>ქორწილია, ქორწილი!!!

>ნუ გეშინიათ გოგოებო, ჩემი ქორწილი არაა 🙂

მე უბრალოდ მეჯვარე ვარ ხვალ, ანუ შაბათს.
თარიღს გამოიცნობთ ალბათ.
ადგილს არ გაგიმხელთ, თორემ თაყვანისმცემელთა ზღვას რა მოიშორებს თავიდან 🙂

დღეს ”გენერალური რეპეტიცია” გვქონდა.
საერთო ჯამში კარგად ჩაიარა, არა უშავდა, ოღონდ საღამოს ცოტა გამანაწყენეს.
კი არა და, ფაქტიურად, ნერვები მომიშალეს.
მაგრად.

არა უშავს.

რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, შემიძლია მოგიყვეთ, რომ მშვენიერი პარასკევი დღე მქონდა:

  • დილით ნახევარი საათით დავაგვიანე სამსახურში
  • მთელი დღე წყალი არ იყო სამსახურში და ყავა ვერ დავლიე (ტუალეტში შესვლაზე რომ არაფერი ვთქვათ!) 🙂
  • ერთადერთი სიხარული იყო შაბათზე ფიქრი – ფიქრი იმაზე, რომ ქორწილი შესანიშნავი და კარგი და გადასარევი იქნება. წინასწარ მიხაროდა
  • ძალიან ბევრი საქმე არ მქონდა სამსახურში, და ის კი, რაც მქონდა, იყო წმინდა იურიდიული სამუშაო – ანუ ისეთი, როგორიც შეესაბამება ჩემს პროფესიას (საერთოდ, სულ სხვა ამოცანები მაქვს სამსახურში)
  • სამსახურის მერე – მეგობრები (ბევრი), მერე ცოტა ნაკლები, მერე ისევ ცოტა მეტი. საშუალო რაოდენობით იყო წარმოდგენილი არაყი – ჩვენი ძველი მეგობარი
  • სამშაბათს კიდევ ერთ ქორწილში დამპატიჟეს
  • სახლში წასვლის მაგივრად ვიყიალე-ვიყიალე, ბოლოს დავავლე ერთ მეგობარს ხელი და წავედით ”ბითლს კლუბში” (თითქმის 2 წელია, რაც არ ვიყავი ნამყოფი)


ეს არის და ეს.

კიდევ რა გაინტერესბთ?

რას ვაკეთებდი მეგობრებთან ერთად.
რაზე ვლაპარაკობდით.
რაზე ვიცინოდით.

მეზარება მოყოლა, ბევრი ასოებია და ძნელი გადმოსაცემი.

ტეგი:

Advertisements

>ახალი ქართველი

>

ტეგები: ,

>კეთილი ადამიანები

>ჰოლანდია.

პატარა ბიჭუნა ჯესი ინვალიდია – ბავშვობიდან მიჯაჭვულია სავარძელზე. და ფანატიკურად უყვარს Subaru Impreza.

ინტერნეტის მეშვეობით დედამისმა ამ მანქანის ყველა მფლობელს თხოვნით მიმართა.

და აი, ჯესის დაბადების დღეზე, მის სახლთან 164 Subaru Impreza მივიდა.


ჯესიმ სათითაოდ, ყველა მანქანით გაისეირნა.

ეტყობა ადამიანის სიკეთე მაინც უსაზღვროა.

ტეგები: , , , ,

>Concept – ”სახლები”

>Update!

მოკლედ, გადავიღე ”სახლების” უმეტესი ნაწილი – 16 ფოტო.

ყველა ფოტო შეგიძლიათ ნახოთ აქ: flickr/photos/dv0rsky/

ძველი პოსტი:
მოკლედ, რა ხდება.
მაქვს ერთი კონცეფცია – და მის განხორციელებაში უნდა დამეხმაროთ.

  1. ”სახლი” – ბარი-გალერეა მაჩაბელზე
  2. ”შოკოლადის სახლი” – მელიქიშვილზე, ”საქართველოს” პირდაპირ
  3. ”თაფლის სახლი” – მელიქიშვილზე, ”საქართველოს” პირდაპირ
  4. ”ხინკლის სახლი” – რესპუბლიკის მოედნის ქვეშ
  5. ”ჩაის სახლი” – მგონი აღარ არსებობს…
  6. ”ყავის სახლი” – რამდენიც გინდა, ”დაჟე” გორშიცაა 🙂
  7. ”წამლის სახლი” – აფთიაქი მელიქ აზარიანცის შენობაში
  8. ”პურის სახლი” – დაბა სურამი, ცენტრი
  9. ”შუშის სახლი” – კაფე კოსტავაზე
  10. ”კაფელის სახლი” – ქავთარაძეზე
  11. ”წიგნის სახლი” – კოსტავაზე
  12. ”კინოს სახლი” – მგონი ეგრე აღარ ქვია.
  13. ”დანიური სახლი” – როგორ დამავიწყდა…
  14. ”ჩემი სახლი” – ქავთარაძეზე
  15. ”თბილი სახლი” – ვაჟაზე
  16. ”პეპის სახლი” – ვაჟაზე
  17. ”ღვინის სახლი” – სად აღარაა…
  18. ”მწვადის სახლი” – დიღომში
  19. სათნოების სახლი ”კათარზისი” – პლეხანოვზე
  20. ”ჩეხური სახლი” – დოლიძეზე
  21. ”ჩინური სახლი” – მარჯანიშვილზე
  22. ”ტექნო სახლი” – ჭავჭავაძეზე

დამეზარა ამ სიის დალაგება ანბანის მიხედვით.

ფოტოების სერიის გადაღება მინდა ამ ”ობიექტებზე”. ხომ იცით, ერთი ფოტო უკვე აღარაფერს წარმოადგენს, ახლა კონცეპტუალური ფოტოგრაფია არის მოდაში 🙂

ამიტომ გთხოვთ ყველას, შემატყობინოთ იმ ”სახლების” შესახებ, რომლებიც აქ არ დამისახელებია. ამისათვის შეიხედეთ კომენტარებში 🙂

Update:
დავიწყე მგონი ფოტოგრაფირება. ჯერ-ჯერობით ტელეფონით გადაღებულ ფოტოებს დავდებ, მერე განვაახლებ, კამერით როცა გადავიღებ.

ტეგები: ,