***

>ცხელა…
დადიხარ კი არა, დარბიხარ, გაგრილების მიზნით, იმ ანეკდოტის გმირივით…
მაგრამ ვერ გაიყინები, სამუმი (უდაბნოს ცხელი და მშრალი ქარი) ყოველ კუთხეშია ჩასაფრებული…

მივხვდი, რატომ ვარ ასეთი, როგორიც ვარ… რატომ მაქვს უეცრად და რადიკალურად ცვალებადი ხასიათი (ვიღაც-ვიღაცეებს რომ დაავადება გონიათ)…

იმიტომ, რომ ჩემი ქალაქიც ეგეთია. ”ემ საათში” მდუღარე, მეორე წუთში კი – ცივი…
თბილისის ნაწილი ვარ მეც, და ამიტომ ვარ ეგეთი…

ჩვენ ყველანი თბილისის ნაწილი ვართ…

დიდი, მთაგორიანი, ამავე დროს პატარა და კომპაქტური…
ორმოებიანი და ლამპიონებიანი (მაოცებენ-მეთქი)
მთავრობიანი და უთავბოლო…
პატარ-პატარა, დანგრეული შუკები და დიიიდი, გაშლილი პროსპექტ/გზატკეცილები…
მერე, წყალსაცავები? მდინარეები და ტბები? სამ-სამი გვაქვს – საკრალური რიცხვია (აბა, ვინ დაასახელებს კომენტარებში თბილისის სამ მდინარეს და სამ ტბას?)
ძველი დანგრეული ”მასკვიჩები” და გასისინებული ”მაიბახები”
მშიერი კომპოზიტორ/მხატვარ/მსახიობ/რეჟისორ/მუსიკოს/ინტელიგენტები და გაზულუქებული არავისროარწარმოადგენენისინი/ვაჭრუკანები/ინტრიგანები
ძაღლები და ბოზები
ქურდები და კაი ბიჭები
კატები და ვირთხები
ნაგავი ყველგან…
ნანგრევები და 30-სართულიანი პროექტები…
ცხელი ასფალტი – ზოგი ხარშვისგან, ჯერ არდასხმული, ზოგიც მზისგან, დამდნარი…
კაფეები, სასადილოები, რესტორნები, ბარები, პაბები, სამიკიტნოები, სასაუზმეები, ბუფეტები, სნეკ- და სტეიკ-…
ჩინურები და არავინარიცისსადაურები
სახაშე, სახინკლე, სამწვადე, საპურმარილე, ჭამა-სმის სამინისტრო…
ლუდი – ცხელი, და ყავა – ცივი…
და ლუდის ქარხნები… გვერდით – პოლიტიკური ბედის სამჭედლოები…
ღვინის მარნები და სახლები და მაინც – გაუგებარი ხარისხის ღვინო, აღარ იცი, სად იყიდო… ისევ ოჯახის ჯობია…
და ოჯახები?
დანგრეული, დაბზარული, ახლადშექმნილი, თავიდანშეკოწიწებული? და ოჯახის ახლობლები? და ახალი ხილი – ოჯახის ექიმი…
და საავადმყოფოები – კლინიკები (პოლი და ისე, მაკარტნი…) ცენტრები – სილამაზის და სიუშნოვის (სწორი სიტყვაა?)
და მათხოვრები და გიჟები და კოლორიტები და ბირჟავიკები და საელჩოს დაცვები და სომბრეროიანი მეტრ დ’ოტელები და ბოშები და ქუჩის მუსიკოსები და ტაქსის მძღოლები და ასოციალური ტიპები ირევიან… ავტობუსში გვერდი-გვერდ სხედან მაგარი ნაშები და ბუხოი ტიპები, სუნიანი როჟები და სვეცკი კლიენტები…
და ფერები? ყვითელი – ავტობუსები… წითელი – ტაქსები… ლურჯი პოლიციელები… შავი ყველა… სამაგიეროდ: სახლები ხოა ჭრელი და უგემოვნო? ფერთა გამა ისევე აჯაფსანდალია, როგორც ყველაფერი თბილისში…
პოლიტიკური სპექტრი, მაგალითად…
გუშინ მკვლელები, დღეს ადამიანის უფლებების დამცველები…
გუშინ მაგრები, დღეს ბანძები…
და ქურთები და სომხები და ებრაელები და ბერძნები და აზერები და რუსები და უკრაინელები და აფხაზები და ოსები და მეგრელები და თბილისლები…
სვეცკი უბნები და ბანძი დასახლებები.
გაღმელები და გამოღმელები…
სკოლები? ნომრები? და უნივერსიტეტები? – რამდენი…
სამსახურები და ოფისები და უმუშევრები, უპოვარნი
პროფილაქტიკები და კალონკები (ნუ, ბენზინგასამართი სადგურები).
ტროლეიბუსები და ტრამვაები
და სტალინის ბარელიეფი – ერთი, მთელი 350 კვადრატული კილომეტრის მანძილზე
და 40 კილომეტრი მტკვრის გაყოლებაზე – სიგრძეში
და მეტრო
მარკეტები…
საბითუმო რაღაც-რუღაცეები, ჯიხურები… კინოები, საგამოფენო დარბაზები, ტელეარხები, თეატრები, ბანკები…
რაც მთავარია, მარშერები (უკვე ცოტა, მალე საერთოდ აღარ…)
ავეჯის გადაზიდვის სერვისი და გზებზე ტექდახმარება… 03 და 09
შუქნიშნები და ახლები, თითის დასაჭერით

რამდენი რამეა, აღარ ვიცი… ყველაფერი ჩემშია, და მე ვარ ყველაფერ ამაში… აი ესაა პრობლემა…
რადიოები. დივიდი-გაქირავებები. მობილურები – ნახმარი, უხმარი, სახმარი, სამხარი… ოპერატორები, და დივაიდერები და ბაინდერები
სიგნალები და გინებები…
დალევა და სიმღერა, ცეკვა…
იაფფასიანი შოუები და დიიიდი ბლეფი
გატრაკება და შეცემა, და შიგ ხო არა გაქ, მე ვარ შე ჩემა
და ბოზიშ… და შენი დედის ტრ…
და უკაცრავად, გეთაყვა, რამეთუ…
და მსუქანი, რომელიც ძალიან გახდა, და გამხდარი, რომელიც ძალიან გასუქდა…
და ბავშვები, ქვიშაში და მტვერში… და წებო პარკში, გულის ჯიბით
დანგრეული ქარხნები, აშენებული სასტუმროები…
და წარწერები ”ყლე”
და მე+შენ=სიყვარულს (და გულს)
გარაჟები და სარდაფები…
ძვლები – ხალხის და ცხოველების… სუნი და სურნელი…
გამქრალი ნაგვის ყუთები, დარჩენილი ლექსები…
გაურითმავი სიმღერები და გარითმული სადღეგრძელოები… ვერანდები და ტერასები… ფარდულები და ფანჩატურები. ნარდი, დომინო, ჭადრაკი, შაშკი…
პრეფერანსი, ჯოკერი, სეკა, ბურა, აჩკო…
კაზინო და პოკერები…
სამინისტროები და დაწესებულებები, ქაღალდის გადაუმუშავებელი გროვა, დაცლილი კარტრიჯები და ინტერნეტ-შეერთებები…

პანაშვიდები, ქორწილები – გვერდიგვერდ… ტირილი და სიცილი – ერთად. და-ძმასავით. და ტრაგედია, უბედურება – კედლის მიღმა კი ბედნიერება, და გამრავლება…
მგლები და არწივები (წიპა ლეკვები და ბუდე)
ჰესები და მოჭრილი რადიატორები.
ევრორემონტი და სარატოვის მაცივრები
დაშენებული და მოშენებული
გაბზარული და მთელი
მიწისძვრები და წყალდიდობები და სასაფლაოები და ეკლესიები
და მღვდლები
და მოსამართლეები და ენჯეოშნიკები
ქვაფენილი და უგზოობა
დახაზული და წაშლილი
სახეები და ტრაკები
ჟეშტის ბოზები და პონტის კაცები
და ნაშები, ციყვები, კრაკადილები ნილოსი როცა დაშრა და გრძელთმიანი თინეიჯერი ბიჭები, და გადაპარსული თინეიჯერი გოგოები
და ბებრუხანები, რომლებიც თავს იახალგაზრდავებენ, და ახალგაზრდები, რომლებიც ადრე იბერებენ თავს…
მარტოხელა დედები და წვრილშვილიანი მამები…
ცოლები და საყვარლები და ქმრები და იობარები
მტრედები და ბეღურები
წიგნები გადაუშლელი და ბიბლიოთეკები ცარიელი
ლექსები წაუკითხავი და მოთხრობები დაუწერელი
ენით აღუწერელი
სისაძაგლეები და პატარ-პატარა პროჭობები, რასაც ადამიანები ჩადიან…
და მაინც ნაცნობ/მეგობრები
ახლობლები და მტრები
ერთად და ცალ-ცალკე…
ცეხები და ციხეები
წამალი და ნარკომანი, ქეში და გაშიში, დისკო და კლუბი, ექსტაზი და სექსი
გარყვნილი და პატიოსანი
მხიარული და მოწყენილი
კეთილი და ბოროტი
კარგი და ცუდი
და ეს ყველაფერი თბილისი…

მძულს და მიყვარს ერთად. ჩემია, და თან საერთოდ არაა ჩემი… სხვისია, და თან არავისი… თავის თავისაც ვერაა, ეგ უბედური… გვაჭმევს, გვასმევს და ჩვენ ვაჯვამთ და ვაფურთხებთ და ამ ქალაქიდან ვაჯვამთ სხვაში, სხვის ქალაქში…
ჩინური, მოტკბო-მომჟავო სოუსივითაა… გეწებება, ბლანტია რაღაცნაირი… და მშობლიური… ტრაგედია, კომედია, ფარსი – აქაა, ხელის გულზე… და ისტორია? საცოდავი, უბედური… და ტყავი რამდენჯერ გააძრეს? და რამდენი შვილი მოუკლეს? და რამდენი მოაჭრეს, კი არ მიამატეს. და რატო? რისი გულისთვის? რა დააშავა? შენია რა, შენი… და შენც მაგისი ხარ, თავით-ფეხებამდე, მძღნერიანად…

არ გიყვარს? დაგენძრა. გიყვარს? აბა დანძრეული გქონია…
მიგიღებს თუ არ მიგიღებს, არავინ იცის…
აქ დაიბადე თუ მერე ჩამოხვედი – სულერთია. ის ეგეთია, და ეგაა, რაცაა…

ვეღარ ვამთავრებ… იგივეა – თბილისიც ეგრეა – დაიბადა ძლივს-ძლივობით, ნადირობისას, ნაბიჭვარივით, მალულად… და ამდენი ხანია წვალობს, და შენდება და ინგრევა… და ვერც წინ მიდის, ვერც უკან…მარტო სიგრძეში… და აღარ მთავრდება და ვეღარც დამთავრდება… აღარასოდეს და ვეღარასოდეს…

სულ. მუდამ. აქ. ის. მეც. შენც.
გინდა-არ გინდა

58 thoughts on “***

  1. >პაჭო, ძალიან მაგარია. ზუსტად აღგიქვია თბილისი. რა მაგარი ხაარ.საღოლ.ბრავო.მე ვამაყობ შენით:-)

  2. >უგრძვნია ბიჭს!🙂 ეგ არის, რა. მართლა ეგ არის. და საღოლ რომ ყველაფერი ერთად აიღე და ასე ჩამოაყალიბე. კარგია, უბრალოდ კარგი!🙂 ხო, ხვდები, როგორც?

  3. >obli cremli momadga unamuso viyo………………….pacho venaxi xar!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!MALADEC

  4. >მადლობთ თეზ…ჩემ ნათლულს წაუკითხე ხოლმე, ხუმრობის გარეშე…🙂

  5. >pacho, gushin vmushaobo ro meubnebodi – ты этим занимался??daveci, ogond martla!!!! … tavisufali adamiani xar, ogond shenc ar ici…jer :)I love you !!! kargi xar!!! zaaan magari!!!

  6. >ხო, ირი, მონახაზი მქონდა უკვე დიდი ხანია თავში და გუშინ ”ვშობე” :)მადლობთ, რომ მოგეწონათ ყველას…

  7. >Pacho, vagiareb ro ar zalmidzs amaze seriozuli komentaris gaketeba! Ertaderti rac shemizlia ro vtqva – es aris erti kargi, ketili tbiliselis tvalit danaxuli cheshmariteba.. Magari xar!!! Am sitkvebs albat atasjer gadavikitxav kidev.. Good Boy!😉

  8. >Shesvenebamde ver movitmine, maints tsavikitxe. What can I say Pacho…. it is absolutely marvellous… it is like a reality show of “the Tbilisi life”, to tell you the truth it freaked me out a little (I think I changed my mind about coming back:)), but I loved it. Boy… YOU ARE GOOOOOOOD!!!!!!!!!!! “არავინარიცისსადაურები” dzaan magari sitkvaa..:)

  9. >არავისი… ამავე დროს ყველასი… იმედია… მომავალშიც!!!———————————————————————-მდინარეები:მტკვარი, ვერე, იორი?(თბილისის ზღვაში)-ტბები: კუს, ლისის, თბ.ზღვა?

  10. >magari kiara zalian magaria da imaze upro magari kide!!! shemovixede,vipikre vnaxav ra ambebia tbilisshi metki da mteli tbilisi ak damxvda tavis kvelaprit da cremlebic gadmomcvivda…mokled iset eiporiashi chavcvivdi,lol,lamisaa sakartvelos drosha davixato saxeze da ise cavide braziliis tamashis sakureblad🙂 aba ra vkna vaa…pacho,sheni fani var,magrad menatrebit ise kvela…

  11. >mariaji, dzalian mariaji tbilisi, es sitkva dagavickda dv0rsk.vepxvis da mokmis mere egreve eg feri da suni trialebs, shen rom agcere da tu ertxel chaisuntqe da dainaxe, rac arunda magari iko ver sheelevi, da tu sheelevi kovelgame sizmrebii, nostalgiis sizmrebi dagtanjaven.madloba.

  12. >ბუდულიკო, მართალი ხარ, ხო დავწერე კიდეც, ბევრი რამე გამომრჩა-მეთქი…:)მარა დამატება უკვე გულწრფელი აღარ იქნებოდა…

  13. >ბედნიერებაა წერა რომ შეგიძლია ადამიანს, თან ასე წერა…დანახვა და დაწერაარ დაკარგო ეს უნარი!

  14. >CHECHIKOOOO…rogor mikvarxar da menatrebi ici???I love you!!!ar mitxra ro tamashze mivdivaro🙂, au, chvenma bichebma gushin rogor itamashes!! ha, ….———————————————–ei, buratino-ball is fanebo, rogor xasiatze xart???😛 :D———————————————–CHECHIKO, GKOCNI BEVRS ZAAAN!!!- rodis fikrob chamosvlas???da, saertodac, shemo messengershi va!!!😀

  15. >vitom cud xasiatze ratom unda vikot?:-) braziliis gulshematkivrebi ufro unda ikvnen sheshpotebulebi mati gushindeli tamashis shemxedvare:-) au, nino cheishvilo,:-) rogor mshurs sheni mand rom xar da mag tamashebze casvla rom shegizlia.ise, chvenshi darches daaaa, tbilisi didi kalakia vitom?:-)

  16. >zaaan ….. magram, Goria kvelaze didi. :DTbilisi didi kalakia, sakartvelo didi kveyana da kartvelebi kvelaze didi (debili) adamianebi am patara dedamicaze..😀

  17. >au, da rac gushindel sheexeba:-BU-tarararara-ra-raRA-tarararara-ra-raTI-tarararara-ra-ra-raNO-tarararara-ra-ra-ra————————–BU-RA-TI-NOOOOsauketeso survilebit,Irina

  18. >უშუალოდ შენი განწყობა სრულიად გასაგები და ამაღელვებელიც კია,მაგრამ მე იმის თქმა მინდოდა,რომ თუკი ჩანახატს “თბილისი” ჰქვია,თუნდაც ერთი,მხოლოდ თბილისური შტრიხი,აუცილებლად უნდა გეხსენებინა (ვთქვათ,ნარიყალა ან მტკვარზე გადმოკიდებული აივნიანი სახლები…) ამის გარეშე თბილისი არ იგრძნობა.განა ვინმე ბრაზილიელი იგივეს რიო-დე-ჟანეიროზე ვერ იტყოდა? ჩვენზე ნაკლები ცეკვა-სიმღერა არც იმათ იციან და ჭუჭყი და კომფორტი იქაც გვერდიგვერდ არსებობს (სხვა რამეებიც,რაც შენ მხოლოდ თბილისს მიაწერე).;)

  19. >სკვიშა, მოუყევი მოკლე შინაარსი პაატას.და შენ როცა დაწერ, გინდა ნარიყალა ჩასვი, გინდა აივნიანი სახლები…ნარიყალის და აივნების განწყობის ადგილია აქ?

  20. >skvisha, ver dagentanxmebi narikalaze da dakidebul aivnebze… me piradad imitom momecona es “nacarmoebi”, rom zedmetad romantikuli araa. ubraloa, adamianuri da kargad igrznoba Tbilisis “chemoba”. torem ise kvela korumpirebul/gachirvebuli kveknis dedakalaks an ubralod did kalaks akvs bevri saerto…magram ak mtavari isaa, rom shenia, da es kitxvisas igrznoba, chemi azrit.auf, gamovedi sitkvit:))

  21. >საღოლ ძმაო, მაგრად გიმუშავია!დღეს დილას წავიკითხე მხოლოდ. მე მგონი რაც თქვი ყველაფერი შენია და არავითარი ნარიყალები და ”მეტეხის ჩრდილქვეშები” არ არის საჭირო. ბარათაშვილი ხო არა ხარ ბოლო-ბოლო. რომანტიკოსები ისევე მოძველდა, როგორც ერთ დროს ჩვენში ფრიად გავრცელებული ”პირამიდები”.გაიხარე, დილიდან ერთი 10-ჯერ გახალისდა ჩემი ისედაც ფრიად სახალისო ყოფა!

  22. >giosulak – ძალიან გამიხარდა, თუ მოგეწონა… სხვებსაც გაცანი კაცო…

  23. >pachooouuumagari ro xar, isedac gasagebad aghnishnes ak kargma adamianebma.magram – amis cakitxvis mere erti ragac gavige – (nu, exla, magari ro ikavi da kvelaferi, eg axali ambavi ar iko chemtvis) shen gagige, moshnad gagige saertod v jizni, ratom xar ai eseti, rogoric xar, xo azrze xar.shen gagimarjos, chemo pacho!:)celuju

  24. >საღოლ.ასეთია ჩემი თბილისიც ზუსტად.ამას სადღეგრძელოს დროს ან ისე ლაპარაკისას აღვნიშნავ ხოლმე ყოველთვის, დაწერა არასოდეს მიფიქრია, არ ვწერ და იმიტომ, და რო ვწერდე ზუსტან ან თითქმის ასე დავწერდი ამ ქალაქზე.სხვანაირად ვერ დაწერ.ეს სხვა თბილისია, ტურისტებისთვის სხვა თბილისი, ის გარეკანია და ეს კიდე გული.და ხანდახან მაგრა გრძნობ ამ ყველაფერს, რაღაც მომენტში, აი გაზაფხულზე აან შემოდგომაზე, დილას ადრე ხოლმე, ან გვიან ღამე ნაბოდიალები რო ბოდიალს აგრძელებ, აი ისეთი დღეები როა, სულ რაღაც რო ხდება ხო აზზე ხარ, დვიჟენია დღეები.და ბუდუს დავეთანხმე, უმთავრესი შტრიხი ამ ქალაქის, უზომოდ მარიაჟი ქალაქია, და სიტყვა მარიაჟიც თბილისურია და მარიაჟობაც და კაროჩე…ვივა თბილისი,

  25. >შონ, აი გესმის რა…იმ დღეს რო ვიდვიჟენიეთ, აი ეგაა რაა🙂

  26. >Giga zaaaaaaan magariaaaa!!!!! Magra momecona, titkos chveni napikrali da satkmeli gaaertiane da dacere, megona sakutar azrebs vkitxulobi. Kochag! cera martla shegizlia da gaagrzele aucileblad!

  27. >axla cevikitxe da nametani momecona, ar vapirebdi komentars mara ver mevitmine…. didi mokitxva guriidan,,,, kvelam unda deinaxos mai da nagavs agar dakrian quchashi, ase nal-nela deickeba da mere ufro optimistur chanaxatebic deicereba,,,;) ra aucilebelia mcare realoba deiceros, ar jobia tkbili realoba ikos da imaze ceron… chven cera visac ar shegvidzlia shevecadot shevqmnat iseti situacia, ro tkbil realobaze daceron nijierebma…. mapatiet tu nametani didi gamomivida… mtavaria gavdes ertmanets chanaxati da obieqti romelzec icereba, (chemi mokle jkuit) hoda aqane gvanan da magizaa sasiamovno…… 10000 bodishi…… geixaret…….

  28. >Tbilisi visac ukvars mxolod is mixvdeba seni gulis Tqmas. Momecona Zalian momecona. Sen gulcrpelad gikvars Cveni qalaqi. aSkara cans rom namdvili Tbiliseli xar. kvelapers xedav da grZnob. cudic Senia da kargic mec aseTi Tbilisi mikvars Tavisi cudi da kargi mxareebiT. Gisurveb carmatebas. tamriko

  29. >au zalian magaria. martla esetia tbilisi, magram koveldgiiurobashi ise vikargebit, rom bevr rames ver vamchnevt. shen kide ert amosuntqvashi tvaltsin gagvitare kvelaferi. kochag!!!p.s. cudia rom aqamde ar vicodi sheni saitis shesaxebTamuna

  30. >ერთ ფორუმზე აღმოვაჩინე რომ ძალიან მოეწონათ ჩემი ეს ჩანახატი და სანამ იქ რეგისტრაციას გავივლიდე და უბრალოდ ვამცნობდე ხალხს, რომ ამ ტექსტის ავტორი მე ვარ, აქაც დავწერ ბარემ – ავტორი მე გახლავართ, დიახ.🙂

  31. >თბილისის მერობა მოგიხდებოდათ : ) “ქალაქის სიყვარულში ” დამწვარი მერი იფ იფ იფ : ) ისე კი ხოოო მართალია , ამორფული ქალაქია ვითომ ყოველდღიური სამუშაო განწყობით და ამასთან უსაქმურობის ხეტიალის მათრობელი ბუხით გარშემორტყმული : )

  32. >გამარჯობა🙂 ეს ძალიან მომეწონა და საერთოდ მომწონს აქაურობა . ხშირად შემოვდივარ ხოლმე:)) ადამიანო:))

  33. >ყველაფერი ხოო, მაგრამ დაიბადა ისე როგორც ნაბიჭვარიი?…”ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები?”ალბად მიმიხვდები სათქმელს…

  34. >zustad asetia tbilisi chems tvalshi da aramarto chemsashi….dzaliann magariia….ar vici rogor shevafaso amis shemkmneli…ubralodd vigacas didi nichi akvss…dzalian magarii iyooo

  35. Pingback: ახალი ამბები « დღიური

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s