავა…

  6. >შენ ბილეთი ჯერ არ გიყიდია (ყოველშემთხვევაში რამდენადაც ჩემთვის ცნობილია)ასე რომ ამ მატჩის ყურება ჯერ-ჯერობით ტელევიზორიდან მოგიწევს :))გარდატეხას რაც შეეხება, ჩემი აზრით, ამ თამაშის ბედი უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილია. საინტერესო ის არის ვინ აღმოვჩნდებით წაგებული და ვინ მოგებული მიუხედავად იმისა, რომ ვიცით რომელი გუნდი გამოვა საბოლოოდ გამარჯვებული…

  7. >ნუ ურევ ეხლა, ბილეთის ყიდვა სხვანაირად ვიგულისხმე, ის, რომ ეკლესიაში დადიხარ, აღსარებას ამბობ, მარხულობ, რა ეზიარები – მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ფან-კლუბის წევრი ხარ :)მე კი – რიგითი გულშემატკივარი🙂

  8. >აუუუუუუუუუუუუუუუ ძაან მაგარია ფანკლუბი ჰაჰააააააააააააააააამეორეების ფანკლუბი ალბათ ნარკომანები არიან არა?ნუ აი პლანს რომ ხანდახან ეწევიან ისინი უბრალო გულშემატკივრები.არა ფანკლუბი მაგარი იყოსაღოლ დვორსკი.

  9. >აუ, გადასარევი დიალოგი გაგიმართავთ, ბიჭებო, მართლა მაგარი:)ისე ასეთ მატჩს რასაკვირველია კოლინამ უნდა უმსაჯოს, წყალი არ გაუვა:))ფანკლუბის წევრი მეც ვარ, დვორსკ, და კიდე ახალი ბუცებით მომარაგების საკითხებზე რო მუშაობს, იმის ასისტენტი ვარ, უხელფასოდ:)))))))))

  10. >ლოლ ფსიქიატრიულის პალატიდან პაციენტები გაქცევას რომ გეგმავენ იმ სცენის დიალოგად გამოდგებოდა ეს ბლაბლა ;d

  11. >isa…gundis eqimi vin aris neta ha? “cudebis” albat monica belluci xo?:)))))eh, me ar maqvs bileti, vabshe stadiontanac ar var da shavtetri televizorit vumzer matchs:))))

  12. >ამ კონკრეტულ შემთხვევაში პაბეგი ალბათ დედამიწიდან გაქცევას გულისხმობს.🙂

  13. >მდააას, დაანებეთ პლანის წევას თავი, ან ამდენ სხმას, ან კიდე რაც გწყენთ იმას..მე კოლინასკენ ვარ, ანუ მელოტი და მკაცრსახიანი სამართლიანობისკენ.გუნდები სერიოზულია, თუმცა ბოროტებს რარაცნაირად უფრო მოქმედი სასტავი ყავთ მემგონი..აი უფრო დეესპასობნი ტიპები.

  14. >sean, მწვრთნელად ღმერთი ყავთ – როგორ ეყოლება ბოროტ ძალას უფრო მოქმედი სასტავი.

  15. >”i smex, i grex” xom gagigiat?!:) cota dagvianebit, magram mainc vixalise :Dda ise, eg dausrulebeli matchi neta martla rodis damtavrdeba? dv-s tqmis ar ikos. mashin martla dagverxeva…an – piriqit😀 ra vici, ra vici… gaachnia manamde rogor moviqcevit fanklubshi😉😀

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s