პრომეთე – ტრეილერი
ახალი.
საშიში.
ფანტასტიკური.
რიდლი სკოტი.
პრომეთე.
P.S. Alien-ის (“უცხოს”) პრიქუელი ყოფილა
ახალი.
საშიში.
ფანტასტიკური.
რიდლი სკოტი.
პრომეთე.
P.S. Alien-ის (“უცხოს”) პრიქუელი ყოფილა
Department of Justice (Justice.gov)
Motion Picture Association of America (MPAA.org)
Universal Music (UniversalMusic.com)
Belgian Anti-Piracy Federation (Anti-piracy.be/nl/)
Recording Industry Association of America (RIAA.org)
Federal Bureau of Investigation (FBI.gov)
HADOPI law site (HADOPI.fr)
U.S. Copyright Office (Copyright.gov)
Universal Music France (UniversalMusic.fr)
Senator Christopher Dodd (ChrisDodd.com)
Vivendi France (Vivendi.fr)
The White House (Whitehouse.gov)
BMI (BMI.com)
Warner Music Group (WMG.com)
http://anonops.blogspot.com/2012/01/internet-strikes-back-opmegaupload.html
ვინაიდან და რადგანაც, სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე, მიწევს ბევრი ტრენინგისა და კონსულტაციის ჩატარება სოციალურ მედიაზე, გადავწყვიტე, ბლოგზეც დამემატებინა სპეციალური კატეგორია – სოციალური მედია.
აქ შევკრიბავ ყველა პოსტს სოციალური მედიის სერვისებისა და ინსტრუმენტების შესახებ.
პირველი პოსტი: ფოტოების ონლაინ ედიტორი – Picozu Editor
ამ სერვისის ყველაზე მთავარი უპირატესობა ისაა, რომ გაძლევთ საშუალებას, სწრაფად და მარტივად დაარედაქტიროთ ფოტოები (სურათები) იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს კომპიუტერზე არ გაქვთ დაყენებული სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიცაა Adobe Photoshop, ან, უბრალოდ, თუ უცხო კომპიუტერთან ზიხართ და სასწრაფოდ გჭირდებათ ორი-სამი მარტივი ოპერაციის ჩატარება.
მეორე მსგავსი სერვისია (წესით უკვე ყველასათვის ცნობილი) – Picnik
1. გააკეთეთ იმაზე მეტი, ვიდრე თქვენგან მოელიან
2. სცადეთ ყველაფერი ახალი
3. ასწავლეთ სხვებს ის, რაც იცით
4. აქციეთ სამუშაო გასართობად (და გასართობი – სამუშაოდ)
5. არ დაგავიწყდეთ შესვენებები
6. იმუშავეთ მაშინ, როცა სხვები ისვენებენ
7. იყავით კრეატიული – ყოველთვის
8. შეუქმენით საკუთარ თავს შთაგონების წყარო
9. შეიყვარეთ, რასაც აკეთებთ – ან შეეშვით
(თარგმანი თავისუფალია)
უმაღლესი განათლების მდგომარეობა საქართველოში დღეს კრიტიკის საგნადაა გადაქცეული - რამდენიმეწლიანმა და რამდენიმესაფეხურიანმა რეფორმამ დიდი შედეგი, ჯერ-ჯერობით, ვერ გამოიღო.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე გამოსწორდა, არის უამრავი უარყოფითი მხარე, რაც ჯერ კიდევ არ გამოსწორებულა.
არ მინდა ბევრის თქმა ამაზე – ამ პოსტის მკითხველთა რიცხვში ბევრი სტუდენტია და ისინი ჩემზე კარგად არიან გათვითცნობიერებულნი საკითხში.
გაგაცნობთ დისტანციური და ონლაინ სწავლების რამდენიმე საინტერესო წყაროს, რომელმაც შეიძლება თქვენს თბილისურ დიპლომს აჯობოს კიდეც:
1. ხანის აკადემია (ვიდეო ლექციები უამრავ საკითხზე)
2. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ონლაინ სასწავლო კურსი MITx (სერტიფიცირებული)
3. იგივე MIT-ს ჩვეულებრივი სასწავლო კურსის მასალები გადმოსაწერად
4. სტენფორდის უნივერსიტეტის ონლაინ კურსები სხვადასხვა სპეციალობაში
5. Academic Earth – მსოფლიოს უნივერსიტეტების საუკეთესო პროფესორების კურსები
6. 10 საუკეთესო უნივერსიტეტის ონლაინ კურსების კრებული
7. 400 ონლაინ კურსი სპეციალობების მიხედვით
ყველა ეს კურსი უფასოა – ასე რომ, არ გამოტოვოთ თქვენი შანსი და თქვენ თვითონ იზრუნეთ უკეთეს განათლებაზე
The WordPress.com stats helper monkeys prepared a 2011 annual report for this blog.
Here’s an excerpt:
The concert hall at the Syndey Opera House holds 2,700 people. This blog was viewed about 57,000 times in 2011. If it were a concert at Sydney Opera House, it would take about 21 sold-out performances for that many people to see it.
ნანა ლეჟავას სტუდიამ GNS ძალიან საინტერესო სიუჟეტი გადაიღო თემაზე, თუ მართლაც და როგორ “კეთდება” ახალი ამბები საქართველოში:
დავამატებ უბრალოდ ერთ რამეს: 2011 წლის 9 დეკემბრის საღამოს ეთერის კადრებს - 1 დრო. 1 ფილმი. 6 არხი.

ერთი დრო, ერთი ფილმი - ექვსი არხი
1992 წლის შემდეგ ამერიკელი ბიოლოგები, ოკეანოლოგები (და უბრალოდ, დაინტერესებული მეცნიერები) აკვირდებიან ერთ ვეშაპს, რომელსაც საკმაოდ ტრაგიკული ბედი აქვს – ის სულ მარტოა.
მოგეხსენებათ, ვეშაპები მღერიან, რათა მდედრები მოიზიდონ, თავისიანები იპოვნონ და უბრალოდ, სოციალიზაციისათვის.
პრობლემა კი იმაშია, რომ ყველა ვეშაპი 12-დან 25 ჰერცამდე სიხშირეზე მღერის, ჩვენი მარტოხელა ვეშაპი კი – 52 ჰერცის სიხშირეზე.
ამიტომაცაა, რომ მისი ხმა არავის ესმის…
დამატებითი ინფო ვეშაპებზე ნახეთ ზურიუსთან.