1. შვილო, ყოველთვის სჯობია, შენ ჩაგრავდე სხვას, ვიდრე დაჩაგრული დარჩე.

ასე რომ, თამამად წაართვი ხოლმე მეზობელ ბავშვებს სათამაშოები – გაიზრდები და ეს გამოცდილება გამოგადგება.

2. რწმენა სუბიექტურია – მხოლოდ შენია.

რელიგია კი ფილოსოფიურია, შესაბამისად მას ფილოსოფიურად უნდა მიუდგე.

3. ყოველთვის, აუცილებლად გადაინახე ნებისმიერი შემოსავლის 10 %.

ყოველთვის.

4. ხატვა შეიძლება ყველგან.

კედელზეც, კარებზეც, იატაკზეც, წიგნებშიც.

5. წიგნის კითხვაც ყველგან შეიძლება. ნებისმიერ ფორმატში.

ჭამის დროს, ავტობუსში, ტუალეტში.

ქაღალდის, ელექტრონული თუ აუდიოწიგნი – ყველა კარგია.

6. თუ გინდა, რომ საქმე გაკეთდეს კარგად, გააკეთე შენით.

ან გააკეთებინე მცოდნეს. საქმის ნამდვილ მცოდნეს.

7. მანქანა ყოველთვის გარეცხილი და სუფთა უნდა გყავდეს.

და წვიმიან ამინდს ნუ მოერიდები – მანქანა სუფთა უნდა იყოს, და არა მხოლოდ მშრალი.

8. ყოველთვის ისწავლე სხვის შეცდომებზე.

უნდა ისწავლო აუცილებლად.

9. Я не так богат, чтобы покупать дешевые вещи – ძალიან კარგი და სწორი ფრაზაა.

და კიდევ: Скупой платит дважды.

ყოველთვის ჯობია, გადაიხადო მეტი – და იყიდო ხარისხიანი ნივთი.

10. ჩაიცვი სადად, მაგრამ გემოვნებიანად.

ან პირიქით – ჩაიცვი გემოვნებიანად, მაგრამ სადად.

11. დაგვიანება არის mauvais ton.

ნებისმიერ ადგილას დაგვიანება – სამსახურში თუ სადმე სხვაგან. და სამსახურიდან ადრე გასვლაც :)

12. ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ფასეულობა, ყველაზე დიდი ღირებულება არის მისი განათლება.

ეს არის ინვესტიცია, რომელიც აუცილებლად უნდა გასწიო – და რომელსაც ყოველთვის მოაქვს დახარჯული ენერგიის შესაბამისი შედეგი.

13. იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი იყო, რამდენიმე პროფესია უნდა გქონდეს. ან რამდენიმე რამე უნდა შეგეძლოს კარგად.

ეს დაგეხმარება იმაში, რომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადაირჩინო თავი :)

14. ითამაშე, სანამ ბავშვი ხარ – მერე ამისთვის აღარ გეცლება, არც არავინ მოგცემს შესაძლებლობას.

ცხოვრება მთლიანად თამაშია – სერიოზულია, მაგრამ თამაშია.