პრომეთე – ტრეილერი

ახალი.

საშიში.

ფანტასტიკური.

რიდლი სკოტი.

პრომეთე.

P.S. Alien-ის (“უცხოს”) პრიქუელი ყოფილა :)

>IMDB-ს საუკეთესო 250 ფილმი

>აბა გაიხსენეთ, ხომ გქონიათ ასეთი შემთხვევა, როცა იხსენებთ რომელიმე ფილმის სიუჟეტს, მაგრამ არ გახსოვთ რა ქვია ფილმს?
ან გახსოვთ, რომ რომელიღაც მსახიობი თამაშობდა აქა და აქ, მაგრამ ვერ იხსენებთ მის სახელს?

ყველას (და მათ შორის მეც) აწუხებდა ეს საკითხი მანამდე, სანამ ინტერნეტში ფილმების მონაცემთა ბაზა – “IMDB არ გამოჩნდა.

მათთვის, ვინც არ იცის: აქ მარტო ფილმების შესახებ კი არაა ინფორმაცია მოგროვებული, არამედ სერიალების, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური კინოს შესახებ, ასევე მსახიობების, რეჟისორების, ოპერატორების, გამნათებლების, მონტაჟორების და გადასაღები მოედნის სხვა უცნობი გმირების შესახებაც კი.

ჰოდა, ამ საიტზე შედგენილია ერთი შესანიშნავი სია – ყველა დროის 250 საუკეთესო ფილმი.

ფილმები ამ სიაში ხვდება მაყურებელთა მიერ შეფასების შემდეგ. აქ ითვლება მხოლოდ მუდმივად აქტიური მომხმარებლები მიერ მიცემული შეფასება. საბოლოო ჯამში რეიტინგი გამოითვლება მეტად რთული ფორმულის – ბაიესის ჭეშმარიტი გამოთვლის მიხედვით (არ მკითხოთ, რას ნიშნავს).

ბაიესის ფორმულა, სადაც:
W = საბოლოო რეიტინგი;
V = ფილმისთვის მიცემული ხმათა რაოდენობა;
M = რეიტინგში მოსახვედრად საჭირო ხმათა მინიმალური რაოდენობა (2010 წ. იანვარში M=3000);
R = ფილმის საშუალო შეფასება (ათქულიანი სისტემით);

C = ყველა ფილმის საერთო საშუალო შეფასება (2010 წ. იანვარში C=6.9). 

ნებისმიერი ამ ფილმის ნახვა ღირს მინიმუმ სამჯერ, რასაც გირჩევთ ყველას.
მანამდე კი შევავლოთ თვალი სიას და ყოველკვირეულად 10 ფილმს გადავხედოთ ხოლმე.

ხო, ერთი დეტალი – ქართული IP-დან შესულ მომხმარებლებს უცნაური სათაურები ელანდებათ ხვდებათ ხოლმე – ლათინური ასოებით დაწერელი ფილმის ქართული სახელწოდება (დააკვირდით მე-6 ფილმს).
ეს იმის დამსახურებაა, რომ IMDB ცდილობს, ყოველ მომხმარებელს თავის ენაზე მიაწოდოს ხოლმე სათაური (მოგეხსენებათ, რომ ბევრი ფილმის სათაური სხვადასხვა ქვეყანაში არა მარტო ითარგმნება, არამედ სულ სხვა სახელი ქვია ხოლმე).

ახლა კი ჩემი სია:

ადგილი რეიტინგი სახელი ნახვა
1. 9.2 The Shawshank Redemption (1994) კი
2. 9.2 The Godfather (1972) კი
3. 9.0 The Godfather: Part II (1974) კი
4. 8.9 The Good, the Bad and the Ugly (1966) კი
5. 8.9 Pulp Fiction (1994) კი
6. 8.9 Dasatskisi (2010) კი
7. 8.9 Schindler’s List (1993) კი
8. 8.9 12 Angry Men (1957) კი
9. 8.8 One Flew Over the Cuckoo’s Nest (1975) კი
10. 8.8 The Dark Knight (2008) კი

თუ ამ სიაში ყველა ფილმი არ გაქვთ ნანახი და თქვენს სიაში რომელიმეს გასწვრივ “არა” წერია, გირჩევთ, აუცილებლად უყუროთ.
მომდევნო კვირაში კი შემდეგი ათი ფილმის სია გამოქვეყნდება :)

>Pandorum

>ძალიან მაგარი ფილმი.
ფანტასტიკა+საშინელება+კარგი ფინალი.

გერმანელი ქალების სილამაზეზე ბევრი ცნობა არ მოიპოვება, მაგრამ ქალბატონ ანტიე ტრაუეს მალე ვიხილავთ რენი ჰარლინის ფილმში “Georgia” და შევაფასოთ მერე.

>Shichinin no Samurai – შვიდი სამურაი

>ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ეს ფილმი.

ბევრმა არ იცის, რომ ვესტერნი ”შესანიშნავი შვიდეული” სწორედ აკირა კუროსავას ამ შედევრის ”რიმეიქია”.

ფოტოზე: ტოსირო მიფუნე, შესვენება გადაღებების დროს

>ქართული ფილმი = ქართულ ფეხბურთს

>

ბოლო დროს ქართული კინოს აღორძინებაზეა საუბარი – იღებენ ახალ-ახალ ფილმებს, რომლებიც ალაგ-ალაგ რაღაც-რაღაცეებსაც იგებენ კიდევაც.

ამ ახალი ფილმებიდან მხოლოდ ”გასეირნება ყარაბაღში” და ”რაც ყველაზე ძალიან გიყვარს” მაქვს ნანახი.

ფილმები ”ყარაბაღი 2 – კონფლიქტის ზონა”, ”სუბორდინაცია” და სხვა მრავალი რატომღაც აღარ მომინდა რომ მენახა (თუმცა, ”ცამეტზე” ამბობენ, რომ კარგი ფილმიაო. ეგეც იმიტომ რომ არა ქართული, არამედ ფრანგულია).

წლევანდელ დიდ პრემიერებზე კი არაფერს ვიტყვი, უბრალოდ გთავაზობთ გაეცნოთ შემდეგ რეცენზიებს:

ნიკო ნერგაძე ფილმზე ”ყველაფერი კარგად იქნება

ციტატა: ფილმის ბოლოსკენ თვალში ფანქრის გათხრა გინდება. ცოტა მაინც რომ გაერთო.

გიორგი ჯიბლაძე ფილმზე ”თბილისური love story

ციტატა: ფეხმძიმედ, აფექტი, გააჯვიო, ჯადო, ახვარი, წამალი, ტირის, მორჩა.