>სიყვარული? სექსი?

>ვერ დავადგინე მაინც.
მბრუნავია და ვერტიკალური, თუ უსასრულობა პლიუს/მინუს ?
თუ დაფრინავს, არ დადის?

🙂

იმდენი არის ნალაპარაკები, ნამღერი, დაწერილი, დახატული…

კაცმა არ იცის, სინამდვილეში როგორია. (არც ქალმა)

გუშინ დიდი ხანი ვილაპარაკეთ ამაზე. ვიჩხუბეთ – აბა, სხვანაირად ქართული დისკუსია ხომ არ მიმდინარეობს…

რამდენ ადამიანს შეუძლია დარწმუნებით თქვას, რომ მართლა ყვარებია?

რისგან შედგება სიყვარული? რა გრძნობებისგან? მუხლების კანკალი? გულის ფანცქალი? 🙂 ? არავინ არ იცის.

ეს ხომ ყველა ადამიანს თავისებურად აქვს. ზოგსთვის ასეთია, სხვისთვის – სხვანაირი.
ძნელი გასარჩევია. მთავარია, დაემთხვას – ორმხრივი იყოს.

და სექსი ხომ საერთოდ… მაინც ვერ გავიგე, კიდევ ტაბუდადებულია ეს თემა? აბა, ემანსიპაციაო, თავისუფლებაო… სადღა არიან ქალიშვილებიო…

ეგ სულ არ მაინტერესებს, არიან თუ არ არიან.

ილაპარაკონ ამაზე, იფიქრონ. აი ესაა მთავარი. ბიჭებმაც და გოგოებმაც. თორემ – бродят в потёмках გამოდის.

მოკლედ, რთული, ძალიან რთული პერიოდი დაგვიდგა. გარდატეხის დრო.

ვნახოთ, ვნახოთ.

Advertisements

8 thoughts on “>სიყვარული? სექსი?

  1. >რა უნდა ვნახო და მაინტერესებს, როგორ ჩაივლის სექსუალური რევოლუციის მეორე ტალღა საქართველოში.რა დაგვრჩება და რა დაიკარგება ძველი ტრადიციებიდან, აგრეთვე – რას შემოვიღებთ დასავლეთიდან.საერთოდ, ვთვლი, რომ ამ თემაზე – სიყვარულზეც და სექსზეც – ტაბუს დადება არასწორია.

  2. >მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ძირითადად წრეებს ურტყამს, თანაც, ცენტრალურ ლაინდაგზე კი არ დადის, არამედ სადღაც პერიფერიულ, დამალულ სადგურებზე ჩაიქროლებს ხოლმე.დროა, ერთი ხმამაღლა დააგუგუნოს საყვირი, არა?

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.