>The Photograph That Raised the Photojournalistic Stakes

>ვიწყებ ახალ სერიას.

როგორც ადიკოლორის შემთხვევაში, კვირაში ერთი პოსტი იქნება (სერიიდან, თორე ისე…)

ჰოდა მოკლედ:

”ფოტო, რომელიც არ მოგწონს, უფრო ახლოდან უნდა გადაგეღო” – ასე ამბობდა რობერტ კაპა, რომელიც ძალიან ბევრს იღებდა ომზე და ომში. მან იცოდა, რასაც ამბობდა. მისი ყველაზე ცნობილი ფოტო-სერია გადაღებულია 1944 წლის 6 ივნისს, ნორმანდიის სანაპიროზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დესანტის გადასხმის დროს.

კაპამ, სანახევროდ წყალქვეშ დამალულმა, ფაშისტების ძლიერი ცეცხლის ქვეშ ოთხი ფირის გადაღება მოასწრო და მერე თავის ცოლთან ერთად მიატოვა ბრძოლის ველი.
ჟურნალ ”Life”-ის შემდეგ ნომერში ეს ფოტოები უნდა დაბეჭდილიყო, მაგრამ კაპას ასისტენტმა სიჩქარის და ნერვიულობის გამო, ოთხივე ფირი გააფუჭა გამჭღავნებისას. მხოლოდ 11 კადრი გადარჩა…

და 50 წლის მერე სტივენ სპილბერგმა გადაიღო ძალიან კარგი ფილმი – ”რიგითი რაიანის გადასარჩენად”, და სწორედ ამ 11 კადრით იხელმძღვანელა იმ ცნობილი ბრძოლის სცენების დასადგმელად.

Advertisements

>Borat

>ვაბშე არ გამეცინა.
არა, სასაცილოა, ვაღიარებ, სადღაც ღამის შოუს დონეზეა, და ფარული კამერის.

კაროჩე, სირობაა 🙂
ნახევარზე მეტი ვერ ვნახე.