>სექსი საქართველოში

>მოგეხსენებათ, რომ საქართველოში 10 ათასი ინგლისურენოვანი მასწავლებელი ჩამოვიდა, რომლებმაც ჩვენს оболтус-ებს ინგლისური უნდა ასწავლონ.

მათ უკვე ზედმეტსახელიც შეარქვეს – ”ახალი ყივჩაღები”, რაც შეიძლება სულაც არ იყოს შორს სიმართლისაგან. ვნახოთ, რამდენი მათგანი მოიხიბლება ქართული ბუნებით და საცხოვრებლად დარჩება :)

ამ მასწავლებლების უმეტესობა 20-დან 30 წლამდეა, ახალი დამთავრებული აქვთ უმაღლესები და ბედნიერი მომავლის საძიებლად, ენთუზიაზმით აღსავსენი მოხვდნენ ამ ბანანის თუ ვაზის რესპუბლიკაში, ჩვენი სამშობლო რომაა.

ნუ შევჩერდებით ამ პროექტის დადებით და უარყოფით მხარეებზე, ამაზე მოდი მოგვიანებით ვისაუბროთ – როცა (ან თუ საერთოდ) ”გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ინგლისურად მოუბარი”.

მოგეხსენებათ, ბლოგებს და სოციალურ მედიას საშინელი, დამანგრეველი ძალა შეიძლება ჰქონდეს, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთი ასეთი ”ჰასაკით არასრული” თანამედროვე ყივჩაღი მასწავლებლის პოსტმა ქართული სექსის შესახებ.

მოვიყვან რამდენიმე ციტატას:

men are expected to be sexually experienced when they get married and women are expected to be virgins. Of course, this system cannot work without some third factor, because how are men to get experience when women are not allowed to have sex?

A man and a woman get together, they date for about two months, and then the expectation is that the man will either “do the right thing” or stop fooling around and move on.

It is considered strange for men and women to be friends.

If a man and a woman are seen alone together in public it is presumed that they are on the road to marriage. 

Female volunteers were encouraged to procure a cheap ring and wear it on the ring finger to ward off proposals of marriage.

Our warning consisted of the following message, repeated many times: do not have sex with any Georgian woman who you do not plan to marry.

I am told that 70% of Georgian men cheat on their wives, and to many this is considered normal.

the most striking thing about this situation is the fact that the women who come to Georgia with TLG are basically seen by many men in Georgia – Georgians and TLG men included – as the only potential sexual outlet in the entire country.

If you are a dude, you have to come to terms with the possibility that you might not get laid for a year and try to be a human being despite such earthshakingly bad news.

დაბოლოს, გთავაზობთ საინტერესო ფოტოებს გუგლის ძიებიდან თემაზე: sex in tbilisi

>Things to say during sex

>


დააკლიკეთ სურათს და გადიდდება ;)

საკმაოდ საინტერესო ვიზუალიზაციას წავაწყდი: სექსის დროს სათქმელი რამე-რუმეები.
კლასიფიკაციაც მომეწონა:

ცხრილი იყოფა ორ ნაწილად – დადებითი რამე-რუმეები და უარყოფითი რამე-რუმეები.

თითო ნაწილში ქვეჯგუფებიცაა:

  • ჩვეულებრივი მიმართვები (მაგარია, ცუდია),
  • უცხოური გამონათქვამები (ესპანურად, ფრანგულად, გერმანულად),
  • ბინძური შეძახილები (აქ ვერ დავწერ),
  • რელიგიურ თემასთან ახლოს მდგომი ფრაზები (ოჰ, ღმერთო ჩემო! ან ეშმაკსაც წაუღიხარ),
  • უბრალოდ ხმები (ღმუილი, ბღავილი და ა.შ.)
  • რიტორიკული შეკითხვები :)

თარგმანს ხომ არ შეეცდებოდა ვინმე??? ;)
ან ქართული ვერსიის დაწერას??? :)

(მგონი, ორივე საინტერესო იქნება)

>ხხხ

>ვიცი, ვიცი – ძალიან უზრდელური და საერთოდ, ”პახაბნი” რეკლამაა.

არ მცემოთ.

მარა მაგრად მომეწონა და…

>სექსის მეორე

>

ეხლა წავიკითხე ჰუმანოიდთან ძალიან მაგარი პოსტი. თბილი და დიდი და კეთილი და ღრმა და…

შემშურდა.
თეთრი შურით, რა თქმა უნდა. საკმაოდ თეთრით, სარუმანივით თეთრი რომაა (გარედან კია თეთრი, მაგრამ ცოტა ნაცრისფერიც დაკრავს, შეიძლება სადღაც ნაკეცებში შავიც კი იყოს. ჩრდილისგან შავი, ან…)

ზიხარ და უყურებ ნატეხებს, წლების განმავლობაში რომ დააგროვე.

აი, ლამაზი ვარდისფერი კაბა, ხიდი, გედები, გემი…

აი მწვანე თვალებში ჭინკები და თეთრად გათენებული ღამეები. ხო, თეთრად – ტაბლეტებით და ფხვნილებით მოყვანილი ტონუსი…

აი ცხენზე ჯირითი და თოვლიანი ველები, გაყინული წყალსაცავი და გრძელი, თბილი ღამეები…

აი სხვისი და აი შენი.

აი ერთი ხელის მოსმით გადაყრილი და დავიწყებული სიყვარული, აი ტკივილები და ტანჯვები, აი მონატრება მტკივნეული და გრძელი, ყრუდ რო გრძნობ სადღაც…

აი გარაჟები და კორტები, აი მანქანები და ტყეები, ბუჩქები, აი ლიკანი და წყნეთი, აი 14 წლის და 28-ის…

აი ყველა და ყველაფერი – შენი ქალები, თუ შენ სხვისი. თუ როგორცაა რა.

აი არაფერი რო აღარაა, ისინი.
აი რო რაღაცა იყო ადრე და ეხლა რო აღარ ესალმები ქუჩაში.
აი რო მალავდი და აი რო გმალავდა.

აი იმათი სხვები, რო იცნობდი და რო იცნობ.
აი ისინი სხვებთან ერთად და შენ – სხვასთან.

აი ორი მაგიდიდან ამდგარი – შენ და ის გადიხართ. თქვენმა მეორეებმა არ იციან. აი ხვდებით და უბრალოდ უყურებთ. შემთხვევაა, ორივეს ერთად რომ მოგინდათ გასვლა – აი ამ წუთას.

აი სახელურს ატრიალებ კარებზე სადაც ჩიბუხი ხატია, და ის – ქოლგას.
და არ შედიხართ – დგახართ და უყურებთ ერთმანეთს.

აი არაფერი საერთოდ. აღარაფერი არაა ეს – უბრალო ნატეხები, რომელიც არსად ეტევა, ვერც ვერსად ინახავ, ვერც გადაყრი – ეს ხომ შენი ცხოვრებაა…

აი წერილები, ჯერ ქაღალდზე, მერე ციფრული… მერე და კიდე და მერე და მეტი და წაშლილები რამდენი…

გშურს იმ ადამიანის, რომელსაც უბრალოდ უყვარს ვიღაც…
გრძნობ რაღაცას, მაგრამ არ იცი ეს რა არის.
გაკლია რაღაც, მაგრამ არ გახსოვს, რა.

Ты никогда не помнишь своих снов…

>სექსი

>

რაღაც მომენტში დავიჭირე საკუთარი თავი – შეიცვალე ხო?

ადრე არასოდეს არ გრჩებოდა სანთებელები, არ კარგავდი, ვერ იტან საერთოდ მწეველებს, რომლებსაც სანთებელები თან არ დააქვთ.

ეხლა კიდე – არასოდეს აღარ მაქვს ხოლმე სანთებელა. რავი, მკიდია რაღაცნაირად :)
სულ ვკარგავ და მრჩება – რა ვქნა ;)

ხოო, კიდე სულ ვაგვიანებ. ყველგან, ყველასთან, ყველაფერზე ვაგვიანებ.

Damn it, რა ჯანდაბაა ჩემს თავს? აღარ ვარ ისეთი პედანტი, ადრე რომ ვიყავი?

და ბევრი წვრილმანი აღარ მაღელვებს, რასაც ადრე უუუდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებდი.

ეს კარგია.

Things gonna change – მითხრეს შარშანწინ.
And hell yeah – they’ve changed.