>Subaru Impreza WRX STi

>ამ მანქანის გარეშე არ შეიძლება ბლოგის დატოვება, რახან ლანსერი გამოჩნდა… 🙂

სიგრძე – 4,415 მეტრი
ბორბლების ბაზა – 2,252 მეტრი
ძრავი – 4 ცილინდრი, 2 ლიტრი, 265 ცხენის ძალა, ტურბო
მუდმივი 4×4 (ანუ AWD)


ტეგები: ,

Advertisements

>Mitsubishi Lancer Evo X

>სიტყვები არ მყოფნის.

ფანტასტიური მანქანა.

წითელი ტაქსები რო დადიოდა თბილისში, ეგენი იყო Mitsubishi Lancer-ები. მერე გამოუშვეს Evo მოდიფიკაცია (მე-8 მოდელამდე) და WRC-ში (რალის მსოფლიო ჩემპიონატი) ეს მანქანები შესანიშნავად ასპარეზობდნენ (რა სიტყვა გავაძრე, თქვი!)

ახლა კი – ახალი Mitsubishi Lancer Evo X! (ჯერ მხოლოდ კონცეპტ-კარია)


გამოშვება დაგეგმილია 2007 წლიდან.
შესრულებულია რალის სტილის საუკეთესო ტრადიციების თანახმადა.
მუდმივი 4×4
სიგრძე – 4,5 მეტრი
ბორბლების ბაზა – 2,65 მეტრი
ძრავი – 4 ცილინდრი, 2 ლიტრი, 300 ცხენის ძალა
გადაცემათა კოლოფი – 6 სიჩქარე, 2 კონუსი

ტეგები: ,

>ბლოგერები და მათი თემები

>რა უცნაურია ეს ხალხი. მასა.
ვათვალიერებ ამ ბლოგებს, ვათვალიერებ და უფრო და უფრო მეტად მიკვირს მათი.

რა თემას აღარ უძღვნიან ბლოგებს – ”ჩემი თოჯინა ბარბი” ან ”ჩემი ძაღლი ბარბოსი” 🙂
კი, ალბათ საინტერესოა ასეთი ბლოგების კითხვა, მაგრამ მე უფრო ხარისხიანი ინფორმაცია მაინტერესებს – სიახლეები ინტერნეტში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კულტურის ამბები.

იმდენი ინფორმაციაა უკვე მსოფლიო ქსელში, და ისეთი სისწრაფით ვრცელდება, რომ ნამდვილად ვეღარ აუხვალ ერთი ადამიანიამდენი რამის კითხვას (თუ ძებნას).

იცით, რომ ინტერნეტში ძებნა უკვე ცალკე უნარად ითვლება? ანუ, CV-ში უკვე თამამად შეგიძლიათ მიუთითოთ, თუ გაქვთ ასეთი გამოცდილება და უნარი.

სადამდე განვითარდა ადამიანი… ტექნიკა. საზოგადოება.

ჩვენ კიდე, საქართველოს ვგულისხმობ, ისევ ერთ ადგილზე ვართ. შეიხედეთ ქართული საიტების რეიტინგში, გული გაგისკდებათ.

ბმულების 90% ჯერ კიდევ დაუმთავრებელ, სულაც ერთგვერდიან საიტებზე მიუთითებს. დიზაინზე საერთოდ არ ვლაპარაკობ 😦 თანაც, ეს არ ეხება პერსონალური გვერდების დიზაინს, ჩვეულებრივ ადამიანს არც მოეთხოვება, ფანტასტიური დიზაინერი იყოს. კორპორაციებზე და ფირმებზე მაქვს საუბარი.

ყველაზე მეტად მაღიზიანებს ის, რომ ისევ აკადემიურ ან ლიტერატურულ ნუსხურ (ესეც, საუკეთესო შემთხვევაში) შრიფტებს იყენებენ. ამდენი ხნის განმავლობაში დაახლოებით 100 სხვადასხვა ქართული შრიფტის დაყენება დამჭირდა, რომ მეკითხა ამათი საიტები.

ეს ოხერი, არსებობს უკვე უნიკოდ-სტანდარტი ქართული შრიფტისთვის, ხო? მერე, დაჯექი და ერთ დღეში გადაწერ მთელ საიტს. და პარლამენტის საიტზე იეროგლიფების მაგივრად გამოჩნდება… ჰმ, მანდ რაც არ უნდა დაწერო, მაინც ნაგავია, აზრი არა აქვს.

ხო, რაზე ვყვებოდი.
ანუ მინდოდა ამეხსნა, რატომაც არ ვწერ ამ ბლოგში ასეთი ტიპის სტატიებს – ”დღეს პახმელიაზე გავიღვიძე” ან ”მაგარი ნაშების ტელეფონები ვის გინდათ”. 🙂

მაგრამ ახსნა არ გამომივიდა. უბრალოდ, არ ვწერ და მორჩა. ვისაც ეგეთი რაღაცეები გაინტერესებთ, რეიტინგში ბევრს ნახავთ 🙂

ტეგი:

>Abkhazia – A Vacation in a Non-Existent Country

>
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოჟურნალისტური სააგენტო – მაგნუმი.

ამ სააგენტოში მუშაობდა თითქმის ყველა დიდი ფოტოგრაფი, რომელიც დღეს უკვე კლასიკოსად ითვლება.

მსოფლიოს სხვადასხვა წერტილი, კონფლიქტის ზონები, ომები, ნიუ-იორკისა და ლონდონის ღამის კლუბური ცხოვრება, ციხეები, გეოგრაფიული აღმოჩენები…

მაგნუმის ფოტოგრაფები ყველგან არიან ნამყოფები.

და აი, აფხაზეთშიც ჩამოვიდნენ – იონას ბენდიქსენი.

ალბათ, აფხაზების დამოუკიდებლობის დღის აშსანიშნავად.

(აუ, უკვე მეზარება ცალკე წინადადებების წერა – ”დააჭირეთ აქ და წაიკითხეთ” და ეგეთი რაღაცეების. მივხებით ალბათ – ბლოგის პოსტის სათაურს თუ ეჭირება, ესე იგი იქ წაგიყვანთ, სადაც საჭიროა 🙂 აგრეთვე ყველამ იცით, რომ ლურჯად დაწერილი და ხაზგასმული ტექსტი იგივე ფუნქციას ასრულებს)

ამ შემთხვევაში, იონასის სახელი და პოსტის სათაური ერთი და იგივე ბმულზე მიგიყვანენ.

ტეგი: