>თქვენ ნაგავი ხართ, სერ! (სასწორი)

>ამოუცნობი ყოფილა ადამიანი.
რამდენი წელია, ამ დედამიწაზე ვცხოვრობ (არა, არ გეგონოთ, რო მანამდე სხვა დედამიწაზე ვცხოვრობდი, ”ამ” უბრალოდ, ისე, ”შემომეპოსტა” :))

მაინც ვერ შევიცანი. ვერავინ. საკუთარი თავიც კი…

საშინელებაა, როცა გგონია, რომ ვიღაცას უყვარხარ, ვიღაც შენი მეგობარია, შენ მართლა გიყვარს ეგ ხალხი, ისინი კი…
ზურგსუკან გჭორავენ.
დაგცინიან.
იგნორირებას გიკეთებენ.
და თან გიმალავენ ამ გრძნობებს.

ყველაზე ცუდი ეგაა.
გითხრან მაინც.
თუმცა, რა აზრი აქვს, დაკარგავ.

ამ ნაჭერ-ნაჭერ აზრებს რომ გაწვდით, რაში გჭირდებათ რო?
არ ვიცი, გაბრაზებული ვარ და მოწყენილი.

საკუთარ თავს უნდა დაუსვა ეს შეკითხვა – ესენი მართლა ჩემი მეგობრები არიან?
ალბათ, უნდა დაუსვა. მაგრამ ეს უკვე სხვა რაღაცას ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ეჭვიანი ხარ. რომ გარეკილი გაქვს.

თუმცა, ალბათ აქვს ამას თავისი ახსნაც. თუ ასეთი ეჭვიანი გახდი, ესე იგი, საფუძველიც გქონდა. და ისევ საკუთარ თავში უნდა ჩაიხედო, შენი ბრალი ხომ არაა?

ძირითადად შენი ბრალია. იმიტომ, რომ ისე არ იქცევი, როგორც უნდა მოიქცე. ისე აღარ იქცევი, როგორც აქამდე იქცეოდი და როგორც გიცნობდნენ მეგობრები. რატომაც გემეგობრებოდნენ (საშინელი სიტყვაა, არა?) – ისეთი, და ის – აღარ ხარ.

გინდა საერთოდ ასეთი მეგობრები? ვისაც შენ არ უნდიხარ? გინდა, ისევ ისეთი გახდე, როგორიც აქამდე იყავი?

უნდა დაფიქრდე, რამ გამოიწვია ეს. ორი მარტივი მიზეზია – და პასუხიც, შესაბამისად, ორია:

  1. ან შენ დააშავე რაღაც, არასწორად მოიქეცი, და უნდა გამოსწორდე.
  2. ან უბრალოდ, განვითარდი, გაიზარდე. ისინი სხვა გზით მიდიან.

ვინაა რო ამის მთქმელი? ვინ აღიარებს, რომ შეცდა? ვინ აღიარებს, რომ ჩამოგრჩა?
არავინ.
ამიტომაცაა, რომ აღარ უნდიხარ.

ამიტომ სხვა ადამიანმა, შენმა სხვა მეგობარმა უნდა მიგახვედროს. ან პირდაპირ გკითხოს. და გაგარკვევინოს.
და მაგასაც დაკარგავ.
ძველ მეგობრებს – ისევ შეიძენ.
იმათ, ვინც გატყუებდა, თვალებს გარიდებდა და გულახდილი არ იყო. ისევ ერთად იქნებით.

ის კი, სხვა, მართლა მეგობარი, რომელმაც თვალი აგახელინა და მიგითითა – წავა. შენ გაუშვებ. და აღარ მოგინდება.

მართლაც და სასწორია ეს ცხოვრება. ან ერთი გადაწონის, ან მეორე.
შუაში ვერ გაჩერდება. მაშინ სასწორზე არაფერი არ უნდა იდოს, შუაში რომ გასწორდეს.
და არაფერი თუ არ გაქვს სასწორზე დასადები, ადამიანი ხარ საერთოდ?

Advertisements
This entry was posted in კატეგორიის გარეშე and tagged . Bookmark the permalink.

4 thoughts on “>თქვენ ნაგავი ხართ, სერ! (სასწორი)

  1. >”მართალს ბაზრობ” :Dიცი რა არის, შენ არ გქონია რომ ვიღაცასთან აღარ შეგიძლია მეგობრობა? ისეთთან, რომელიც შენი ბავშვობის მეგობარია და დიდი ხანია ერთად ხართ? ეს ალბათ იმიტომ ხდება რომ შენ განვითარდი, ან უბრალოდ სხვადასხვანაირად განვითარდით და ის ინტერესები, რაც ასე გაახლოებდათ და გაკავშირებდათ 17-18 წლის ასაკში, ეხლა შენთვის აღარაფერს ნიშნავს.ცოტა ძნელია ეს ყველაფერი. მაგრამ ზურგსუკან გაჭორვა საჭირო არ არის. ხანდახან მაინც ისე ხდება რომ არ შორდები, იმდენად დიდხანს იყავით ერთად რომ ეხლა ესე ვერ გაწყეტ ურთიერთობას, მაინც ინარჩუნებთ და მეგობრობთ.მინდა გითხრა რომ მეც მქონია მსგავსი რამ… აღარ შემძლებია ურთიერთობა ვიღაცეებთან, რაღაცით მაღიზიანებდნენ, არ მაინტერესებდა უკვე ის, რაც იმათ ან იმას კიდევ აინტერესებდა(თ), ქცევები ნერვებს მიშლიდა და ხშირი ურთიერთობა აღარ შემეძლო. მაგრამ სხვა მეგობრებათან ნამდვილად არ გამიჭორია არავინ. არც ზურგსუკან.მერე ხვდები რომ მაინც ძალიან გიყვარს ის ადამიანი, თუმცა სხვადასხვა გზა გაქვთ, მაგრამ დაკარგვა მაინც არ გინდა. მოკლედ…ზოგი ამბობს, რომ ნამდვილი მეგობარი მარტო ბავშვობის მეგობარი შეიძლება იყოს. რატომ? კი, რა თქმა უნდა ეს სულ სხვაა (როგორც ბალი. ჰარც.) და ძალიან მაგარი რამეა, მაგრამ შეიძლება ცოტა მერეც შეიძინო მეგობრები, რომლებიც ძალიან ახლობლები გახდებიან შენთვის, ერთი-ორი მაინც. და ეს იმ დროს ხდება, როცა მართლა ჩამოყალიბდები საბოლოოდ და ხვდები რა გინდა და რა გაინტერესებს და ხვდები ისეთ ადამიანებს, რომლებთანაც ძალიან ბევრ საერთოს აღმოაჩენ და რომლებთანაც ძალიან კარგად გრძნობ თავს და ხშირი კონტაქტის სურვილიც გაქვს. ეს დაახლოებით 20-24 წლის ასაკში შეიძლება მოხდეს.მაგრამ ეს ყველაფერი არ გაძლევს უფლებას, ძველ მეგობარს ცუდად მოექცე. თუ მართლა რამე დააშავა, ჯობია უთხრა. და თუ უბრალოდ აღარ შეგიძლია, ნუღა დაეკონტაქტები. არ არის საჭირო თავი მოაჩვენო მეგობრად.კი, ძალიან რთულია და ცუდია ეს ყველაფერი, მაგრამ ესეა.მაგრამ მეგობრობა მაგარი რამეა. ვგიჟდები :DჰარცZ.

  2. >მე ყოველთვის ვცდილობ, მოვექცე ხალხს სამართლიანად.და პირფერობას ვერ ვიტან.თუ ვინმესთან ურთიერთობა მიხარია – მან ეს იცის.თუ ვინმეს ნახვა მეზარება – იმანაც იცის…მეგობრებს თითქმის ყოველთვის ყველაფერს ვეუბნები – რაც მომწონს, და რაც არ მომწონს…

  3. გამოხმაურება: ტანჯული სული « დღიური

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.