>სიყვარული? სექსი?

>ვერ დავადგინე მაინც.
მბრუნავია და ვერტიკალური, თუ უსასრულობა პლიუს/მინუს ?
თუ დაფრინავს, არ დადის?

🙂

იმდენი არის ნალაპარაკები, ნამღერი, დაწერილი, დახატული…

კაცმა არ იცის, სინამდვილეში როგორია. (არც ქალმა)

გუშინ დიდი ხანი ვილაპარაკეთ ამაზე. ვიჩხუბეთ – აბა, სხვანაირად ქართული დისკუსია ხომ არ მიმდინარეობს…

რამდენ ადამიანს შეუძლია დარწმუნებით თქვას, რომ მართლა ყვარებია?

რისგან შედგება სიყვარული? რა გრძნობებისგან? მუხლების კანკალი? გულის ფანცქალი? 🙂 ? არავინ არ იცის.

ეს ხომ ყველა ადამიანს თავისებურად აქვს. ზოგსთვის ასეთია, სხვისთვის – სხვანაირი.
ძნელი გასარჩევია. მთავარია, დაემთხვას – ორმხრივი იყოს.

და სექსი ხომ საერთოდ… მაინც ვერ გავიგე, კიდევ ტაბუდადებულია ეს თემა? აბა, ემანსიპაციაო, თავისუფლებაო… სადღა არიან ქალიშვილებიო…

ეგ სულ არ მაინტერესებს, არიან თუ არ არიან.

ილაპარაკონ ამაზე, იფიქრონ. აი ესაა მთავარი. ბიჭებმაც და გოგოებმაც. თორემ – бродят в потёмках გამოდის.

მოკლედ, რთული, ძალიან რთული პერიოდი დაგვიდგა. გარდატეხის დრო.

ვნახოთ, ვნახოთ.

Advertisements

>ქართული გვარ-სახელები

>არ შემიძლია… 🙂
ROFLMAO

გასადიდებლად დააჭირეთ სურათს.

>დაიკარგა დათვი

>
აი, ხუთშაბათს ერთ ბავშვს დარჩა რუსთაველის ”Acid Bar”-ში.
ბარმენს აქვს შენახული.

ტეგი: