>ჭუჭყიანი მაია

>
მე გვარს გადავიკეთებდი…

თქვენ?

Advertisements

>არ წაიკითხოთ!

>ეს პოსტი არავითარ შემთხვევაში არ წაიკითხოთ!

დილის 7 საათზე მოვედი სახლში.
ნასვამი?
არა, მაგარი მთვრალი.
და გაციებული.

გუშინ ჩამოვედი ბათუმიდან და ეტყობა, გზაში გავცივდი.
ან იქაურმა ნესტმა მიქნა. საშინელებაა ბათუმი უმზეოდ.
ახალი შადრევნები ვერ ვნახე.
სამაგიეროდ, გავიარე ახალ გვირაბში, რომელიც მონაკვეთს მახინჯაურიდან ჩაქვამდე ძალიან ამოკლებს – უღელტეხილის სერპანტინის მაგივრად (15-30 წუთი რომ ჭირდებოდა გავლას) გადიხარ მშვენიერ გზას, რაღაც 5 წუთში.

ოღონდ სააკაშვილის დამსახურება არაა ეს გვირაბი. ასლან აბაშიძემ დაიწყო მშენებლობა, თუ ვინმეს დაგავიწყდათ.

კაფე “Привет из Батума” – აუცილებლად წადით. ძალიან ლამაზი ინტერიერი და შესანიშნავი კერძები/ფასები.

წავედი, კონიაკს ჩავარტყამ, და ასპირინს დავაყოლებ. მერე კი ამ ყველაფერს ყავით გავაზავებ.

ეგებ მიშველოს.