მაშ როგორი იქნება ახალი ქალაქი ლაზიკა?
ლაზიკა და ანაკლია – ეს თემა ძალიან აინტერესებს დღევანდელ ქართულ საზოგადოებას.
მრავალმხრივი კრიტიკისა მითქმა-მოთქმის მიუხედავად დღემდე მაინც არ იყო ცნობილი – რა და როგორ იქნება ამ ქალაქში.
არსებობს უამრავი პრეცედენტი იმისა, თუ როგორ შენდებოდა ქალაქები ნოლიდან ან თითქმის ნოლიდან; მათ შორის, დაჭაობებულ ადგილებზეც კი (სანკტ-პეტერბურგი, ასტანა) – ასე რომ, ნუ ვიტყვით, რომ ლაზიკის აშენება შეუძლებელია.
მეორე საკითხია – რამდენად მიზანშეწონილია ასეთი ქალაქის აშენება. უფრო სწორად, გავავსებთ თუ არა ნახევარი მილიონი მოსახლით ჩვენს ახალ, სიდიდით მეორე ქართულ ქალაქს?
მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი – გავლენა მიკროკლიმატზე და გარემოზე ზემოქმედება. გავლენა უდავოდ იქნება, მაგრამ ჯერ-ჯერობით არავინ იცის, კარგი თუ ცუდი გავლენაა ეს. სამწუხაროდ, ამ პროექტის როგორც ოპონენტები, ასევე მომხრეები მხოლოდ ზედაპირული გამონათქვამებით შემოიფარგლებიან და გზშ-ს მსგავსი რაიმე ნორმალური დოკუმენტი არავის უნახავს.
P.S. არსებობს სპეციალური დარგი – ქალაქმშენებლობა, რომელიც სწორედ ასეთი საკითხებითაა დაკავებული. იმედია, უცხოელ გამოცდილ კოლეგებთან ერთად (და, რაც მთავარია, აუჩქარებლად) რამე ნორმალური აშენდება
ვიდეო ვიპოვნე cyxymu-სთან










