>@ – 34 წლისაა!

>
”კომერციული ეთ”, ანუ ნიშანი ”@” დაიბადა 1971 წლის ოქტომბერში.

ყველანი ვულოცავთ მას დაბადების დღეს!

გამომგონებელი – რეი ტომლინსონი, კომპანია BBN Technologies თანამშრომელი.
მანვე გააგზავნა პირველი ელექტრონული წერილი ამ ნიშნის გამოყენებით.

წყარო

ტეგი:

Advertisements

>ჰომეროს სიმფსონი – ათწლეულის ფილოსოფოსი

>
სიმფსონების ოჯახს ყველა იცნობს.

მამაკაცთა ჟურნალს Men’s Health – კი მე გირჩევთ, გაეცნოთ 🙂

ჰოდა, ამ ჟურნალის გამოკითხვის შედეგად, ჰომეროსი (სიმფსონების ოჯახის მამა და მარჩენალი) აღიარებულია ათწლეულის ფილოსოფოსად.

ზემოთ მოყვანილ სურათზე (წყარო) ჩანს, თუ როგორ ”ფილოსოფოსობს” ჰომეროსი – სავარძელში წამოწოლილი, ლუდით ხელში. მეც სწორედ ასეთ მდგომარეობაში მიყვარს ხოლმე ცხოვრების შინაარსზე ფიქრი.

წაიკითხეთ შესაბამისი სტატიები რუსულად და ინგლისურად.

ალბათ ჰომეროს სიმფსონის ცნობილ სეხნიას გაუხარდებოდა, ეს ამბავი რომ გაეგო. ბოლო-ბოლო, მარტო სახელის გამო უნდა გამხდარიყო სიმფსონი ასეთი პატივის ღირსი. როგორც ფრანგები ამბობენ – noblesse oblige.

ეს მაგალითი იმედს მაძლევს – ესე იგი, თითოეულ ჩვენთაგანში ზის ფილოსოფოსი, მეცნიერი, ან უბრალოდ, ნიჭიერი ადამიანი.

იმედია, მალე გამოჩნდება, ჩემში ვინ (ან რა) ზის 😉

ტეგები: ,

>მაკდონალდსი

>”მაკდონალდსი – წარმატებული ბიზნესი ქართულ რეალობაში” – აი, ასეთი სტატია წავიკითხე დღევანდელ ”24 საათში”.

ციტატა:

ბიგ-მაკი, ჩიზბურგერი, მაკჩიქენი, ფიშმაკი და უგემრიელესი ნაყინი უკონკურენტო დელიკატესად ითვლება…

ეტყობა, ავტორმა – ნატო დარჩიაშვილმა კარგი ჰონორარი აიღო ამ სტატიისათვის…

რა თქმა უნდა, მეც ბევრჯერ ვყოფილვარ ”მაკდონალდსში” და გამისინჯავს მათი სანაქებო საქონელი, მაგრამ თავს არ ვიტყუებ და არ ვამბობ – უგემრიელესი საჭმელია-მეთქი.

ყველას ძალიან კარგად მოგვეხსენება, რომ ეს საჭმელი კონსერვანტების, არომატიზატორებისა და ქიმიური შენაერთების გარდა მხოლოდ 10 %-მდე თუ შეიცავს ნატურალურ პროდუქტებს – ხორცს, ყველს, პომიდორს, ფქვილს…

ხო, კარტოფილი კიდე კარგი აქვთ. არა უშავს. უბრალოდ, ტონანახევარ ზეთში წვავენ და ისეთი ცხიმიანია, რომ გული მისკდება მის დანახვაზე.


მოკლედ, მე ვერიდები ამ საჭმელს და თქვენც არ გირჩევთ ხშირად ჭამას.

ტეგები: ,

>კვირის დღეები – SMS-ისთვის

>იმან, ვინც ხშირად წერს SMS-ებს, კარგად იცის, რომ ლათინური ასოებით ქართული სიტყვების აკრეფა საკმაოდ ძნელია.

გარდა ამისა, მთავარ სიძნელეს წარმოადგენს ის, რომ ქართული სიტყვების შემოკლება თითქმის შეუძლებელია.

არადა, ინგლისური ენა რამდენ შესაძლებლობას იძლევა: 2day (today), u (you), c u (see you) და სხვა და სხვა…

ჰოდა, ცოტა ხნის წინ ვიღაცას SMS-ს ვწერდი და შესანიშნავი იდეა დამებადა – კვირის დღეების ქართული დასახელების შემოკლებები:

2shab10 – ორშაბათი
3shab10 – სამშაბათი
4shab10 – ოთხშაბათი
5shab10 – ხუთშაბათი
shab10 – შაბათი

მართალია, მხოლოდ ორი სიმბოლო დაიზოგება, მაგრამ მაინც…

🙂

ტეგი:

>სულ ბანკეტები და ბანკეტები

>მოკლედ…

შაბათს ქორწილში ვიყავი, სამშაბათსაც (გუშინ) – ქორწილში…
ერთგან მეჯვარე, მეორეგან – თამადის მოადგილე.

სადღა შემიძლია ამდენი…
ჩემი ქორწილი ნეტა როდის იქნება?

ისე, მშვენივრად გავატარე დრო, უნდა ვაღიარო. ბევრი დავლიე, ვიცეკვე, მოკლედ, როგორც ამბობენ, კარგად ”გავატრაკეთ” ყველამ.

Update:
ეხლა მკითხა თანამშრომელმა – გუშინ თუ უყურე ”პირველებსო”?
მე ვუთხარი – არა, გუშინ ვსვამდი-მეთქი.
– აა, ესე იგი, ჭეშმარიტებას ეძებდიო – მიპასუხა.

🙂

ტეგი: