>30Gigs.com – Home to the 30 Gigabyte Webmail Service

>30Gigs.com – Home to the 30 Gigabyte Webmail Service

მგონი ყველაფერი გასაგებია.

30 გიგაბაიტს გვპირდებიან.

დატესტვა ღირს ალბათ.

არ ვიცი…

წყარო

Advertisements

>მშვენიერი სიმღერა – iiiiiiii

>iiiiiiii.com

უკომენტაროდ.

აუცილებლად ნახეთ!

ყველამ!

>2005 – ფიზიკის მსოფლიო წელიწადი

>
1905 წელს ალბერტ აინშტაინმა გამოაქვეყნა სამი საშრომი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა სამყარო – ფოტოეფექტის შესახებ, ფარდობითობის თეორიის შესახებ და ბრაუნისეული მოძრაობის შესახებ. აინშტაინმა ამ ნაშრომებში ნობელის პრემია აიღო, თუმცა ამ სამიდან ერთ-ერთიც საკმარისი იქნებოდა.

არ მკითხოთ, ეს რა არის, არ ვიცი 🙂 ვინც საკმარისი ინგლისური იცის, წაიკითხეთ ვიკიპედიაში.

ამ წელიწადს ეწოდა annus mirabilis ანუ საოცრებათა წელიწადი (ლათ.).

100 წლის შემდეგ, ამ თარიღის აღსანიშნავად იუნესკომ გადაწყვიტა, 2005 წელი ფიზიკის მსოფლიო წელიწადად გამოეცხადებინა. ამასთან დაკავშირებით, გერმანიის მთავრობამ და გერმანულმა საზოგადოებამ გამოაცხადა ინიციატივა – აინშტაინის წელიწადი. ამ ინიციატივის ფარგლებში ჩატარდება უამრავი კულტურული თუ სამეცნიერო ღონისძიება.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მინდა შემოგთავაზოთ აინშტაინის ერთი ამოცანა, რომელზეც ის ამბობდა, რომ მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 2 % შეუძლია მისი ამოხსნა.
ამ ამოცანის შესახებ ადრეც გაგონილი მქონდა, მაგრამ არ მახსოვდა შინაარსი. ეხლა კი აი, აქ ვიპოვნე და ”გადმოვაქართულე”:

  1. გვაქვს 5 სხვადახხვა ფერის სახლი.
  2. თითო სახლში თითო განსხვავებული ეროვნების ადამიანი ცხოვრობს.
  3. თითოეული ეს ადამიანი სვამს გარკვეული სახის სასმელს, ეწევა გარკვეული დასახელების სიგარეტს და ჰყავს ერთი გარკვეული ჯიშის ცხოველი.
  4. ხუთივეს სხვადასხვა სასმელი და თამბაქო აქვს, სხვადასხვა ცხოველი ჰყავს.

შეკითხვა: ვის ჰყავს თევზი?

მინიშნებები:

  • ინგლისელი ცხოვრობს წითელ სახლში
  • შვედს ჰყავს ძაღლი
  • დანიელი სვამს ჩაის
  • მწვანე სახლი დგას თეთრი სახლისაგან მარცხნივ
  • მწვანე სახლის ბინადარი სვამს ყავას
  • ადამიანს, რომელიც ეწევა Pall Mall-ს, ჰყავს ჩიტი
  • შუა სახლის ბინადარი სვამს რძეს
  • ყვითელი სახლის ბინადარი ეწევა Dunhill-ს
  • ნორვეგიელი ცხოვრობს პირველ სახლში
  • Marlboro-ს მწეველი ცხოვრობს კატის პატრონის მეზობლად
  • ცხენის პატრონი ცხოვრობს Dunhill-ის მწეველის მეზობლად
  • Winfield-ის მწეველი სვამს ლუდს
  • ნორვეგიელი ცხოვრობს ცისფერი სახლის მეზობლად
  • გერმანელი ეწევა Rothmans-ს
  • Marlboro-ს მწეველი ცხოვრობს იმის მეზობლად, ვინც სვამს წყალს

მე ამ ამოცანის ამოხსნაზე დამჭირდა 20 წუთი. გამორიცხვის მეთოდით ისარგებლეთ.
ვის რამდენი დრო დაგჭირდებათ? დაწერეთ კომენტარებში.

>თარგმნეთ თქვენი სახელი ჩინურად

>ჩემი სახელი ჩინურად არის:

bi4 ke1 gong1

ბი კე გონგ

Bi Ke (science) Gong (respectful, polite, reverent)

თარგმნეთ თქვენც თქვენი სახელი

წყარო

>ნაშთი ძველი დიდებისა…

>

Chalk & Charcoal
Photocopy

Original


გუშინ
ღამის პირველი საათი
ხიდის ქუჩა # 3 (თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე ქუჩა, სულ 4 სახლია)
ძველთაძველი ტელეფონი
თან მუშაობდა (Stalker-მა შეამოწმა)
მანვე მირჩია, დამედო ეს ფოტო აქ.
ფოტოშოპში უკვე მე ვივაჟკაცე 🙂

ტეგი:

>Google Fight : ნახეთ, ვინ გაიმარჯვებს ბრძოლაში

>Google Fight : Make a fight with googleFight

სტატისტიკის მოყვარულთათვის:
Shevardnadze: 510 000 შედეგი
Saakashvili: 383 000 შედეგი

ანუ, Google-ის ორთაბრძოლაში გამარჯვებული ამჯერად გამოვიდა შევარდნაძე!

შეგიძლიათ ნებისმიერი ორი სხვა სიტყვა ”დააჯახოთ”.
ქართული ასოები არ ესმის 🙂