>დაა…

>
მძიმე წონა მქონია… 😦
ანუ ზედმეტი…

შეგიძლიათ ნახოთ აქ: http://www.slim.ru/testimt/

www.slim.ru – საერთოდ, საინტერესო საიტია

Advertisements

>ძალიან მაგარი კრეატივი

>

ტეგი: ,

>ვნახე ”რევოლვერი” – გაი რიჩის ახალი ფილმი!

>ხოო… აქ რაღა დავწერო… სათაური წაიკითხეთ.

კიდევ უნდა ვნახო. მინიმუმ ორჯერ. სულ რომ სამჯერ ნანახი გამომივიდეს.

თქვენც ეგ ბედი გელით 🙂

ვინც რუსული არ იცის, ტყუილად ნუ უყურებთ – დროს დაკარგავთ, დიალოგებს უნდა უსმინოთ, დიალოგებს…

და ისა კიდე. რა ქვია. შენა და…

კაროჩე, მეც ვერ გავიგე მთლად კარგად 😀

>ტესტი – What Does Your Birth Date Mean?

>

Your Birthdate: August 25

You excel at anything difficult or high tech.
In other words, you’re a total (brilliant) geek.
It’s difficult for you to find people worth spending time with.
Which is probably why you’ll take over the world with your evil robots!

Your strength: Your unfailing logic

Your weakness: Loving machines more than people

Your power color: Tan

Your power symbol: Pi

Your power month: July

>ეს რა იყო, ბატონო გიორგი შენგელაია?

>არ ვიცი, რა ვთქვა…
მაგარი ვიცინე, მაგრამ რატომ, ან რაზე, არ ვიცი…

”მიდიოდა მატარებელი” ქვია ფილმს.
კი ბატონო, მაგრამ მასე რამდენი მატარებელი მიდის, ყველაფერზე ფილმი კი არ უნდა გადაიღო (ალბათ).

ბევრი ვიცინეთ და დავასკვენით, რომ ხინკალცენტრში ჯობდა დავრჩენილიყავით და გაგვეგრძელებინა ჭამა-სმა.

ან წავსულიყავით და გაი რიჩისრევოლვერი” გვენახა. მიუხედავად იმისა, რომ მგონი ვერავინ ვერ გაიგო, რა ხდებოდა ამ რევოლვერში. საერთოდ რევოლვერი მგონი სულაც არ თამაშობსო ფილმშიო. სულ პისტოლეტების ტრიალიაო.

არ ვიცი, ეროვნული მწარმოებლის მხარდაჭერა თურმე საკმაოდ იდეალისტური რამე ყოფილა და უმადურიც. მე მივდივარ და ფულს ვიხდი, ეს ეროვნული მწარმოებელი კიდევ ისეთ რამეს მაყურებინებს, სულ რომ არ მომწონს და არც მესმის, რა ხდება.

იმდენი რამის დაწერა მინდოდა, და სულ დამავიწყდა. მომწერეთ რა თქვენ, ვინც იყავით, რაზე ვიცინოდით ასე ისტერიულად?

ერთი მახსოვს, ერთმა ”ჩვენიანმა” (ამ ფოტოზე მარცხნივ) ფილმის ბოლოს ვეღარ გაძლო და ხმამაღლა, მთელი დარბაზის გასაგონად წამოიძახა ”მართლა ძალიან დიდია!”

მიხვდით აბა, თუ რა შეკითხვის რეპლიკა შეიძლება იყოს ეს ფრაზა!

P.S. აუ, ვინმე პროგრამისტმა ქართველმა დამიწერეთ რა ქართული მართლწერის შემოწმების პროგრამა! უნიკოდში. ვიყიდი აუცილებლად! მეც დავიტანჯე და თქვენც ამ გამოტოვებული ასოებით და მისთანა ორთოგრაფიული შეცდომებით.

>შეჯვარების (ვივისექციის თუ სელექციის) შედეგები

>ყუბანეიშვილს თავისმა ძაღლმა ყური მოაჭამა.
ძაღლი იყო ნაჯვარი – კავკასიური ნაგაზის და გერმანული ნაგაზის (ორივე თავისთავად ლამაზია, მაგრამ ნაჯვარი საშინელი მახინჯი იყო…)

ჰოდა, იმ დღეს მეგობარმა შემომთავაზა საზამთროსა და მსხლის ნაჯვარი ხილი…


შემეშინდა და არ ვჭამე.

ტეგი: