>ჩვენი ნათესავები რუსეთში – ქართველი ხარ, ძმაო??? :*(

>მოკლედ, წავაწყდი ერთი რუსი ბიჭუნას – ალიოშას ბლოგს. როგორც ჩანს, კაი ტიპი უნდა იყოს. წავიკითხე რაღაცეები, მომეწონა.

მაგრამ! ყველაზე მთავარი!
ბაბუა ყავდა ქართველი (დედაც, შესაბამისად) – გიორგი ძიძიგური.
ისეთი ლამაზი ისტორია დაწერა ამ ალიოშამ, და ისე ლამაზად, რომ მივხვდი, რატომაც მომეწონა: ჩვენიანია, ჩვენი 🙂

წაიკითხეთ ბაბუის მოგონება

Advertisements

>უსათაუროდ – ეს ისე, ფიქრებია, რა…

>ამას წინათ დაიბადა ასეთი შეკითხვა – ვის რა აოცებს?
საკმაოდ ზოგადი შეკითხვაა და ამიტომ არ ჩავბმულვარ დისკუსიაში, სანამ ვიღაცა იქამდე არ მივიდა, რომ თქვა, ადამიანის ესა და ეს თვისებები მაოცებსო…

აი აქ დავფიქრდი.
ადამიანი შესანიშნავი არსებაა. ფანტასტიკური.
მას ისეთი რამის გაკეთება შეუძლია, რასაც თვითონ ვერც კი დაუშვებს.

თავგანწირვა – სამშობლოს, რწმენის და რა ვიცი, კიდევ რისი გულისთვის ადამიანს შეუძლია საკუთარი სიცოცხლეც კი დათმოს.
სწრაფვა სიახლეებისაკენ.
იდეალების ერთგულება.
უსაზღვრო სიკეთე.
არ ვიცი, კიდევ ათასი სხვა რამე.

სწორედ ამიტომ მომწონს მწერალი-ფანტასტები. ისინი ძალიან ლამაზად აღწერენ გმირულ საქციელს, ადამიანის სულის შეუპოვრობას, სიჯიუტესა და სიმტკიცეს. ხშირად ვკითხულობ ფანტასტიკას, იმიტომ რომ მომწონს, როგორ იპყრობენ ახალ პლანეტებს კეთილი დეიდები და ბიძიები, როგორ ეძებენ ახალ წინააღმდეგობებს, როგორ შეისწავლიან ჩვენს სამყაროს… ეს ყველაფერი კეთდება ერთი მიზნით – გაეცეს პასუხი აი იმ, მთავარ შეკითხვას – ვინ ვართ ჩვენ, და რისთვის ვართ აქ?

არ გვინდა ფანტასტიკა, კაი. ბევრს არ მოსწონს. მოვიყვან ელემენტარულ მაგალითებს, კაცობრიობის უახლესი ისტორიიდან – რუალ ამუნდსენი და რობერტ სკოტი. ამათ გარდა კიდევ ათასი სხვა ღირსეული ადამიანი ცხოვრობდა ამ ქვეყანაზე, რომელმაც თავისი გმირობით, შეუპოვრობით, სიკეთითა და კეთილშობილებით მაგალითი მისცა თაობებს.

ოღონდ ეს ყველაფერი – ”ალბათ”.

იმიტომ, რომ ამ ქვეყანაზე ბევრი უღირსი ადამიანი ცხოვრობს. და ცხოვრობდა. და, სამწუხაროდ, იცხოვრებს.

სამწუხაროდ დავრწმუნდი იმაში, რომ ზოგადი გამოთქმა – ”ადამიანი კეთილი არსებაა” – უბრალოდ, არ შეესაბამება სინამდვილეს (სხვა რომ არაფერი ვთქვათ).

რა თქმა უნდა, ვერც იმას დავაბრალებთ homo sapiens sapiens-ს, ბოროტი ხარ, შენი არსებიდან გამომდინარეო.

ალბათ უფრო ნეიტრალური, ცარიელია ადამიანი. დაბადებიდან ყველანი tabula rasa ვართ – ცარიელი დაფა. და წარწერები ამ დაფაზე ჩნდება ნელ-ნელა, დროსთან ერთად, ჩვენი აღზრდის, ოჯახის, მეზობლების, ბაღელების, კლასელების, კურსელების, თანამშრომლების, მეუღლეების, შვილების, შვილიშვილების გავლენით. და მათ გამო. ზოგი წარწერა დროსთან ერთად წაიშლება, ზევიდან ახალი დაიწერება, ზოგი უკუღმა წერია, ზოგიც – დაუმთავრებელი აზრია.

აბა ყველამ დაუსვას საკუთარ თავს შეკითხვა – მე კარგი ვარ, თუ ცუდი? კეთილი ვარ, თუ ბოროტი? არავის არ ესიამოვნება იმის აღმოჩენა, რომ იდეალური არაა. გაგაფრთხილებთ წინასწარ – არცერთი თქვენთაგანი არაა იდეალური. რაც არ უნდა კეთილი, სათნო, პატიოსანი, მორწმუნე და ეკლესიურიც კი იყოს.

მეც არ მესიამოვნა, როდესაც ერთ მარტივ რაღაცას მივხვდი – სულაც არ ვარ ”კარგი ბიჭი”: მათხოვრებს ფულს არ ვაძლევ, ადვილად შემიძლია ვაწყენინო ადამიანს (და მიწყენინებია კიდევაც, ბევრისათვის), ვიტყუები – საკუთარ თავს ისეთივე წარმატებით ვატყუებ, როგორც სხვებს.

მერე რა? სხვანაირად ვერ იცხოვრებ. გადაგივლიან. გაგთელავენ. ტუალეტის ქაღალდივით გამოგისვამენ და გადაგაგდებენ. სამწუხაროდ, ამას გვიან მივხვდი. უფრო ადრე უნდა გავბოროტებულიყავი. სადღაც, 10-15 წლის წინ.

>მასკულტურა, გლობალიზაცია…

>
ესეც თქვენ. გინდოდათ ამერიკა?
რუსთაველზე, ძეგლების მაგივრად, აი ეს დგას.

ტეგები: ,

>ბიბი – კიდევ ერთხელ

>ესაა ბიბი ქიტიაშვილი.
რაღაც განსაკუთრებით ვუყვარვარ ამ ძაღლს. ჩემი დანახვისთანავე ჭკუიდან გადადის და კედლებზე გადის 🙂

ტეგი: