>გურამ თიკანაძე. ფოტოგრაფია

>არსებობს ერთი ასეთი საიტი: ქართული ფოტოგრაფიის მუზეუმი. ძალიან საინტერესოა, თუმცა ჯერ ცოტა პატარაა. იმედია, მალე გაიზრდება, დაიხვეწება, უფრო მეტი ავტორი/ფოტო იქნება გამოქვეყნებული.

სწორედ აქ ვიპოვნე გურამ თიკანაძის ფოტოები, რომლებსაც ძალიან დიდხანს ვეძებდი. ბავშვობაში ერთი ალბომი ჩამივარდა ხელში, თიკანაძის ხსოვნისადმი იყო მიძღვნილი და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

მომყავს ბიოგრაფიული მონაცემები, ორიგინალი ამ ბმულზეა:

გურამ თიკანაძე

1933-1963

ფოტოგრაფი და ალპინისტი, ტრაგიკულად დაიღუპა 1963 წელს სვანეთში შხარადან დაშვების დროს.

30 წლის ასაკში მან ბევრის გაკეთება მოასწრო. მისი წარმატებები საყვარელ სფეროში აღმავალი ხაზით მიდიოდა. ფოტოგრაფიას ხელი მოჰკიდა მეშვიდე კლასიდან პიონერთა სასახვლეში ცნობილი ფოტოგრაფების ნიკო საღარაძისა და სერგო ახვლედიანის ხელმძღვანელობით. უნივერსიტეტში გაიტაცა ალპინიზმმა. 1959 წელს დაიწყო მუშაობა ჟურნალ “დროშის” ფოტოკორესპონდენტად. 1962 წელს გახდა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თბილისის ორგანიზაციის ფოტოსექციის თავმჯდომარე. თავის შემოქმედებაში ათავსებდა პუბლიცისტურობას პოეტურ აზროვნებასთან. იბეჭდებოდა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში. მონაწილეობდა საერთაშორისო ფოტოგამოფენებში.

გურამ თიკანაძის ნაადრევმა სიკვდილმა საზოგადოებას გამოაცალა შემოქმედებითი სიმწიფის პერიოდში შემავალი ფოტოგრაფი, რომლის გემოვნება და ოსტატობა საყოველთაოდ იყო მიღებული.

აი მისი ნამუშევარიც: წვიმის პარადოქსი, 1960 წ.

მოინახულეთ თიკანაძის ფოტოგალერეა

ტეგი:

Advertisements

6 thoughts on “>გურამ თიკანაძე. ფოტოგრაფია

  1. >dvorski shen ici exla ra machvene?!…..didi madloba, dzalian, dzalian amichukda guli, zustad ar vici ratom, magram amichukda. me mgoni jer erti imitom rom bavshvoba gamaxsenda, gamaxsenda imitom rom mec maqvs tikanadzis suratebis cigni sadgac datvaloerebuli da mec magra chamrcha gulshi, gansakutrebit maxsendeba tviton da tavis patara shvilis surati, “me da ani” qvia tu ar vcdebi, mere martlac saocari suratebia es chilazeo,. es papuna ceretelio, es cvimis paradiqsio, es tetnuldio, es saingiloo, modi a nu ageldebi. dzalian, dzalian kargi da ragacnairi emocia modis, mokled komentari ki ara da mteli statia gamomivida, soory magram egrea daaaaa…….

  2. >budu,რაის სორი, პირიქით, მოხარული ვარ – რაც უფრო მეტი და დიდი კომენტარია, მით უფრო მიხარია… :)ეს ალბომი მეც იცი როგორ მახსოვს, რაღაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.თან, რომ გავიგე როგორ დაიღუპა – თურმე, როცა მოწყდა, დაიყვირა – ”მივფრინავ, ბიჭებოო!”….

  3. >სასიამოვნო ამბავი მაქვს – ეს ალბომი ვიშოვნე!და შევეცდები, დავასკანერო ფოტოები და გამოვაქვეყნო.ბუდუ, არ ვიცი, შეიძლება სულაც არ იყო ბედნიერი, როცა მოწყდა, მაგრამ უბრალოდ, გმირი იყო. და არ შეეშინდა იმის, რაც მას ელოდა…

  4. >გუგული დეიდას სერჩში გურამ თიკანაძე ჩავწერე და პირველივე ბმულად ეს გვერდი მომაწოდა… მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძველი კომენტარებია, მე მაინც დავწერ ორიოდ სიტყვას ამ ადამიანზე, რომელსაც ასე მგონია რომ ვიცნობდი და თანაც ძალიანაც ახლოს… ჩემს ბიბლიოთეკაში ძალიან ბევრი მოგონებაა მასზე და მისი მთისადმი უსაზღვრო სიყვარულზე. სოფელ უშგულში, ივდითი ნიჟარაძის ოჯახში (გახსოვთ მურმან ლებანიძის ლექსი "ვოი"…) სადაც იგი ცხოვრობდა, როდესაც მთას სტუმრობდა, დღესაც თითქმის ხელუხლებლად არის ის ოთახი და ის ნივთები, გურამი რომ ეხებოდა…ნაწყვეტი გურამის დღიურიდნ:"მთამსვლელებს ხშირად გვეკითხებიან: რა გვაინტერესებს მთაში? ეს კითხვა უადგილოდ გვეჩვენება და ხშირად უპასუხოდ ვტოვებთ. ახლა განმარტებისთვის ზოგიერთი განცდა თუ მოგვეშველება. მთასთან არ ვლაპარაკობთ და საუბრით არ ვამყარებთ სიყვარულს. კარგად ვიცით, რომ აქ ყოველი ქვის ქვეშ და ფიფქში მარცხია ჩასაფრებული. მოწოლილი ღრუბლები ჭექა ქუხილს და თოვლს ფანტავენ მწვერვალტა კალთებზე. მცხუნვარე მზე კი ქვის ცვენით და ზვავების კორიანტელით აფხიზლებს ქედებს. მუდამ სიახლე, სიფხიზლე, მოძრაობა. ჩვენ მთასთან და ყინულთან მეტ საერტოს ვნახულობთ, ვიდრე ბართან და ზღვასთან."

  5. >shtambechdavia titkos wylis gubeshi samyaros gaoreebaa…. cxovrebashic esaaa yvelaperi sadgac mainc meordeba … rialobastan axlosaa es poto da amitomac moaxdina warushleli shtabechdileba chemze am potom … dzalian dinamiuria es poto.. moxaruli var rom momeca amis naxvis sashvaleba . .

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.