>შავი ზღვის ფაუნა

>
ლუბომირ კლისუროვი.

ბულგარელი წყალქვეშა ფოტოგრაფი.

ვინც არ იცის, ჩვენ და ბულგარეთს საერთო სააბაზანო ოთახი გვაქვს – შავი ზღვა. 🙂
ჰოდა დაცურავს ეს კაცი ჩვენს აბაზანაში, დაცურავს და დაცურავს…

უი, გავუბერე.

მოკლედ, დაცურავს და იღებს საკაიფო ფოტოებს.

შედით აქ და ნახეთ.

წყარო: სახალისო.ინფო

ტეგი:

Advertisements

>Город Припять

>

Главная страница Pripyat.com

ნახეთ, უკრაინულ ქალაქ პრიპიატს აქვს შესანიშნავი ვებ-გვერდი.
ძალიან მომეწონა იდეაც, განხორციელებაც, დიზაინიც.
და ფოტო მთავარ გვერდზე.

თუმცა, მე მანდ სულ სხვა რამის გამო შევედი. ჩერნობილის ფოტოგალერეა…
😦

ვინც არ იცის, ეს ის ქალაქია, ჩერნობილისაგან 18 კილომეტრის დაშორებით, სადაც სინამდვილეში იდგა ლენინის სახელობის ატომური ელექტროსადგური და სადაც მოხდა 1986 წლის ტრაგედია

ტეგი:

>Siemens M65 Carbon Black Rolling Stone Edition

>
მაშ ასე, ჩემი მობილურების უახლესი ისტორია:
ნოემბერი 2004 – შევიძინე შესანიშნავი ტელეფონი Siemens CX65 და ვიყავი ძალიან კმაყოფილი.
მერე ავიღე ძველი, ასევე ჩემს საკუთრებაში მყოფი Siemens C55-ის დატა-კაბელი და შევედი სიმენს-კლუბის საიტზე.

აი, აქ კი დაიწყო თავდავიწყება…

ყველანაირი ”ნავაროტკა”, რაც კი შემეძლო და არ შემეძლო წარმომედგინა, გავუკეთე ტელეფონს. მოკლედ, ისეთ მაგარ ”ვიდზე” მოვიყვანე, რომ მეტი მომინდა და ეს Siemens CX65 მომბეზრდა.

თანაც, მაისში ვიყავი სემინარებზე ჰამბურგში (გერმანიაში), და იქ ტელეფონს ნოსტალგია დაეწყო… სამშობლო მოენატრა, თავისი სუპერთანამედროვე ქსელებით და ა.შ… 😦

საქართველოში რომ დავბრუნდით, გამომიცხადა: ”ამ ერთი კვირის განმავლობაში მივხვდი, ჩემი ადგილი გერმანიაშიაო”.
ან გამიშვიო, ან თავს მოვიკლავო.
და გამოაცხადა შიმშილობა. აღარ იტენებოდა, აღარც ქსელს არ იჭერდა… მოკლედ, სრულ იზოლაციაში მოიქცია თავი.
ერთი-ორჯერ სუიციდიც სცადა – ხან ჯიბიდან ამოხტებოდა, ხან წყალში ჩავარდნას ლამობდა…

წავიყვანე ექიმთან, ვუმკურნალე (ძალით) და გავუშვი. აღარ შემეძლო მისი საცოდაობის ყურება.

მერე შევიძინე სხვა ტელეფონი – ნოკია 8910, მაგრამ ძალიან გამაწვალა, რკინის იყო, ცივი, თანაც ბებერი, სულ ბუზღუნებდა და ზუზუნებდა, ”გაფუჭებულ ტელეფონს” ეთამაშებოდა ხოლმე ჩემთან მოსაუბრე ხალხს.
სულ რაღაც 4 თვე მქონდა და მივხვდი – სიმენსის გარეშე არ შემიძლია…

წავედი და ვიყიდე!

მიხარია!

>I Love Tbilisi

>აქამდე ასეთი შინაარსის სურათები არ გამომიქვეყნებია, და არც გამოვაქვეყნებ.
თუმცა, ამ ქალბატონმა ჩემი ყურადღება სულ სხვა რამის გამო მიიქცია.
გამოიცანით 🙂

>ინტერნეტის საერთაშორისო დღე

>გილოცავთ ყველას ინტერნეტის საერთაშორისო დღეს! (ოღონდ რატომღაც მარტო რუსეთში, დანარჩენი მსოფლიო მას 4 აპრილს აღნიშნავს).

მრავალს დაესწარით!

დაე თქვენი შეერთება ინტერნეტთან მუდამ 100 მბ/წმ იყოს!

ნახვამდის, მოდემო და გამარჯობა, რუტერო! (ვინც არ იცის, ეს რეებია, დაეკითხეთ მცოდნე ხალხს, მე მეზარება ახსნა 😉 )

ნურასოდეს შეგხვდებათ გვერდი 404!

და არ დაგავიწყდეთ – ინტერნეტს ბევრი რამე შეუძლია – მას შეუძლია, ერთ წუთში ვარსკვლავად გაქციოთ, ერთ დღეში კი დაგაჩლუნგოთ! 🙂

არ დაივიწყოთ ბეჭდვითი მედია! არ გადააგდოთ ქაღალდი და კალამი.

წაიკითხეთ წიგნი.

მაგალითად, გაბრიელ გარსია მარკესის ”მარტოობის ასი წელიწადი” (ლინკს ვერ ვდებ, არაა ინტერნეტში).
მოკლე შინაარსი – ეს წიგნი არის ერთ ოჯახზე, რომელსაც არ ჰქონდა ინტერნეტი. ნაწარმოებში ფანტასტიურადაა აღწერილი ის ხრიკები, რასაც ხალხი გასართობად იგონებდა ადრე, როცა ინტერნეტი არ არსებობდა.

თუ წაკითხული გაქვთ ეს წიგნი, მაშინ გაეცანით ჯორჯ ორუელის ნაწარმოებს ”1984”. აქ აღწერილია ის საშინელი დრო, როდესაც გლობალური ქსელი სამუდამოდ დაიკავებს თითოეული ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს…

>MUZORAMA

>MUZORAMA

ძალიან საინტერესო რამე ვიპოვნე!
უფრო სწორად, მეილინგ-ლისტი წავიკითხე ყურადღებით 🙂
აქამდე თვალს გადავავლებდი და ვშლიდი ხოლმე.
ეხლა – აღარ ვიზამ
კომუნას ბლოგი – მუზორამა

შედით, წაიკითხეთ, მოუსმინეთ, გადმოიწერეთ!
და დაუტოვეთ კომენტარები, გაუხარდებათ 🙂

>მომხმარებლები ირჩევენ ბლოგს

>გაზეთი ”ნავიგატორი”
გაზეთი “Компьюлента”


გამოკითხვამ, რომელიც ჩატარდა ბლოგების მიმართ მომხმარებლების დამოკიდებულების გარკვევის მიზნით, აჩვენა, რომ ინტერნეტ-დღიურს ბევრი ენდობა და ვიდრე რამეს შეიძენდეს, ეცნობა ბლოგებს, სხვების გამოცდილების გაცნობის მიზნით. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ინტერნეტ-დღიურებს ”ნორმალური” ადამიანები წერენ, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობიან და გვიზიარებენ.

გამოკითხულების 77 % განაცხადა, რომ ბლოგების რეგულარული კითხვა მათ საშუალებას აძლევს, ყველაფერი გაიგონ იმ ნივთების შესახებ, რომელთა შეძენასაც აპირებენ. იმის გამო, რომ ბლოგები დამოუკიდებელნი არიან, ბევრი მომხმარებელი დარწმუნებულია, რომ მათი ნდობა უფრო შეიძლება, ვიდრე კომერციული და კორპორაციული საიტებისა, რომლებიც მიმართულია ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მარკეტინგულ ინტერესებზე.

”მომხმარებელი დაიღალა იმით, რომ მას ხშირად აიძულებენ, შეიძინოს ნივთები, რომელთა ხარისხიც არ არის დამაკმაყოფილებელი და ამიტომაც საკვირველი არაა, რომ იგი ბლოგებს მიმართავს. თანაც, ინტერნეტ-დღიურში ჩაწერილი ინფორმაცია ხომ საკმაოდ დიდი აუდიტორიის ინტერესის საგანი ხდება” – აღნიშნა კომპანია Hostway-ს (გამოკითხვის სპონსორი კომპანია) პროექტების მენეჯერმა.

ბლოგში მითითებული ინფორმაცია განსაკუთრებულ ზეგავლენას ახალგაზრდების (25-34 წლამდე) 80 % ახდენს. გასათვალისწინებელია, რომ ინტერნეტ-დღიურებს დიდად არც სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუაალებები ჩამორჩებიან. ანუ, ბლოგებსა და ჟურნალებს თანაბრად ენდობა გამოკითხულთა 49 %, ბლოგებსა და გაზეთებს – 46 %, ხოლო ტელევიზიასა და ბლოგებს – 40 %.

ტეგი: