# 20 რამ, რაც არ ვიცოდი 20 წლის ასაკში

1\. **გარშემო ყველას უნდა, რომ ჩლუნგები ვიყოთ**. რაც უფრო ჩლუნგია მოსახლეობა, მით უფრო ადვილია გაყიდო შენი პროდუქტი. ტელევიზორის დიაგონალის ზომა ადამიანის ინტელექტის უკუპროპორციულია.

2\. **ნუ დაუჯერებთ განათლების სისტემას**. სასწავლო პროგრამა უკვე მაშინ იყო მოძველებული, როცა მისი გამოგონება დაიწყეს. გამონაკლისი – ზუსტი მეცნიერებები.

3\. **იკითხეთ რაც შეიძლება მეტი, გაუჩერებლივ**. ადამიანმა არასოდეს იცის, რაში და როგორ გამოადგება ახალი ცოდნა. მაგრამ ამისათვის მომზადებულები უნდა ვიყოთ.

4\. **ისწავლეთ გარშემომყოფებთან ურთიერთობა**. ხალხისათვის თავის არიდება წაგაგებინებთ, ხელს შეგიშლით სასარგებლო კონტაქტების გაბმაში.

5\. **სიმორცხვე – დროის ფუჭი ფლანგვაა**. ნუ დანებდებით ემოციებს.

6\. **თუ რამე არ მოგწონთ მეორე ადამიანთან ურთიერთობაში, იცოდეთ, რომ სწორედ ეს "რაიმე" იქნება ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი**.

7\. **რაც შეიძლება ხშირად ეკონტაქტეთ უფროსი ასაკის ხალხს**. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ მათი ღირებულებებისა და ფასეულობების, შეხედულებებისა და მსოფლმხედველობის შესახებ.

8\. **იპოვნეთ ხალხი, რომელთა საქციელიც აღტაცებისა და მიბაძვის ღირსია** – და შეეცადეთ, აჯობოთ მათ.

9\. **დროსთან ერთად ხალხი უფრო კონსერვატიული ხდება**. თუ რაიმე რისკიანის გაკეთება გინდათ, ახალგაზრდობაში უნდა მოასწროთ. საერთოდ, რეფორმატორობა ცოდნისა და გამოცდილების არქონის შედეგია და არა გათვლილ–გაანგარიშებული მოქმედების.

10\. **ნუ დახარჯავთ ფულს სისულელეებზე**: დააგროვეთ თანხა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის (მათ შორის, საკუთარი საქმის/ბიზნესის/სტარტაპისათვის). ეს გასწავლით ასევე ფულის დაზოგვას და გამოზომილ ხარჯვას – მიზანდასახულად და ჭკუის დატანებით.

11\. **თუ ასარჩევად გაქვთ საქმე, დახარჯეთ ფული შთაბეჭდილებების მიღებაზე და არა ნივთების შეძენაზე**. ვერაფერი მოგანიჭებთ იმაზე დიდ სიამოვნებას, ვიდრე შთაბეჭდილებები და მოგონებები.

12\. **მას შემდეგ, რაც ისწავლით ფულის ეკონომიას, ისწავლეთ ასევე ფულის შოვნაც**.

13\. **ისწავლეთ პროგრამირება**. ეს უნვერსალური რჩევაა, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა ისწავლოთ რაიმე სასარგებლო საქმის გაკეთება ან ნივთის თქვენი საკუთარი ხელით დამზადება. თუ პროდუქციის წარმოებას აპირებთ, ეს მით უფრო დაგეხმარებათ.

14\. **ნუ აკრიფავთ ზედმეტ წონას ახალგაზრდობაში**. სამომავლოდ ეს წონა შეამცირებს თქვენი ცხოვრების აქტიურ პერიოდს 10–20 წლით.

15\. **ისწავლეთ საჭმლის მომზადება**. საუკეთესო დროა იმისათვის, რომ მექანიკური საქმით დაკავებისას იფიქროთ განყენებულ თემებზე.

16\. **გამოიძინეთ**. ძილის უკმარისობა უარყოფითად მოქმედებს მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხზე.

17\. **ჩაიწერეთ თქვენი ყველა საქმე**. რაც არ უნდა შესანიშნავი მეხსიერება გქონდეთ, ის მაინც არაა საკმარისი, რომ მოიცვათ ყველაფერი.

18\. **იქონიეთ დიდი ოცნება**. მის გარეშე თქვენი ცხოვრება ჩაკეტილ წრეზე სირბილს ემგვანება.

19\. **გახდით თქვენი საქმის სპეციალისტი, ვიდრე საქმიანობის სფეროს გამოიცვლით**. მნიშვნელოვანია, რომ კარგი სპეციალისტი იყოთ, რომ შემდგომში შეძლოთ ზოგადი საქმის კარგად კეთება.

20\. **ნუ შეეცდებით, შეცვალოთ ხალხი**. მოძებნეთ ისეთები, რომლებიც ჯერ არ გაფუჭებულან.

# ბონუსი:

I. **ისწავლეთ რამდენიმე უცხო ენა**. ეს დაგეხმარებათ უცხო კულტურის გაგებაში, ასევე სხვადასხვა სახის შეხედულებებისა და ფასეულობების აღქმაში.

II. **ისწავლეთ გამართულად წერა და კულტურულად ლაპარაკი**. საქმიანი ურთიერთობებისას, ხალხის მართვისას და საკუთარი მოსაზრების გატანისას ამაზე კარგად არაფერი დაგეხმარებათ.

III. **ისწავლეთ ეთიკური კონკურენციის წესები იმ სფეროებში, რომლებშიც საქმიანობთ**. ცხოვრება თავისთავად ძალიან კონკურენტული გარემოა და ამ გარემოში მოძრაობის უნარის არქონა ამცირებს თქვენს შანსებს, შეიცვალოთ და გაიუმჯობესოთ მდგომარეობა ან სოციალური სტატუსი.
