ათას ერთი შეგონება შვილს

1. შვილო, ყოველთვის სჯობია, შენ ჩაგრავდე სხვას, ვიდრე დაჩაგრული დარჩე.

ასე რომ, თამამად წაართვი ხოლმე მეზობელ ბავშვებს სათამაშოები – გაიზრდები და ეს გამოცდილება გამოგადგება.

2. რწმენა სუბიექტურია – მხოლოდ შენია.

რელიგია კი ფილოსოფიურია, შესაბამისად მას ფილოსოფიურად უნდა მიუდგე.

3. ყოველთვის, აუცილებლად გადაინახე ნებისმიერი შემოსავლის 10 %.

ყოველთვის.

4. ხატვა შეიძლება ყველგან.

კედელზეც, კარებზეც, იატაკზეც, წიგნებშიც.

5. წიგნის კითხვაც ყველგან შეიძლება. ნებისმიერ ფორმატში.

ჭამის დროს, ავტობუსში, ტუალეტში.

ქაღალდის, ელექტრონული თუ აუდიოწიგნი – ყველა კარგია.

6. თუ გინდა, რომ საქმე გაკეთდეს კარგად, გააკეთე შენით.

ან გააკეთებინე მცოდნეს. საქმის ნამდვილ მცოდნეს.

7. მანქანა ყოველთვის გარეცხილი და სუფთა უნდა გყავდეს.

და წვიმიან ამინდს ნუ მოერიდები – მანქანა სუფთა უნდა იყოს, და არა მხოლოდ მშრალი.

8. ყოველთვის ისწავლე სხვის შეცდომებზე.

უნდა ისწავლო აუცილებლად.

9. Я не так богат, чтобы покупать дешевые вещи – ძალიან კარგი და სწორი ფრაზაა.

და კიდევ: Скупой платит дважды.

ყოველთვის ჯობია, გადაიხადო მეტი – და იყიდო ხარისხიანი ნივთი.

10. ჩაიცვი სადად, მაგრამ გემოვნებიანად.

ან პირიქით – ჩაიცვი გემოვნებიანად, მაგრამ სადად.

11. დაგვიანება არის mauvais ton.

ნებისმიერ ადგილას დაგვიანება – სამსახურში თუ სადმე სხვაგან. და სამსახურიდან ადრე გასვლაც🙂

12. ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ფასეულობა, ყველაზე დიდი ღირებულება არის მისი განათლება.

ეს არის ინვესტიცია, რომელიც აუცილებლად უნდა გასწიო – და რომელსაც ყოველთვის მოაქვს დახარჯული ენერგიის შესაბამისი შედეგი.

13. იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი იყო, რამდენიმე პროფესია უნდა გქონდეს. ან რამდენიმე რამე უნდა შეგეძლოს კარგად.

ეს დაგეხმარება იმაში, რომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადაირჩინო თავი🙂

14. ითამაშე, სანამ ბავშვი ხარ – მერე ამისთვის აღარ გეცლება, არც არავინ მოგცემს შესაძლებლობას.

ცხოვრება მთლიანად თამაშია – სერიოზულია, მაგრამ თამაშია.

15. ნუ გახდები რეკლამის მსხვერპლი

არ დაუჯერო ყველაფერს, რასაც გეუბნებიან. ყოველთვის გააკრიტიკე და ობიექტურად შეხედე ყველაფერს. შეაფასე და მერე მიიღე გადაწყვეტილება.

16. არ უყურო ტელევიზორს

მართალია, ეხლაც არ უყურებ, სანამ ბავშვი ხარ – იმიტომ რომ არც შენი მშობლები ვუყურებთ. მომავალში კი, ალბათ, აღარც იარსებებს ტელევიზია ამ სახით, ეხლა როგორიცაა.

17. ყოველთვის გადაყარე ხოლმე ძველი ნივთები.

ნუ ინახავ ძველმანებს მარტო იმიტომ, რომ ეს რაღაც “მოგონებას” გიღვიძებს. ეს დაგამძიმებს, სახლს, კარადებს, სარდაფსა და სხვენს გაგივსებს უადგილო ნაგვით. შეეშვი წარსულს – მომავალში იყურე და ხვალინდელი დღით იცხოვრე. მოგონებები კი შენთან დარჩება ისედაც. ყველაზე კარგი ინსტრუმენტი მოგონებებისათვის ალბათ, ისევ და ისევ, უბრალო დღიურია – შეიძლება ყველა ფაქტი არ ჩაიწერო, მაგრამ იმას ხომ დაიმახსოვრებ, რას გრძნობდი იმ მომენტში.

ნურც ძველ ტანსაცმელს ნუ შეინახავ – მსოფლიოში ყოველთვის იარსებებს ხალხი, ვისაც შენზე ნაკლები აქვს ჩასაცმელი, დაეხმარე მათ.

18. ნუ ივლი ფეხშიშველი სახლში, როცა მცირეწლოვანი შვილები გყავს – შეიძლება ლეგოს კუბიკი ისე შეგერჭოს, რომ გაგამწაროს ნამეტნავად😉

19. ისწავლე ლაპარაკი. დაფიქრებით, აწონ-დაწონვით, ასჯერ გაზომვით, მილიონჯერ მოფიქრებით. არ თქვა ისეთი რამე, რასაც ინანებ. არ თქვა ისეთი რამე, რის გამოც მერე ბოდიშის მოხდა მოგიწევს. ისწავლე ისე ლაპარაკი, რომ იცოდე – სად, ვისთან, როდის, რა უნდა თქვა.

20. არასოდეს დააბიჯო საკანალიზაციო ლიუკს. არც ერთი ფეხით არ დადგე. Just, don’t. უბრალოდ, მოერიდე. ყოველთვის.

12 thoughts on “ათას ერთი შეგონება შვილს

  1. აუ პირველს არ ვეთანხმები. არ მიყვარს მთაგვრელები, მიყვარს ის, ვინც არკვევს და სიტუაციას ასწორებს/ანეიტრალებს/აგვარებს.

    მეოთხესაც არ ვეთანხმები. კედლებზე არ შეიძლება და არც ყველა წიგნში.

    დანარჩენებს ვეთანხმები.

  2. 2.))))

    სუბიექტური მხოლოდ სიღრმეა,
    სარწმუნოება ერთია: მართლმადიდებლური ქრისტიანული მრწამსი!
    რელიგია გ ზ ა ა ღმერთისკენ : ამ მრწამსით

    როგორც ლაბირინთში გზა ერთია, დოგმაა! სადაც ადამიანური ცოდნა და ლოგიკა არ მუშაობს! დაახლოებით ასევე ცხოვრების ლაბირინთში გამყვანი მხოლოდ მრწამსია: გამოცხადებითი ცოდნა და არა ადამიანური ფილოსოფიები ( ეს რელიგია არაა), ისინი ლაბირინთში დროის კარგვაა, მოჩვენებითია

    და ბოლოს ამ მრწამსით ზიარებაა საჭირო, რომ ცოდნა — ქმედებაში მოვიდეს

  3. სარწმუნოება ერთი არაა. რომ დაბადებულიყავი ტაილანდის რომელიღაც სოფელში მერე დაიმწყებდი იმის მტკიცებას ბუდიზმია ჭეშმარიტი რელიგიაო რომ დაბადებულიყავი ნეპალში იტყოდი ჰინდუიზმია ჭეშმარიტი რელიგიაო რომ დაბადებულიყავი ირანში იტყოდი ალაჰია ჭეშმარიტი გზაო ასე რომ ყველას იმის სწამს სადაც დაიბადა და ბავშობიდან რასაც აჯერებდნენ ეს ფსიქოლოგიაა. ხოლო სინამდვილეში ღმერთის არსს ვერცერთი რელიგია ვერ ხსნის ჩემის აზრით ჩემთვის ღმერთი სულ სხვა ფენომენია და არა ის რასაც რელიგიები გადმოგვცემენ. მოკლეთ გწამდეს შენ და სხვისასაც ეცი პატივი ნუ უწოდებ სხვის სიწმინდეს მცდარს. თორემ იგივეს გიწოდებს ისიც.

  4. ბევრი ვიცინე-( თანამედროვე შეგონებებიდან ჩანს თუ ნრამდენად პრაგმარულია თანამედროვე ადამიანი,აქედან ზოგიერთ შეგონებას თუ დავნერგსავთ აღმზრდელობით პროცესში მაღალი ღირებულებების გადაფასებას გამოიწვევს ბავშვში, ასევე მოზარდების ცნობიერებაში,ამ შეგონებებიდან ირკვევა თუ რა ოდენ ძლიერია თანამედროვე ადამიანში არასრულფასოვნების კომპლექსი. მაგ.პირველი სხვა დაჩაგრე რომ არ დაიჩაგრო,ასევე სხვას წაართვი რომ გქონდეს, ეს შეგონება მიგვანიშნებს თუ როგორი რთულია ზოგიერთი ადამოიანისათვის წარმატების მიღწევა და თვით დამკვიდრება, ამიტომ ადამიანმა მთავარია მიაღწიოს მიზანს და არ ააქვს მნიშვნელობა თუ ამას როგორ მიაღწევს.ასევე მე -2 საკითხიც საინტერესოა რელიგიის და ფილოსოფდიის გაიგივება თითქოს აზროვნება და რწმენა ზედმეტი ბარგია ადამიანისათვის.კითვას და ცოდნას რა ზსრი აქვს თუ არ ვიაზროვნებთ და ვიმსჯელებთ ამა თუ იმ საკითზე.რაც შეეხება კითხის გარემოს,საინტერესოა რამდენად კომფორტულია ნებისმიერ ადგილას კითხვა თურმე მათავარია ვიკითხოთ და არ ააქვს მნიშვნელობა სად ვართ ან რას ვკითხულობთ).-სხვისი არ ვიცი მაგრამ ჩემთვის ეს შეგონებები იუმორის განცდას იწვევს.

    • ვინ თქვა, რომ თანამედროვე ადამიანი პრაგმატული არ უნდა იყოს?🙂

  5. 3. ყოველთვის, აუცილებლად გადაინახე ნებისმიერი შემოსავლის 10 %.

    ყოველთვის.

    :)))))))) ეს ჩემთვის ნეტა ვინმეს ესწავლებინა. ვისწავლი რა შენგან პაჭო :)))

    ––––––––––––

    8. ყოველთვის ისწავლე სხვის შეცდომებზე.

    უნდა ისწავლო აუცილებლად. – საკუთარზეც🙂

    –––––––––––––
    13. იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი იყო, რამდენიმე პროფესია უნდა გქონდეს. ან რამდენიმე რამე უნდა შეგეძლოს კარგად.

    ეს დაგეხმარება იმაში, რომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადაირჩინო თავი

    უნდა იყო ხარისხსიანი, თუნდაც 1–რამეში, მგრამ ხარისხიანი, იმიტომ რომ შეიზლება ბევრი რამე იცოდე, მაგრამ სათითაო უნარში სხვა გჯობდეს😉

    ––––––––––––
    მეი აი ედ?🙂

    – სხვისი შრომის პატივისცემა;
    – სხვისი წარმეტების გაზიარება, (არა მარტო შეცდომებზე უნდა სწავლობდე, არამედ წარმეტებაზეც)🙂
    – უნდა შეგეძლოს საკუთარ თავზე გაცინება
    – განათლება ინვესტიციაა, სიყვარულის უნარი – ბონუსი🙂 სიყვარული შენი თავის, სხვა ადამიანების, ცხოველების, მწვანე ფოთლების, ყვითელი ფოთლების🙂 მუსიკის, მზის, დილის, ღამის, წვიმის, თოვლის, მთის, ზღვის …… უნდა იცოდე, რომ ასეთი ბონუსი არსებობს🙂
    – მარტო შენ არ გაქვს პრობლემა ცხოვრებაში…. დედამიწაზე 9 მილიარდი ადამიანია, მინიმუმ 9 მილიარდი პრობლემა… და კიდევ, ადამიანს მხოლოდ ისეთი პრობლემა მიეცემა, რომლის მოგვარებაც შეუიძლია🙂 ამიტომ რაც მალე, მით უკეთესი.

    ოლ ფორ ნაუ🙂

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s