>ბელარუსიის ეროვნული ბიბლიოთეკა

> Posted by Picasa

აი, ასეთი ლამაზი ბიბლიოთეკა შენდება ბელარუსიაში. მინსკში.
ჩვენთან კიდე რესტორნების არქიტექტურას ვერ გაცდნენ.

თუმცა, დავიცადოთ და ვნახოთ, ვაკის სახანძროს ადგილას რა ბიზნეს-ცენტრი აშენდება…

წყარო

Advertisements

>Page Rank – გავიზარდეთ

>უკვე რამოდენიმე დღეა, დიდი სიხარული მეწვია.
აქამდე არ ვწერდი, მეგონა, შეცდომა ხო არ არის-თქო.

საქმე მდგომარეობს იმაში, რომ ჩემი ბლოგის Page Rank გაიზარდა 4-მდე!
მომილოცეთ.

ვინც არ იცის, ეს რას ნიშნავს, წაიკითხეთ – Page Rank-ის შესახებ.
ვისაც წაკითხვა ეზარება, ავუხსნი ორი სიტყვით:
ესაა საიტის რეიტინგის (რანგირების, რანჟირების) სისტემა.
რაც მეტი გაქვს რეიტინგი, მით უფრო ხშირად გიპოვნის ხალხი 🙂

გამიხარდა.

ტეგი: , ,

>დილა მშვიდობისა, საქართველო!!! (Week-End-ის შეჯამება)

>აი, ასეთი სურათი დამხვდა დღეს მაგიდაზე…
ყავის ჭიქა ვეღარ ჩავატიე. თემატურად მაინც არ შეესაბამებოდა აქ მოყვანილ საგნებს.

ამ შაბათ-კვირას იმდენი რამე მოხდა, რომ შემიძლია 10 000 სიტყვაც კი დავწერო. მაგრამ დრო არ მაქვს, ინტერნეტ-შეერთება არ მივარგა სამსახურში და რა ვიცი, კიდევ რა მიზეზებია.

ორი სიტყვით აღვწერ გუშინდელ დღეს:
(დროები და სასმელის მოცულობა მოყვანილია დაახლოებით)

16:00 – ხაში, ლუდი
17:00-19:00 – ლუდი, შამპანური
20:00 – 22:00 – ყავა, კონიაკი
22:00 – 00:00 – ლუდი, არაყი

ხო კაია?

გუშინწინ ხომ საერთოდ მაგარი იყო!
მშვენიერი ქორწილი – არავითარი დამკვრელები, ღიპიანი ბიძები და ”სამი დალიეები”
(სამაგიეროდ, “Стюардесса по имени Жанна” და ნაიკ ბარზოვის (Найк Борзов) “Я маленькая лошадка”)

თუ გინდათ, განსაკუთრებული ქორწილი გქონდეთ, და გყავდეთ:

ყველაზე მსუქანი
ყველაზე მელოტი
ყველაზე სიმპათიური
ყველაზე დაბნეული
ყველაზე მეტად ნერვიული
ყველაზე მეტის მსმელი
ყველაზე ცოტას მოლაპარაკე
ყველაზე მაგრად მოცეკვავე
ყველა გოგოსთან მოარშიყე
ყველაზე დამტვრეული და
ყველაზე გარეცხილი (ნათხოვარი) მანქანით მოსული
ყველაზე მაგარი იუმორის მქონე

მეჯვარე,

მაშინ დამპატიჟეთ თქვენს ქორწილში 🙂

ხო, დღეს დილით 8 გრადუსი იყო. აცივდა, არა?

ტეგები: ,