>ქართული კრეატივი

>მართალია.

ჟესტოკია.

ავტორი: ჯულბ100

Advertisements

>ქორწინება

>უკვე გავახურე ამ ქორწილებით, არა?

უბრალოდ, მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა ერთი ციტატა ფრანგული ფილმიდან (არ ვიცი, რა ქვია):

ქორწინება ალყაშემორტყმული ქალაქივითაა – ვინც გარეთაა, შიგნით შესვლას ლამობს, ვინც შიგნით ზის კი – გარეთ გაქცევას…

შთამბეჭდავია.

>მილიარდერები

>ვის რამდენი გაქვთ ფული:

  • ამ წუთას ჯიბეში?
  • ბანკში?
  • მუთაქაში?
  • უძრავ-მოძრავ ქონებაში დაბანდებული?

არ მგონია, რომ რომელიმეს 1 მილიარდი გქონდეთ.

აი, ვის აქვს 1 მილიარდი ამერიკული დოლარი (ან მეტი):

ბილ გეიტსი, რომან აბრამოვიჩი, სილვიო ბერლუსკონი, სერგეი ბრინი (გუგლი), ჯორჯ სოროსი, რობერტ ბოში (სარეცხი მანქანები…), ჯორჯიო არმანი, უილიამ ვრიგლი (სპერმინტ, დაბელმინტ, ჯუსიფრუტი), ჯორჯ ლუკასი, მიუჩა პრადა, რალფ ლორენი, ერიკ შმიტი (გუგლი), სტივენ სპილბერგი, ბორის ივანიშვილი (!), დონალდ ტრამპი, დევიდ როკფელერი, მიხეილ ხადარკოვსკი, რიჩარდ მერიოტი, ვიქტორ პინჩუკი, ოპრა უინფრი, როი დისნეი, უილიამ ფორდი…

სულ 620 ადამიანი.

სრული სია ვიკიპედიაში

ჟურნალ ”ფორბსი”-ს სია

ტეგი:

>Google Print – წიგნების ტექსტების ძებნა

>
ძალიან მოსახერხებელი რამეა.

Google ზის და ასკანერებს წიგნებს. ყველას. რა თქმა უნდა, ინგლისურებს, მერე გერმანულზე და ფრანგულზე გადავლენ.

თქვენც შეგიძლიათ მოძებნოთ წიგნების ტექსტები. თუ ბედმა გაგიღიმათ, მთელი წიგნის წაკითხვასაც შეძლებთ. 🙂

Google Print-ის გვერდი

ტეგი: