>Apple iPod G5 – სიახლე!

>ბევრს არ დავწერ.

ახალი, მეხუთე თაობის iPod – უკვე ვიდეოს მხარდაჭერით!
სადამდე წავლენ, აღარ ვიცი.

გიყვართ მუსიკა?
არ იცით სად წაიღოთ თქვენი mp3, aac, wma, avi, mov და სხვა ფაილები?
გაქვთ საკმარისი თანხა?

მაშინ იყიდეთ ეს!

წაიკითხეთ ასევე ჩემი ადრე გამოქვეყნებული სტატია

iPod Features

  • Holds up to 15,000 songs(2) and full-color album art
  • 30GB model is 4.1 x 2.4 x 0.43 inches; 60GB model is 4.1 x 2.4 x 0.55 inches
  • Bright 2.5-inch, 320 x 240 pixel TFT display
  • Up to 20 hours of battery life(5)
  • Holds up to 25,000 photos(3)
  • Holds up to 150 hours of video(4)
  • Plays video or photo slideshows on TV via the optional Dock
  • Apple Click Wheel
  • Accessory-compatible Dock connector
  • Dock works with the new Apple Remote
  • Charges and syncs via USB
  • Works with Mac OS X or Windows 2000/XP
  • Syncs contacts, calendars and to-do lists

1. 1GB = 1 billion bytes; actual formatted capacity less.
2. Song capacity is based on four minutes per song and 128-Kbps AAC encoding.
3. Photo capacity is based on iPod-viewable photos transferred from iTunes.
4. Video capacity is based on 4 minutes per H.264 750-Kbps video combined with 128-Kbps audio.

5. Up to 20 hours of battery life refers to 60GB model and music playback.

More Features

ეს კიდე ისე, მაკინტოშის რეკლამა 🙂
წყარო

Advertisements

>”გასეირნება ყარაბაღში” – რეცენზიის პრეტენზიით

>პირველ რიგში, ანოტაცია კინოთეატრ ”ამირანის” საიტიდან:

რეჟისორი: ლევან თუთბერიძე
აკა მორჩილაძის ნაწარმოების მიხედვით

როლებში: ლევან დობორჯგინიძე, მიშა მესხი, ნუცა კუხიანიძე, დათო იაშვილი, უცნობი და სხვანი

90-იანი წლების დასაწყისის თბილისი. სამოქალაქო ომი, პიკეტები ქალაქის ქუჩებსა და გარეუბნებში. ასეთია ამ ფილმის ანტურაჟი. გმირები გარემოს შესაბამისად ქაოტურები, დროსა და სიცრცეში დაკარგულები. გიო, გოგლიკო, სანდრო და დუდა მეგობრები არიან. ცხოვრობენ 20 წლის ბიჭების ტიპიური ინტერესებით – გოგონები, კარტი და კიდევ არის ცუდი გატაცება – ნარკოტიკები. ფულს ნარკოტიკებისათვის ”ბებერი” ნარკომანი ილო ნებიერიძე იძლევა, შუამავალი აჩიკო ყიფიანია, აზერბაიჯანიდან ნარკოტრაფიკის შემსრულებლები გიო და გოგლიკო.

ახლა ჩემი შთაბეჭდილებები:

ბილეთები ძლივს ვიშოვნე – ”ამირანში” ყურმილს არავინ იღებდა, საინფორმაციო ცენტრ 09-ში კი ბილეთების დაჯავშნა ჰიპოთეტურის ტოლფასია

აკა მორჩილაძე საერთოდ ძალიან მომწონს, კარგად წერს.
ლევან თუთბერიძე მშვენიერ ფილმებს იღებს. სამწუხაროდ, ბევრი არაა ცნობილი. ”წარსულის აჩრდილები” გახსოვთ?

დარბაზი სავსე იყო. ახალგაზრდები ძირითადად. ფილმის თემა უცხო არავისთვის იყო. გოგლიკომ – ტიპიურმა თბილისელმა ”მოღადავე კლიენტმა” და ”ნარკამანმა” ხალხის სრული კეთილგანწყობა დაიმსახურა. მის ყოველ რეპლიკაზე სიცილი ტყდებოდა.

თუმცა შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ ისტორიას სახალისოდ უფრო აღიქვამდა მაყურებლების უმეტესობა, ვიდრე სერიოზულად.

რამოდენიმე შეცდომა (რა თქმა უნდა, ეს ჩემი პირადი აზრია) შევამჩნიე:

  • მანქანის ნომრები ერთ-ერთ ტაქსზე იყო არა ძველი, საბჭოთა, არამედ ახალი – ქართული. არადა ფილმის მოქმედება ხდება 1992-93 წლებში (თუ სწორად მახსოვს ყარაბაღის კონფლიქტის დრო).
  • ”ვოლგას”, რომლითაც გმირები გაემგზავრნენ, აშკარად შეეტყო, რომ წინა საქარე მინაზე (ხო, კაი, ”პარპრიზზე”) ტექდათვალიერების (”ტეხასმოტრის”) ნიშანი კარგად ვერ ააფხიკეს.
  • იმ ბნელ წლებში ხალხს ტანსაცმელი მაინც ცოტა სხვანაირი ეცვა, ვიდრე დღეს. რაღაც სხვანაირი, როგორ ავხსნა… გახსოვთ ალბათ.
  • აზერბაიჯანული და სომხური დიალოგებიც რომ ეთარგმნათ (სუბტიტრებით მაინც) არ იქნებოდა ურიგო.
  • მთელ ფილმს დასდევს ინგლისური სუბტიტრები (აზერბაიჯანულ და სომხურ დიალოგებს – არა). ტიტრებიც – შემსრულებლები, რეჟისორი – ინგლისურად იყო. ალბათ ასე მაინც უსახსრობის გამო მოხდა – წინააღმდეგ შემთხვევაში ორი ფირი უნდა დაემონტაჟებინათ – ერთი ქართული, მეორე ინგლისური.

თუმცა არა უშავს. ამ დეტალებს არა აქვს დიდი მნიშვნელობა. მშვენიერი ფილმი გამოვიდა.

ძლივს არ ვნახე ადამიანურად გახმოვანებული ქართული ფილმი! ინტონაციები – თავის ადგილზე, არტიკულაცია ემთხვეოდა ლაპარაკს.

აი ცოტა არაბუნებრივი კი იყო მაინც ერთი-ორი ფრაზა. ძირითადად, როცა ჟარგონზე მიდიოდა ”ბაზარი”.

ათბალიანი სისტემით მე ამ ფილმს 9 ქულით შევაფასებდი.

ხალხნო, წადით, ნახეთ! 20 ოქტომბრამდეა მარტო!

ხშირად გაუშვით ქართული ფილმები, ბიძია ბიზნესმენებო, ნუ გეშინიათ, მოიტანს შემოსავალს!
მხოლოდ იმიტომ მოვა ხალხი, რომ ქართულ ფილმს გაუშვებთ.

>ბოლო 50 წლის 50 ფოტო

>World Press Photo – არსებობს ასეთი ორგანიზაცია.

და 1955 წლიდან, ყოველ წელს ატარებს კონკურსს ”საუკეთესო ჟურნალისტური ფოტო”

ახლა შეაჯამეს 50 წლის განმავლობაში გამარჯვებული ფოტოები, და გამოაქვეყნეს:

  • შეგიძლიათ ნახოთ ფლეშ-ვერსია (ნიდერლანდულ საიტზეა, რატომღაც)

მძიმე ფოტოებია.
ბევრი.
უმეტესობა.


წყაროს მითითების გარეშე, რა თქმა უნდა, არ გამოვა – გახსოვთ, ადრე ერთი ლატვიური ბლოგი ”ჟურნალი” რომ შევნიშნე? აი, სწორედ მანდ ვიპოვნე ეს ინფორმაცია.

ტეგი:

>ქართული მარაზმები

>რას აღარ იპოვნი ადამიანი…

მეტრო ”რუსთაველის” კედელზე ასეთი სურვილი გამოთქვა ერთმა ახალგაზრდამ – ანრი მიქელაძემ. 🙂


სავარაუდოდ არის 15-16 წლის გოიმი. ტელეფონი – 96-37-34 (თუმცა, ნომერი შეიძლება გადაკეთებულიც იყოს) 🙂

ყველაზე მეტად მომეწონა კომენტარი, რომელიც იქვე იყო ფანქრით მიწერილი – ”მეც გავიცნობ, ბ-ი ვიყო”…

ამ ხალხს მეტი საქმე არა აქვს ეტყობა.

ანრი, ძმაო, წადი, შენი კლასელი გოგონები დაპატიჟე ნაყინზე, კუს ტბაზე გაისეირნეთ, ბოლო-ბოლო, კინოში წაიყვანე…

ტეგი: